ხანდახან გვეჩვენება, რომ საკუთარ ხასიათს კარგად ვიცნობთ, ვიცით, რაზე რა რეაქცია გვექნება. დარწმუნებული ვართ, რომ მოვიქცევით ასე და არა სხვაგვარად და ძალიან, ძალიან მაგრად ვცდებით. ჩვენი ფსიქიკა იმაზე გაცილებით რთული ფენომენია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ.
- ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამისკენ თავად ვუბიძგოთ საკუთარ თავს
2000 წელს მხატვარმა მარკო ევერისტმა პერფომანსი მოაწყო. გალერეაში სტუმრებს 10 ბლენდერი დახვდათ, წყლით სავსე და ყველა მათგანში დაცურავდა ოქროს თევზი. ბლენდერები შეერთებული იყო და ნებისმიერ სტუმარს შეეძლო ღილაკზე თითის ერთი დაჭერით გაენადგურებინა თევზი.
ერთი საათიც არ იყო გასული, ერთერთმა სტუმარმა მართლაც დააჭირა ხელი ღილაკს. ელექტროენერგია მაშინვე გამორთეს. გალერიის დირექტორი ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის გამო დააჯარიმეს.
- ჩვენ ვამახინჯებთ რეალობას იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც გვაქვს
1993 წელს ოჰაიოში მეცნიერებმა რამდენიმე ქალს გრიმი გაუკეთეს – უზარმაზარი საშინელი ნაიარევები. მათ სარკეში ჩახედვის უფლება მისცეს და უთხრეს, რომ სწორედ ამ საშინელი გრიმით უნდა წარედგინათ ისინი უცნობი ადამიანებისთვის. შემდეგ თითქოს დამცავი კრემი გადაუსვეს, რეალურად კი შრამები დაფარეს. ექსპერიმენტში მონაწილეებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. მათ ეგონათ რომ ისევ ისეთი უშნოები იყვნენ.
შეხვედრის შემდგომ ქალები ამტკიცებდნენ, რომ თანამოსაუბრის მხრიდან დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი. ისინი იხსენებდნენ კონკრეტულ სიტყვებსა და ქმედებებს, რომლებიც თითქოსდა მათ დასამცირებლად წარმოთქვეს.
მათ თავი მსხვერპლად წარმოიდგინეს, ყველაფერი შეურაცხყოფად მიიღეს და რეალობა თავისი წარმოდგენებით დაამახინჯეს, რადგან ფიქრობდნენ რომ ცუდად გამოიყურებოდნენ.
- ჩვენ ძალიან ცოტას ვამჩნევთ ირგვლივ
ამ ექსპერიმენტში მონაწილეობდა ორი სრულიად სხვადასხვანაირი გარეგნობის და სხვადასხვაგვარად ჩაცმული მსახიობი. ერთი მათგანი ქუჩაში გამვლელს ეკითხებოდა რაღაცას, სანამ ის პასუხს გასცემდა, შუაში ვიღაცეები ჩაივლიდნენ, კარს გააღებდნენ და ამ დროს პირველ მსახიობს მეორე მსახიობი ენაცვლებოდა. თანამოსაუბრეთა უმეტესობა საუბარს აგრძელებდა და ვერც ხვდებოდა ამ ცვლილებას.
ამ ფენომენს ,,ცვლილებებისადმი სიბრმავე“ უწოდეს. ჩვენ თუკი არ მიგვითითეს ცვლილებაზე, მისი შემჩნევა გვიჭირს. მაგრამ თუ ვიპოვეთ განსხვავება, მერე ამ განსხვავების არ დანახვა შეუძლებელი ხდება.
- ნებისყოფა წარმატების პირდაპირპროპორციულია
ექსპერიმენტი სახელად ,,მარშმელოუს ტესტი“ პირველად 40 წლის წინ ჩაატარეს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს წინ დაუდეს ერთი ცალი მარშმელოუ და უთხრეს, რომ თუკი მოიცდიდნენ და არ შეჭამდნენ ცოტა ხანში ორ ცალს მიიღებდნენ. ზოგიერთმა მათგანმა მოითმინა და ზოგიერთმა მაშინვე შეჭამა. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებმაც თავის შეკავება ვერ შეძლეს სკოლის ასაკში უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილი ნარკოტიკებისკენ, ჭარბი წონისკენ და ურთიერთობაში პრობლემებისკენ.
ექსპერიმენტი შემდგომაც განაგრძეს. ახლა უკვე 40 წლის ზრდასრულ ადამიანებში. მათ დავალება მისცეს კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულებების სახით და გზადაგზა დავალებებს აძლევდნენ. ისინი, ვისაც ბავშვობაში ნებისყოფის პრობლემა ჰქონდათ, ახლაც ზრდასრულ ასაკშიც ძალიან ცუდად უმკლავდებოდნენ დავალებას და ვერ ახერხებდნენ კონცენტრირებას გამოსახულებებზე.
- ჩვენში იმაზე მეტი სისასტიკე არის დაფარული, ვიდრე გვგონია
სტენფორდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტზე ალბათ გსმენიათ. სარდაფში ციხის იმიტაცია შექმნეს, მოხალისეები, რომლებიც ჩვეულებრივი სტუდენტები იყვნენ, ორ ნაწილად გაყვეს – პატიმრებად და ზედამხედველებად. ზედამხედველებს ევალებოდათ ძალიას გამოყენების გარეშე შეენარჩუნებინათ წესრიგი. ექსპერიმენტი 4 კვირას უნდა გაგრძელებულიყო.
ბუნტი მეორე დღესვე მოხდა, რომელიც ,,ზედამხედველებმა“ ჩაახშვეს და ,,პატიმრები“ დასაჯეს: დამნაშავეები ბეტონზე დააძინეს და შხაპით და ტუალეტით სარგებლობა აუკრძალეს.
ერთ კვირაში ყველაფერი ისე გართულდა რომ ექსპერიმენტის შეწყვეტა გახდა საჭირო. აღმოჩნდა, რომ ყველა ჩვენგანში იმალება სადისტური მიდრეკილებები და სისასტიკე, რომელიც შესაბამის სიტუაციას ელოდება გამოსავლენად.
- ავტორიტეტი ჩვენთვის მორალზე მაღლა დგას
რამხელა ტკივილის მიყენებისთვის არიან მზად ჩვეულებრივი ადამიანები სხვებისთვის, თუკი ეს მათი სამსახურეობრივი მოვალეობა იქნება? ~
იელის უნივერსიტეტის ექსპერიმენტში ,,მოსწავლეს“ მისცეს დავალება, ,,მასწავლებელს“ კი დაავალეს, რომ შეემოწმებინა იგი და ყოველ შეცდომაზე ელექტროშოკით დაესაჯა.
,,მოსწავლე“ , რა თქმა უნდა, მსახიობი გახლდათ და უბრალოდ თამაშობდა, თითქოს მართლაც იღებდა შოკს, თუმცა ეს ,,მასწავლებელმა“ არ იცოდა. მას უბრალოდ აუხსნეს რომ ეს ექსპერიმენტისთვის იყო საჭირო და მონაწილეს სერიოზული საფრთხე არ ემუქრებოდა.
მასწავლებელი გვერდით ოთახში გადიოდა და ბერკეტს სწევდა. იგი ხედავდა ძაბვის სიმძლავრეს – 15 ვატიდან 450 ვატამდე. მას ნელ-ნელა უნდა მოემატებინა სიმძლავრისთვის.
აღმოჩნდა რომ ,,მასწავლებლების“ უმრავლესობა (40-დან 26) 450 ვატამდე ავიდა, ანუ ,,მოსწავლე” მოკლა, სანამ დამკვირვებელმა არ ამცნო, რომ ექსპერიმენტი დამთავრდა.
გამოდის რომ ადამიანების ნახევარზე მეტი ავტორიტეტებისადმი ბრმა მორჩილების გამო ძალიან ბევრზეა წამსვლელი.
- ჩვენ რეალობის აღქმაში საკუთარი შეხედულებები გვიშლიან ხელს
არტურ ელისონმა, ერთმა ხუმარა პროფესორმა გაწყვიტა ლექცია თამაშით დაესრულებინა. მოხალისეებს (კოლეგა პროფესორებს) სთხოვა ყურადღება მიეპყროთ მაგიდაზე დადებული რკინის ლარნაკისთვის და ეცადათ გონების მეშვეობით მისთვის ლევიტაცია ეიძულებინათ. ლარნაკი მართლაც აიწია ჰაერში. თუმცა ეს არტურს არ გაჰკვირვებია რადგან თავად დაეხმარა მაგნიტით.
მონაწილეებმა დაიწყეს მიზეზებზე საუბარი. აზრები გაიყო, ზოგიერთი მათგანი ამტკიცებდა, რომ რაღაც ნაცრისფერი სუბსტანცია დაინახა, რაც ლარნაკს ჰაერში აწევაში დაეხმარა, ზოგიერთი კი იმასაც ამბობდა რომ ლარნაკი საერთოდ არ აწეულა ჰაერში.
ისინი საკუთარი შეხედულებების გავლენის ქვეშ იყვნენ. ჩვენც რეალობას საკუთარი წარმოდგენების მიხედვით ვამახინჯებთ და ძირითად შემთხვევაში ვცდებით.