რატომ ხდებიან კარგი ადამიანები ცუდები – ფილიპ ზიმბარდოს 20 ციტატა

0
4454

1. არავინ არის კარგი და ცუდი, ყველა დადებითის და უარყოფითი თვისებების რთული ჯამი ვართ, რომელიც ხან ჩნდება, ხან არა, სიტუაციის შესაბამისად.   ეს არის ლუციფერის ეფექტი. საყვარელი ანგელოზიდან – ეშმაკამდე. პარადოქსულია, რომ ღმერთი იყო ის, ვინც შექმნა ადგილი –  ჯოჯოხეთი,  ბოროტების შენახვისთვის.

2.  სამყარო არის, იყო და ყოველთვის იქნება სავსე კეთილითა და ბოროტით, რადგან კეთილი და ბოროტი არის ადამიანის მდგომარეობის ინი და იანი. 

3. ბოროტება არის ძალის გამოყენება. ეს არის გასაღები: ძალაუფლება.  ძალაუფლება სისტემაშია. სისტემა ქმნის სიტუაციას, რომელიც აფუჭებს ინდივიდს და ესაა კანონი, პოლიტიკური, ეკონომიკური სისტემა, კულტურა. და სწორედ ეს ქმნის ცუდ გარემოს. 

4. ქცევის ყველაზე დრამატული შეცვლა და გონების მასობრივი კონტროლი ჰიპნოზის, ტვინის გამორეცხვის, ან ნარკოტიკების ზემოქმედების შედეგი კი არა, ადამიანური ბუნების ყველაზე ყოფითი ასპექტების სისტემური მანიპულაციაა შეზღუდულ გარემოცვაში.

5. თუ გსურთ, შეცვალოთ პიროვნება, უნდა შეცვალოთ სიტუაცია. თუ გსურთ, შეცვალოთ სიტუაცია, უნდა იცოდეთ სად არის ძალაუფლება – სისტემაში.

6. ჯოხებს და ქვებს შეუძლიათ დაგამტვრიონ ძვლებში, მაგრამ სახელებს შეუძლიათ თქვენი მოკვლა.

7. არსებობს შვიდი სოციალური პროცესი, რომელიც ბოროტების ვიწრო სრიალა გზას პოხავს:

  • უყურადღებოდ გადადგმული პირველი პატარა ნაბიჯი.
  • სხვების დამცირება.
  • დეინდივიდუაცია – საკუთარი პიროვნებისგან განდგომა.
  • პიროვნული პასუხისმგებლობის დიფუზია.
  • ავტორიტეტის ბრმა მორჩილება.
  • ჯგუფის ნორმებისადმი უკრიტიკო მორჩილება – კომფორმულობა.
  • ბოროტების პასიური მიღება – უმოქმედობით ან გულგრილობით.

8. არასტანდარტულ გარემოში, თქვენი სტანდარტული ქცევები არ მუშაობს, ამ დროს პიროვნება და მორალი ითიშება. დოსტოევსკიმ თქვა: არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე ბოროტმოქმედის განსჯა, და არაფერია უფრო რთული, ვიდრე მისი გაგება. “ გაგება – არ ნიშნავს პატიებას. ფსიქოლოგია – არ არის მეცნიერება მიტევებაზე.

9. უნდა მოვშორდეთ სამედიცინო მოდელი, რომელიც მხოლოდ ინდივიდითაა დაკავებული და შევცვალოთ ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოდელით, რომელიც ცნობს ავადმყოფობის სიტუაციურ და სისტემურ გამოვლინებებს. დაშინება – დაავადებაა, ცრურწმენა – დაავადებაა. ძალადობა – დაავადებაა.  ინკვიზიციის პერიოდიდან ვკურნავდით ამ დაავადებებს ცალკეული პიროვნების დონეზე. და იცით რა? არაფერი არ გამოვიდა.

10.  ჩვენს პიროვნებას განსაზღვრავს ის სოციალური გარემო, რომელშიც ვარსებობთ. ჩვენ ვართ ის, სადაც ვცხოვრობთ, ვჭამთ, ვმუშაობთ და გვაქვს სექსი. შენს ქცევებზე უფრო ამბობს ამბობს შენი ეთნიკური, რელიგიური, კლასობრივი კუთვნილება, განათლება და გარემო რომელშიც ცხოვრობ, ვიდრე შენი პერსონალური თვისებები. ზოგიერთ გარემოში ჩვენ ლიდრები ვხდებით, ზოგიერთ გარემოში მიმდევრები, ზოგიერთგან მორცხვები, ზოგიერთგან თამამები.

11. რადგან ადამიანს აქვს უსაფრთხოების, დაცულობის, თანხმობის, ვინმესთან კუთვნილების მოთხოვნილება – ორტრაკიზმი (განდევნა) ყველაზე საშინელი სასჯელია მისთვის.  ამიტომ ჩვენ ძირითად შემთხვევაში ვცდილობთ გავამართლოთ ის მოლოდინი, რომელიც სხვებს აქვთ ჩვენ მიმართ. სხვების მოლოდინები ჩვენი პიროვნული სრულყოფის განმსაზღველი ხდება. ჩვენ ვერც ვაცნობიერებთ, ისე ვხდებით ის, რაც სხვებს ჰგონიათ რომ ვართ!

12. სიტუაციას აქვს ძალა – მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ამავე სიტუაციამ შეიძლება გვაქციოს ჩვენ არაადამიანებად, სასტიკებად, ბოროტმოქმედებად, ან გვიბიძგოს გმირობისკენ.

13. ზღვარი კეთილსა და ბოროტს შორის თითოეული ადამიანის გულზე გადის. ეს ნიშნავს, რომ საზღვარი გარეთ არ არის. ესაა გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ შენ უნდა მიიღო. ეს პირადი არჩევანია.

14.  ადამიანთა უმრავლესობა დამნაშავეა უმოქმედობის გამო, რადგან დედა გეუბნებოდათ “არ ჩაერიო სხვის საქმეში”. და თქვენ უნდა უპასუხოთ “დედა, ადამიანობა, ჰუმანიზმი – ჩემი საქმეა”.

15.  ბოროტების შხამსაწინააღმდეგო საშუალება გმირობაა. ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ გმირული ქცევებს, წარმოსახვებს, განსაკთრებით კი ბავშვებში. ბავშვები უნდა ფიქრობდნენ: მე ვარ გმირი, რომელიც ელის სიტუაციას, რომ გამოავლინოს გმირობა!

16. გმირი რომ გახდე, ნორმის დარღვევა უნდა ისწავლო.  რადგან შენ ყოველთვის ჯგუფის კონფორმულობის, უმრავლესობის წინააღმდეგ მიდიხარ. გმირები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთა ქმედებებიც განსაკუთრებულია, რომლებიც მოქმედებენ.

17. გმირობას ახასიათებს ორი მთავარი მომენტი: ა: უნდა იმოქმედო, როცა სხვები პასიურობენ. ბ: უნდა იმოქმედო სოციუმის საკეთილდღეოდ და არა საკუთარი თავის.

18.  ახალ სიტუაციაში მოხვედრისას სამი გზა გექნებათ: ან გახდებით ბოროტმოქმედი, ან დამნაშავე უმოქმედობის გამო, ან კიდევ გმირი!

19. საქმე იმაშია, ვართ კი მზად იმისთვის, ველოდოთ სიტუაციას, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავხდეთ გმირი?  ცხოვრებამ შესაძლოა მხოლოდ ერთი შანსი მოგცეთდა თუ თქვენ მას ხელიდან გაუშვებთ, სამუდამოდ დაკარგავთ. მთელი ცხოვრება იფიქრებთ – მე შემეძლო ვყოფილიყავი გმირი და ვერ გამოვიყენე ეს შესაძლებლობა. ასე რომ, დაფიქრდით და გააკეთეთ ეს!

20.  მოდით, დავუპირისპირდეთ ბოროტ სისტემებს სახლში და ყველგან და ყურადღება მივმართოთ დადებითისკენ. დავიცვათ ღისება, სამართლიანობა და მშვიდობა, რასაც სამწუხაროდ ჩვენი მთავრობა არ აკეთებს.