რომელია თქვენი მფარველი ანგელოზი დაბადების თარიღის მიხედვით

1
6206

ოფანიმები ზოდიაქოს წრის ანგელოზებია. ყოველი მათგანი პასუხს აგებს 5 გრადუსიან სექტორზე და განსაკუთრებით მფარველობენ მათთვის განკუთვნილ გრადუსებზე დაბადებულ ადამიანებს. ასევე ეხმარებიან ყველას, ვინც მათ თხოვნით მიმართავს. თქვენს სათხოვარზე მათი რეაგირება რომ შენიშნოთ, უნდა გაერიდოთ აურზაურს და ჩამოიშოროთ არასაჭირო, უსიამოვნო ფიქრები, ყურადღებით დააკვირდეთ ყველაფერს, რაც თქვენს გარშემო ხდება. პასუხი შეიძლება მოვიდეს შინაგანი ხმის, ინტუიციის, სპეციალური იმპულსის ფორმით, რომელიც სადღაც წასვლისა და რაღაც კონკრეტული ქმედების ჩადენისაკენ გიბიძგებთ. თუ წარმატებას მიაღწიეთ შინაგანი ხმის მოსმენით, ეს ნიშნავს, რომ თქვენი კონტაქტი შედგა.

იანვარი
ნემემ-იახი (1 იანვარი- 5 იანვარი) ეს ანგელოზი გეხმარებათ მიაღწიოთ უმაღლეს წარმატებას ნებისმიერ საქმეში, რომელიც წამოიწყეთ, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული რამდენად გაძლებთ მოპოვებულ სიმაღლეზე.
 იეილ-იახი (6-10 იანვარი) ეს ანგელოზი არამხოლოდ საქმეში დიდ მიღწევებში დაგეხმარებათ, არამედ შეგანარჩუნებინებთ მოპოვებულ წარმატებას. იგი ეხმარება ადამიანებს ებრძოლონ სიძუნწეს, გაუმაძღრობას და ზოგადად მანკიერ მიდრეკილებებს.
 ხარაკ-იახი (11-15 იანვარი) იგი გვეხმარება სულიერი დაცემის თავიდან არიდებაში, გვიცავს ბედის ცვალებადობისაგან, გარემოს დამანგრეველი ეფექტებისაგან და ასევე თვითგანადგურების მცდელობისაგან. ის ნერგავს ჩვენში გამარჯვების სურვილს. თუ გზიდან გადავცდებით, გვაბრუნებს ჭეშმარიტების გზაზე.
მეტსერ-იახი (16-19 იანვარი) იგი უვითარებს მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს პასუხისმგებლობის გრძნობას, აძლევს უნარს რთულ სიტუაციებში დაეყრდნოს საკუთარ თავს, ამისათვის ამარაგებს საკმარისი შინაგანი ძალით.
ვატემ-იახი ( 20 – 24 იანვარი) იგი მისი მფარველობის ქვეშ დაბადებულებს ჩუქნის შეუდარებლობას და მომხიბვლელობას, მათ ბევრი რამ მარტივად გამოსდით ცხოვრებაში. დაჯილდოვებულნი არიან დახვეწილ გემოვნებით.
იეხაბ-იახი (25 – 29 იანვარი) იგი მის მფარველობაში მყოფებს ანიჭებს შემოქმედებით უნარებს და არაორდინალურ აზროვნებას, ეხმარება ინფორმაციის ათვისებასა და ინტელექტის განვითარებაში.
თებერვალი
აუნუ-იახი (30 იანვარი – 3 თებერვალი) იგი მის მფარველობაში დაბადებულ ადამიანებს დიდ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აძლევს, რომელიც უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება სრულფასოვნად. მფარველობს სწავლულებსა და მკვლევარებს, პირველ რიგში მათ, ვინც არქეოლოგიით, ფიზიკით და ახალი ტექნოლოგიების შესწავლა-განვითარებით არის დაკავებული.
მეკი-იახი ( 4 – 8 თებერვალი) იგი მფარველობს ყველაფერს ახალს და რევოლუციურს. ხელს უწყობს ბრძოლას სტერეოტიპული შეხედულებების და მოძველებული ნორმების წინააღმდეგ, გვაძლევს საშუალებას გავიდეთ საკუთარი შესაძლებლობების მიღმა, წყვეტს ჯაჭვებს, რომლითაც წარსულზე ვართ მიბმული.
დამმებ-იახი (9 -13 თებერვალი) იგი მფარველობს მოგზაურებს, აძლევს ენების მარტივად ათვისების უნარებს, მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ადვილად უგებს სხვა ადამიანებს, მალე ეგუება ახალ გარემოს და არ აშინებს ცვალებადობა. მას მარტოობით ტკბობისა და მეგობრების მარტივად შეძენის უნარი ერთდროულად აქვს.
მენაკ-იახი (14 – 18 თებერვალი) ეს ანგელოზი მის მფარველობაში მყოფებს უძლიერებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისადმი მისწრაფებას, უღვივებს ინდივიდუალიზმს და უჩენს სურვილს გახდნენ საკუთარი ბედის შემოქმედნი, გახადონ სამყარო უკეთესი, ებრძოლონ ინერციას და შეზღუდულობას.
აიაუ-იახი (19 – 23 თებერვალი) ეს ანგელოზი აძლევს დიდ სასიცოცხლო ენერგიას, გენიალურობას, არტისტიზმს, მედიუმის შესაძლებლობებს, განსაკუთრებულ მგრძნობელობას, ემოციურ ძალას, სულიერებას და საქმეების ბოლომდე მიყვანის უნარს.
შებო-იახი (24 – 29 თებერვალი) იგი მის მფარველობის ქვეშ დაბადებულებს კვებავს ძალით, რათა დიდი იმედგაცრუებების შემდეგ ფეხზე წამოდგნენ და დაძლიონ ყველაზე რთული წინააღმდეგობები, როგორიც არის ნარკოდამოკიდებულება და რთული ავადმყოფობები.
მარტი
რაახ-იახი (1 – 5 მარტი) იგი ანიჭებს მის მფარველობის ქვეშ მყოფთ დიდ ძალაუფლებას, მაგრამ ეს საკუთარ თავში მოაიაზრებს დიდ პასუხისმგებლობას. ტვირთი, რომლის ზიდვაც ყველას არ შეუძლია.
იებემ-იახი (6 – 10 მარტი) იგი ჩუქნის მის მფარველობის ქვეშ მყოფთ ადამიანურობას, თანაგრძნობის უნარს, ალტრუიზმს და ლიდერობისაკენ მიდრეკილებას. ეხმარება წარუმატებლობის დაძლევასა და კეთილდღეობის მოზიდვაში.
ხაიაი იახი (11 – 15 მარტი) იგი აჯილდოვებს მის მფარველობაში დაბადებულებს ცეკვისა და მუსიკის ნიჭით, ეხმარება რთული პრობლემების მოგვარებაში და სულიერ ზრდაში.
მოუმ-იახი (16 – 20 მარტი) იგი დაცვის ქვეშ მყოფებს წინამძღვრობს ყველა რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, მართავს აზრებს და უბიძგებს მათ სულიერი ძიებისაკენ, ეხმარება გეგმების განხორციელებაში.
ალ-ბეხუ (21 – 25 მარტი) იგი აძლევს გამბედაობას, ნებისყოფას, შეუპოვრობას, შემართებას, შთაგონებას, წარმოსახვას, შემოქმედებით სულს, ამ პერიოდში დაბადებული ადამიანი მიდრეკილია პროდუქტიულობისა და ,,შინაგანი წვისაკენ”.
ალ-იელი (26 – 31 მარტი) ეს ანგელოზი ითვლება მხსნელად, რადგან იგი მფარველობს ავარიებში, უბედურ შემთხვევებში და კატასტროფებში მოყოლილ ადამიანებს. იგი ჩუქნის შინაგან ძალებს, მოთმინების უნარს და რწმენას.
აპრილი
ალ-სიტი (1 – 5 აპრილი) იცავს უბედური შემთხვევებისაგან, ხელს უწყობს მის მფარველბაში მყოფებს რთული და სარისკო გადაწყვეტილებების მიღების დროს, აჩვენებს გამოსავალს იმათ, ვინც იმყოფება რთულ მდგომარეობაში. იგი ასევე დაკარგული ნივთების მოძიებაში ეხმარება.
ალ-აულემი (6 -10 აპრილი). იგი მის დაცვაში მყოფებს უღვიძებს ძლიერ ემოციურ იმპულსებს, აძლევს მათ გამბედაობას მიუძღვნან საკუთარი თავი გარკვეულ საქმეს, ან მათთვის ძვირფას ადამიანს. მისი მფარველობის ქვეშ დაბადებულები ხშირად ხდებიან ცნობილები.
ალ-მახაში (11-15 აპრილი) იგი მისი გავლენის სფეროს ქვეშ მყოფ ადამიანებს აჯილდოვებს მონადირის თანდაყოლილი ინსტიქტით, სტრატეგიული აზროვნებით, დარწმუნების ნიჭით, შანსების გამოყენების უნარით.
ალ-ლელახი (16 – 21 აპრილი) ის აძლევს დამოუკიდებლ ხასიათს, ენთუზიაზმს და სულიერ თავგამოდებას, განსაკუთრებულ მომხიბვლელობას საწინააღმდეგო სქესისათვის, მოლაპარაკების და შეთანხმების მიღწევის ნიჭს.
ალ-აკახი (22 – 26 აპრილი) იგი მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ჩუქნის შთაგონებას და მუსიკალურობას, იცავს ცდუნებების, მავნე ჩვევებისა და ყველა სახის დამოკიდებულებისაგან.
ალ-კაბატი ( 27 აპრილი – 1 მაისი) იგი ეხმარება დაბნეულობის გადალახვაში. ასაჩუქრებს სიკეთით, მოთმინებით, დიდსულოვნებით და სტაბილურობით. ეხმარება დროის ორგანიზებაში. აძლევს პრაქტიკულ გონებას და შრომისმოყვარეობას.
მაისი
ალ-ხეზიდი (2 მაისი – 6 მაისი) იგი მისი მფარველობის პერიოდში დაბადებულ ადამიანებს უზრუნველყოფს პოზიციის სტაბილურობით და თავდაჯერებულობით, უქრობს მომდევნი დღის შიშს და აძლებს მათ საშუალებას მიიღონ ის, რაც გულით სურთ.
ალ-ელადი (7 – 11 მაისი) იგი მის დაცვის ქვეშ მყოფებს აჯილდოვებს დინამიზმით, წამოჭრილი პრობლემების სწარაფად და ზუსტად გადაწყვეტის უნარით, თავშეკავებით და მოთმინებით.
ალ-ლავი ( 12 – 16 მაისი) იგი ეხმარება საკუთარი პროექტებისა და იდეების გაცნობიერებაში და მათ რეალობად ქცევაში – ოჯახური ბიზნესის ორგანიზება, მაღალი პროდუქტიულობა და მაქსიმალური მოგება.
ალ-ხაბაუ ( 17 – 21 მაისი) იგი ძლიერი ანგელოზია და აჯილდოვებს მის მფარველობაში მყოფებს განსაკუთრებული გონებით, მოლაპარაკებების წარმოების ნიჭით, სამხედრო ტალანტით, ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ძლიერი სტრატეგები და წარმატებული მეწარმეები არიან.
ალ-იეზელი ( 22 – 26 მაისი) იგი მისი დაცვის ქვეშ დაბადებულებს აძლევს არტისტულ უნარებს, მიდრეკილებას პოეზიის, მედიცინის, ჟურნალისტიკისადმი. ისინი მოქნილი აზროვნებით და მინიჭებული შესაძლებლობების სწორად გამოყენების უნარით გამოირჩევიან.
ალ-მებატი ( 27 – 31 მაისი) იგი მისი გავლენით დაბადებულებს ეხმარება კავშირების დამყარებაში სხვადასხვა დონეზე, მათ შორის ტელეპატიურ კავშირებსაც აძლიერებს, რითაც აძლევს ადამიანებს საშუალებას დაუსხლტდნენ ყველა ტიპის ხაფანგს და ზიანს.
ივნისი
ალ-ხერი (1 – 5 ივნისი) იგი შემოქმედებითი უნარებით ასაჩუქრებს მისი დაცვის ქვეშ მყოფებს — მწერლის, ფოტოგრაფის, გამომცემლის ტალანტი. აჯილდოვებს გონიერებით, ეფექტურობით და შრომისმოყვარეობით. უნარით დაამყარონ კონტაქტები და იქონიონ ადამიანებთან ურთიერთობა.
ალ-ხაკემი ( 6 – 10 ივნისი) იგი მის მფარველობაში დაბადებულებს აძლევს კრიტიკულ აზროვნებას, მოქნილ და ძლიერ გონებას, მათ ენიჭებათ უნარი და შესაძლებლობა დააკვირდნენ მოვლენებსა და საგნებს ხვადასხვა გადმოსახედიდან და შეამჩნიონ ისეთი რამ, რაც სხვებს გამორჩათ.
ალ-ლაი ( 11 – 16 ივნისი) ეს ანგელოზი ასაჩუქრებს ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებული მგრძნობელობით და მისტიკური მოვლენების შეგრძნობის უნარით, რომელიც უცნაური ფორმით ერთიანდება რაციონალურ აზროვნებასთან, ამ ადამიანებს აქვთ სისუფთავის და წესრიგის მოთხოვნილება.
ალ-კელი ( 17 – 22 ივნისი) ეს ანგელოზი მისი დაცვის ქვეშ დაბადებულებს ანიჭებს განსაკუთრებულ უნარებს ალტერნატიულ მედიცინაში, ვაჭრობაში, მოლაპარაკებების წარმოებასა და მასწავლებლობაში.
ხი-ლევოხი ( 23 – 27 ივნისი) იგი აჯილდოვებს მისი გავლენით დაბადებულებს მაგიისა და ჯადოქრობის ნიჭით, ასევე ეზოთერული მეცნიერებისადმი მიდრეკილებით, უნარით თვით ყველაზე უარყოფითი სიტუაციაში იპოვნოს რაიმე სასარგებლო და გარდაქმნას ნეგატივი ხელსაყრელ მდგომარეობად.
ხი-პახელი (20 ივნისი -2 ივლისი) იგი გასცემს შემოქმედებით ნიჭს, მახვილ აღქმას, გამბედაობას, ფიზიკურ ძალას და უნარს შეეწინააღმდეგოს ყველა სირთულეს. მისი დაცვის ქვეშ დაბადებულები ხშირად ხდებიან საყოველთაოდ ცნობილი სპორტსმენები, მათგან ასევე დგება კარგი მზარეული, ექიმი და ფარმაცევტი.
ივლისი
ხი-ნელაკი (3 – 7 ივლისი) იგი მისი დაცვის ქვეშ დაბადებულებს აძლევს მყვარ მორალურ ფასეულობებს, რელიგიურობას, პასუხისმგებლობას, განვითარებულ სამართლიანობის გრძნობას და საკუთარი ღირსების შეგრძნებას.
ხი-იაი (8 -12 ივლისი) იგი მფარველობს ყველანაირ ქალურ საწყისს — დედებს, ბებიაქალებს, პედაგოგებს, აღმზრდელებს. კურნავს ფსიქიკურ დაავადებებს, ენდოკრინულ ჯირკვლებს. აძლიერებს ჯანმრთელობას და ამსუბუქებს დარდს.
ხი-მელახი ( 13 -17 ივლისი) იგი ხელს უწყობს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია სახლთან და ოჯახთან. აერთიანებს ოჯახის წევრებს და აძლიერებს ნათესავურ კავშირებს.
ხი-შახო ( 18 – 23 ივლისი) ეს ანგელოზი ასაჩუქრებს ჯანმრთელობით. ძლიერი მფარველია, მფარველობს მთელ კაცობრიობას, ჩუქნის სიყვარულს და სულიერ ჯანმრთელობას აუმჯობესებს და აძლიერებს შინაგან სიხარულს და იცვას ოჯახს.
ხი-ნეტახი (24 – 28 ივლისი) იგი მის დაცვის ქვეშ დაბადებულებს აძლევს ძალას გამოირჩეოდნენ გარშემომყეფებისაგან და მიაღწიონ მნიშვნელოვან შედეგებს იმ საქმეში, რომელსაც ადამიანი თავს უძღვნის, ეხმარება საუკეთესო ფორმით გამოავლინოს თავი — სრულფასოვნად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები და ტალანტები.
ხი-ხაახ (29 ივლისი – 2 აგვისტო) იგი აჯილდოვებს ძლიერი ნებისყოფით, მგზნებარე ბუნებით, მახვილი გონებით, გაბედულებით, რაც აძლევს შესაძლებლობას ამ პერიოდში დაბადებულებს მამაცურად გადალახონ ბედის მიერ დაგებული ნებისმიერი ხაფანგი.
აგვისტო
ხი-იერეტი ( 3 – 7 აგვისტო) ეს ანგელოზი ჩუქნის სიძლიერეს, სიმდიდრეს, ძალაუფლებას, რომელსაც ერთვის მმართველობის ნიჭი, მაგრამ ამავე დროს აკისრებს ადამიანს პასუხისმგებლობას გამოიყენოს ეს წყალობა სასარგებლოდ და არა საზიანოდ.
ხი-შაახი ( 8 – 12 აგვისტო) ანიჭებს ოცნების უნარს. მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ისახავს დიდ მიზნებს და ავლენს დაჟინებულ მცდელობას მათ განსახორციელებლად. იძლევა შინაგან სიძლიერეს, რომელიც ადამიანებს საკუთარი შიშების და შინაგანი შეზღუდვების დაძლევაში ეხმარება.
ხი-რიიი ( 13 -17 აგვისტო) იგი მისი დაცვის ქვეშ მყოფებს სასიცოცლო ენერგიით ავსებს, აჯილდოვებს დინამიზმით, საორგანიზაციო და მმართველობითი უნარებით, უძლიერებს შრომის სურვილს და ასევე იცავს უბედურებისაგან.
ხი-აუმი ( 18 – 22 აგვიტო) იგი მისი გავლენით დაბადებულებს ჩუქნის სიმდიდრეს, წარმატებას, სახელს, აღიარებას, შინაგან სიძლიერეს და უნარს მართონ გარშემომყოფები მეტწილად საკუთარი პიროვნული ხიბლის და დიალოგის წარმართვის უნარის წყალობით.
ხი-ლეკაბი (23 – 27 აგვისტო) მისი დაცვის ქვეშ მყოფს აძლევს მოთმინების, თანაგრძნობის, გაგების, სხვების უანგაროდ დახმარების უნარს. უძლიერებს სურვილს იზრუნოს გარშემომყოფებზე ისე, რომ არაფერი მოითხოვოს სანაცვლოდ.
ხი-ვეშერი ( 28 აგვიტო -1 სექტემბერი ) ეს ანგელოზი მისი მფარველობით დაბადებულებს აჯილდოვებს განსაკუთრებული მგრძნობელობით და რომანტიზმით, მახვილი ინტუიციით, სხვებთან ურთიერთობის და მათი გაგების უნარით.
სექტემბერი
ხი-იეკო ( 2 – 6 სექტემბერი) ეს ანგელოზი იმდენ უნარს ,შესაძლებლობას და თვისებას ანიჭებს მისი დაცვის ქვეშ მყოფთ, რომ ისინი ხანდახან იბნევიან თუ რომელი მათგანი გამოიყენონ პირველად.
ხი-ლეკახი (7 – 11 სექტემბერი) იგი ასაჩუქრებს გაგებისა და სხვების გამო საკუთარი ინტერესების გაწირვის უნარით. ანიჭებს შინაგანი სიმშვიდისა და სულიერი ჰარმონიის შეგრძნებას.
ხი-კევეკი (12 -16 სექტემბერი) იგი მისი მფარველობის ქვეშ მყოფებს აჯილდოვებს ცოდნის მიღების, ინფორმაციის სწრაფად ათვისების და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში წარმატებით გამოყენების ნიჭით. იგი მფარველობს მხატვრებს, მსახიობებს, მწერლებს, თარჯიმნებსა და მასწავლებლებს. ამსუბუქებს სულიერ ტანჯვას და ეხმარება ყველა სახის დამოკიდებულების გადალახვაში.
ხი-მენადი (17 – 21 სექტემბერი) იგი მისი დაცვის ქვეშ მყოფებს აძლევს სულიერ სიბრძნეს და ემოციურ სტაბილურობას, უნარს განთავისუფლდნენ მატერიალური და სენტიმენტალური დამოკიდებულებებისაგან და იგრძნონ საკუთარი თავი განცალკავებულად.
ანი-ელი ( 22 – 26 სექტემბერი ) ამ პერიოდში დაბადებულებს უძლიერებს მათემატიკური და ზუსტი მეცნიერებებისადმი მიდრეკილებას. ამ ადამიანებს აქვთ უნარი ისწავლონ და მარტივად აითვისონ საჭირო ინფრომაცია. დაჯილდოვებულნი არიან კარგი ინტუიციით, გულუხვობით და სამართლიანობის გრძნობით.
ხაუმ-ელი ( 27 სექტემბერი – 1 ოქტომბერი) იგი მის მფარველობაში მყოფებს ასაჩუქრებს განვითარებული გონებით, მოხერხებულობით და ძლიერი წარმოსახვის უნარით. ეს ყველაფერი ადამიანმა უნდა გამოიყენოს მხოლოდ სიკეთისათვის.
ოქტომბერი
რეხაუ-ელი ( 2 – 6 ოქტომბერი ) იგი მისი დაცვის ქვეშ მყოფებს განსაკუთრებული ენერგეტიკით, დინამიზმით და სწრაფად მანევრირების უნარით ასაჩუქრებს, როგოც ფიზიკურ, ისე მენტალური დონეზე .
იეიზ-ელი ( 7 – 11 ოქტომბერი) იგი იძლევა ძალაუფლებასა და სხვადასხვა სახის სიმდიდრეს, კურნავს და ეხმარება ნებისმიერი წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტის პოვნაში. მფარველობს ადვოკატებს, პროკურორებს, მოსამართლეებს, დიპლომატებს და ყველას, ვინც იბრძვის მშვიდობის, ჰარმონიისა და სამართლიანობისათვის.
ახაბა-ელი ( 12 – 16 ოქტომბერი ) იგი ანიჭებს სირთულეების გადატანისა და გარემოებებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ძალას. ჩუქნის მის დაქვემდებარებულებს სილამაზეს, არტისტიზმს, განსაკუთრებულ მგრძნობელობას და შემოქმედებით უნარებს როგორც სამეცნიერო დარგებში, ისე ხელოვნებაში.
მიკ-ელი (17 – 21 ოქტომბერი) ჩუქნის გრაფიკის, დიზაინის, არქიტექტურის ნიჭს, მიდრეკილებას ჰარმონიისა და წესრიგისაკენ. იგი ასევე ეხმარება წამოწყებული პროექტების დაგვირგვინებაში.
ვევალ-ელი ( 22 – 26 ოქტომბერი) მისი მფარველობის ქვეშ დაბადებულებს ანიჭებს სიბრძნეს, სამართლიანობას, ძლიერ პიროვნულობას და სულიერ სიწმინდეს.
იეხალ-ელი (27 – 31 ოქტომბერი) იგი აჯილდოვებს მისი დაცვის ქვეშ მყოფებს არტისტული და შემოქმედებითი მონაცემებით, სასიცოცხლო ენერგიით, გაცხოველებული წარმოსახვით და შეუკავებელი ფანტაზიით.
ნოემბერი
საელ-ელი ( 1- 5 ნოემბერი) იგი მის დაქვემდებარებულებს აძლევს ცხორებით ტკბობის შესაძლებლობას მის ნებიმიერ გამოვლინებაში, იცავს შხამებისაგან და ყველა ტიპის შხამიანი მწერებისა და ქვეწარმავლებისაგან.
აური-ელი ( 6 – 10 ნოემბერი) ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს უჩნდებათ ექსპერიმენტების სურვილი, აური-ელი მათ ანიჭებს მკვლევარის სულს, ისინი ავანტიურისტები არიან. ეხმარება გადარჩნენ სახიფათო სიტუაციებში და მამაცურად გადაიტანონ ყველაზე რთული ცხოვრებისეული პერიოდები.
აუშალ-ელი ( 11 – 16 ნოემბერი) ეს ანგელოზი ჩუქნის შინაგან ძალას იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პერიოდში დაიბადნენ. მათ ეძლევათ საშუალება შეცვალონ თავიანთი ცხოვრება სასურველი მიმართულებით. ანიჭებს მოთმინებას და თავმდაბლობას, ეხმარება შეურიგდნენ იმას, რისი შეცვლაც შეუძლებელია.
მუახ-ელი ( 17 -21 ნოემბერი) იგი მისი დაცვის ქვეშ მყოფებს აჯილდოვებს ანალიზის და საგნების ორიგინალურად ხედვის უნარით, მდიდარი და ღრმა შინაგანი სამყაროთი, ასევე შინაგანი თავისუფლებით და არატრივიალური აზროვნებით.
ვახო-ელი ( 22 – 26 ნოემბერი) ეს ანგელოზი მფარველობს მოგზაურობის დროს, ეხმარება პესიმიზმის დაძლევაში, იდეებს ხდის ნათელს, ცხოვრებას – აზრიანს. კურნავს კუნთების დაავადებებს, ნერვულ ავადმყოფობებს და ასევე დაავადებებს, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევასთან.
დონი-ელი (27 ნოემბერი – 1 დეკემბერი) მისი მფარველობის ქვეშ დაბადებულებს აჯილდოვებს მეწარმის ნიჭით. ამიტომ ისინი ახერხებენ იდეების ცხოვრებაში რეალიზებასა და საქმის ბოლომდე მიყვანას, ეხმარება შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და ძლიერი სხეული, გაუმკლავდენენ ნევროზს, სტრესს და იმედგაცრუებას.
დეკემბერი
ხაკაშ-ელი ( 2 – 6 დეკემბერი) ეს ანგელოზი ეხმარება მორცხვობისა და გაუბედავობის დაძლევაში, უღვიძებს სურვილს ახალი სივრცეების დაპყრობის და უმაღლესი მიზნების მიღწევის. მის მფარველობაში მყოფებს ანიჭებს ნათელმხილველობის და მაგიის ნიჭს, უნარებს ეზოთერულ მეცნიერებასა და ალტერნატიულ მედიცინაში.
აუმემ -ელი (7 -11 დეკემბერი) მისი დაცვის ქვეშ დაბადებულებს აჯილდოვებს სპორტული აღნაგობით და ფიზიკური ძალით, ძლიერი და სტაბილური ტემპერამენტით, ჩუქნის სიმდიდრეს,სამეწარმეო უნარებს და ბიზნესის წარმართვის ნიჭს.
ნენა-ელი ( 12 -16 დეკემბერი) იგი მისი გავლენით დაბადებულებს აძლევს მახვილ გონებას, ანალიზისა და სხვადასხვა ტიპის გამოთვლების ნიჭს.
ნეიტ-ელი ( 17 – 21 დეკემბერი) ეს ანგელოზი ანიჭებს განსაკუთრებულ მონაცემებს ხელოვნებაში, მუსიკაში, დიზაინსა და ნებისმიერ სხვა შემოქმედებით საქმიანობაში, ჩუქნის სიმდიდრეს, ჯანმრთელობას და სიყვარულს.
მაბეხ-იახი ( 22 – 26 დეკემბერი) მისი მფარველობის დროს დაბადებულ ადამიანებს აჯილდოვებს ნებისმყოფით და გამძლეობით, ამის წყალობით მათ შეუძლიათ მისწვდნენ ნებისმიერ დასახულ მიზანს, ეხმარება დიდი მემკვიდრეობის მიღებაში და ხელს უწყობს მიწასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებაში.
პოი-იახი ( 27 -31 დეკემბერი) იგი მისი გავლენის ქვეშ მყოფებს უჩენს ძლიერი ვალდებულების შეგრძნებას და ანიჭებს მტრულ გარემოში გაძლების უნარს. ახდენს გადატანილი ტანჯვის კომპენსირებას მოულოდნელი და გულუხვი საჩუქრით. ეს ადამიანები იხვეჭენ სახელს და ხდებიან საყოველთაოდ ცნობილები.

Comments are closed.