ფსიქოლოგიური ტესტი – აირჩიე სიყვარულის ხე

0
11830

ეს ტესტი ფსიქოანალიზისას გამოიყენება და ჩვენი ხასიათის იმ შტრიხებს წარმოაჩენს, რომელიც მხოლოდ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში იკვეთება. იგი მეორე ნახევრის შერჩევაშიც დაგეხმარებათ.

ყურადღებით დააკვირდით ფოტოზე ხეებს და ამოირჩიეთ მათ შორის ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. დაიმახსოვრეთ ნომერი და ნახეთ ინტერპრეტაცია.

p.s. წინასწარ პასუხებში ნუ ჩაიხედავთ!

TESTI

 პასუხები:

1. ამ ხეს ძლიერი, მამაცი და პრინციპული ადამიანები ირჩევენ, რომლებმაც კარგად იციან რა და ვინ სურთ ამ ცხოვრებაში, თუმცა სულის სიღრმეში ძალიან რომანტიკულები და ნაზები არიან. თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში, დაჟინებული, გონიერი და ამტანი ბრძანდებით, თუმცა ცოტა ადაპტაცია გიჭირთ და შეგუება სიახლეებთან.

საწინააღმდეგო სქესთან ურთიეთობაში საკმაოდ გაქნილი ბრძანდებით, ეშმაკი, ოღონდ კარგი გაგებით ეშმაკი, რადგან სწორედ ამის წყალობით ახერხებთ ურთიერთობების გამოსწორებას და გაუმჯობესებას.

გარდა ამისა, არც ისე მორცხვი ხართ და ინიციატივის აღება თავად შეგიძლიათ. ოჯახურ თანაცხოვრებაში  ძალიან სანდო, საიმედო და კრეატიული იქნებით. ვერაფრით დაუშვებთ სიყვარული ყოველდღიურ რუტინულ ყოფად გექცეთ და თუ დაუშვით, დიდი ხნით ნამდვილად ვერ აიტანთ.

პარტნიორადაც სწორედ ასეთი მკვეთრად გამოხატული პიროვნული თვისებების მქონე ქარიზმატული ადამიანი შეგეფერებათ განვითარების დიდი პოტენციალით: პოლიტიკოსი, ორატორი, რეჟისორი, მმართველი და ა.შ.

 

2. თქვენ არაფრად აგდებთ სხვების აზრს, არ გყავთ ავტორიტეტები და მხოლოდ საკუთარი პრინციპებით ცხოვრობთ. გაქვთ თქვენი ცხოვრებისეული გზა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში უღალატებთ. ანგარიშიანი და მშვიდი ხართ, თუმცა ამავე დროოს ძალიან აქტიური, რაღაცით აჟიტირებული და არაორგანიზებულიც შეგიძლიათ იყოთ, ამიტომ პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება არც თქვენ გაწყენდათ.

საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში ცდილობთ შეიმუშავოთ ურთიერთობის განვითარების გარკვეული გეგმა და ამ გეგმას მისდიოთ. სტაბილური და მტკიცე ადამიანი ხართ, თუმცა სიყვარულმა შეიძლება სულ სხვა ადამიანად გაქციოთ.

გვერდით ძლიერი და ორგანიზებული პიროვნება მგჭირდებათ, რომელიც თქვენი გეგმების კორექტირებას შესძლებს და წამოწყებების ბოლომდე და მიყვანაში დაგეხმარებათ. პროფესიით ალბათ ბუღალტერი, ბანკირი, ინჟინერი ან რამე ამგვარი.

 

 

3.  ძალიან სათუთი და რბილი ქმნილება ხართ, ნამდვილი ესთეტი და გამოუსწორებელი რომანტიკოსი, თუმცა უფრო საკუთარი თავით ხართ მოცული. სხვების აზრსაც ითვალისწინებთ, მაგრამ გადაწყვეტილებას ყოველთვის თავად იღებთ. თანდაყოლილი დიპლომატიის წყალობით, ბასრი კუთხეების დაბლაგვებას ცდილობთ და კომპრომისზეც ხშირად მიდიხართ.

გვერდით გჭირდებათ ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ენდობით და რომელიც იქნება თქვენი დასაყრდენი და ზურგის გამმაგრებელი. თავადაც ასეთი ხართ. გაქვთ უამრავი ენერგია და პოზიტივი,  რომლითაც ახერხებთ ნეგატიური ემოციების გაქრობას და სიმშვიდის მოტანას ურთიერთობაში. შეგეფერებათ პროფესიით სამხედრო, ან ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ადამიანი.

 

4. თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც მუდმივად წესრიგისა და სამართლიანობისკენ ისწრაფვის. გაქვთ ცხოვრებისეული კანონების მკაცრი კრებული, რომლითაც ხელმძღვანელობთ. არ გიყვართ კონფლიქტები და მაქსიმალურად ცდილობთ მათ თავიდან არიდებას, მაგრამ თუ თავს დაგესხნენ წინააღმდეგობის გაწევას მოახერხებთ, ნებისმიერისთვის, ნებისმიერ სიტუაციაში. მორცხვი არ ხართ, მაგრამ ტაქტის შეგრძნებას არასდროს კარგავთ. გიყვართ ყველაფერი ახალი და უჩვეულო, თუმცა არც ძველს არ ივიწყებთ.

ურთიერთობები გეხერხებათ, პარტნიორულ ურთიერთობებში კი ლიდერობისკენ ისწრაფვით, თუმცა თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ თანასწორუფლებიანობასაც დასჯერდებით. თქვენ ხართ ადამიანი, ვისაც ნებისმიერ რთულ მომენტში შეგიძლია დაეყრდნო.

შეგეფერებათ ნებისმიერი ტიპაჟი, რადგან ნებისმიერი ადამიანისგან შეგიძლიათ გამოძერწოთ ის, რაც გსურთ, თუ რაღა თქმა უნდა, ძლიერი ხასიათის ქარიზმატულ პიროვნებას არ შეხვდით. ასეთ შემთხვევაში შესანიშნავი დუეტი გამოვა თქვენგან.

 

5. თქვენ ძალიან ემოციური და ექსპრესიული პიროვნება ხართ, რომელიც ადვილად შეიძლება აალდეს და ადვილად ჩაქვრეს კიდეც. ურთიერთობაში – პირველ რიგში თვითგამოხატვისკენ ისწრაფვით, რადგან ყურადღების მიქცევა გსურთ. გჩვევიათ საწინააღმდეგო სქესის ადამიანების დაინტრიგება, საკუთარი პერსონის იდუმალების საბურველში გახვევა.

მარტივი არ ხართ და არც პარტნიორობაა ვარდებით მოფენილი გზა თქვენთვის. ხშირად ჩხუბობთ შეყვარებულთან, გაქვთ ხოლმე კამათი, კონფლიქტები მეორე ნახევართან, თუმცა ეს ყველაფერი შერყევის ნაცვლად, პირიქით, კიდევ უფრო ამყარებს თქვენს კავშირს.

გვერდით მშვიდი, დახვეწილი ფსიქიკის ადამიანი გჭირდებათ, არაკონფლიქტური და კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის ნიჭის მქონეები. პროფესიით ალბათ: იურისტი, ადვოკატი, დიპლომატი, მფრინავი და ა.შ.