ამოირჩიეთ სავარძელი, რომელსაც სიამოვნებით დაიდგამდით იქ, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ, დაიმახსოვრეთ ციფრი და პასუხებში მოძებნეთ შესაბამისი ციფრი. გაიგეთ, როგორი ტიპი ხართ, როგორ აღგიქვემენ სხვები და რა სფეროში შეიძლება მიაღწიოთ წარმატებას:
p.s. წინასწარ პასუხებში არ ჩაიჭყიტოთ! 🙂
პასუხები:
1. პირველი სავარძელი ბიზნესმენის სავარძელია. თქვენ ძლიერი, შრომისმოყვარე ადამიანი ხართ და რომელმაც თუკი იცის ,,რატომ” აუცილებლად ეცოდინება ,,როგორ”. რაციონალური ადამიანი ხართ, ანგარიშიანი. გაქვთ კარგი ნებისყოფა და დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რამდენჯერაც არ უნდა დაეცეთ, იმდენჯერ წამოდგებით, რადგან იცით, რომ მიაღწევთ! სწორედ ამ დაჟინებულობის გამო უამრავ წარმატებას მიაღწევთ, თუ უკვე მიჩვეული არ ხართ! რასაც არ უნდა ამბობდნენ გარშემომყოფები, თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში და ოპტიმიზმს ასხივებს. სხვა ადამიანებისთვის აუცილებლად იქცევით წარმატების ისტორიად და მოტივაციად.
2. ეს მენტორის სკამია, გურუს, სულიერი მასწავლებლის. თქვენ გაქვთ უნარი გზაზე დააყენოთ ადამიანები საკუთარი ორატორული ნიჭის წყალობით. ძალიან დიდ სულიერ მარაგს ფლობთ და თქვენი მსმენელები ნამდვილად მოიგებენ. ხასიათის ყველაზე ძლიერი მხარე სულიერი წონასწორობის შენარჩუნების უნარია. თქვენ მშვიდი ხართ, კეთილი და მგრძნობიარე. გესმით ადამიანების და დამამშვიდებლად მოქმედებთ მათზე. ნებისმიერი, წყობილებიდან გამოსული ადამიანის დაწყნარება შეგიძლიათ. სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრობთ და საკუთარი თავითაც ნამდვილად არ ბრძანდებით უკმაყოფილო.
3. ეს გამომგონებელი ადამიანის სავარძელია. თქვენ კრეატიული, ენერგიული ადამიანი ხართ და კარიერასაც თუ ისეთს აირჩევთ, სადაც თქვენი გენიალური იდეების გამოყენების საშუალება გექნებათ, აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. თქვენ შემოქმედი ხართ, უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ ქმნის, ჩადენის, მოხდენის პროცესი. თქვენ გიჟდებით ექსპერიმენტებსა და ახალ-ახალი გამოცდილებების მიღებაზე.
4. ეს კრიტიკოსის სავარძელია. თქვენ კარგად აღზრდილი ადამიანი ხართ. შეგიძლიათ მთელი დღე ისხდეთ საინტერესო ადამიანებთან ერთად და იმსჯელოთ, ისაუბროთ, იხუმროთ… აფასებთ კარგ მანერებს და ჩაცმულობის დახვეწილ სტილს. გიყვართ სასიამოვნო შთაბეჭდილების დატოვება და მაქსიმალურად ცდილობთ ყველა მოხიბლოთ, კარგ ტიპად მიგიღონ. ერთი შეხედვით შეიძლება მაღალი წრის სნობის შთაბეჭდილებასაც ტოვებდეთ და ვაღიაროთ კიდეც, ყოველთვის ყველაფერი უმაღლესი ხარისხის არ გსურთ? ეგებ მოგწონთ კიდეც ეს სტატუსი.
5. ეს ფსიქოლოგის სავარძელია. უფრო მეტად მოსმენა გიყვართ და კითხვების დასმა და ფიქრი, ვიდრე ლაპარაკი, ამიტომ კარგად ერკვევით ადამიანებში. ძალიან ცნობისმოყვარე ხართ და ინიცივიატიანი. გიჯდებით ცხოვრებისეულ ისტორიებზე. შეგიძლიათ მთელი დღე იბაროთ აღსარებები და გაფაციცებულმა ისმინოთ სხვების ცხოვრებიდან ამბები. არა, თქვენ არ ჭორაობთ, უბრალოდ ცხოვრება გაინტერესებთ და ფიქრობთ, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა ცხოვრებაში და ზოგადად ადამიანებში გასარკვევად. ერთი შეხედვით წყნარი და მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას შეიძლება ტვებდეთ, თუმცა სინამდვილეში ძალიან აქტიური ხართ, ანალიტიკური გონებით და გიჟდებით ურთიერთობებზე.
6. თქვენ მოგზაურის სკამი აირჩიეთ. თავგადასავლების მოყვარული ადამიანი ხართ. შეგიძლიათ მთელი ცხოვრება აქეთ იქეთ ხეტიალში, თვითმფრინავებში, მანქანებში, მატარებლებსა თუ შვეულმფრენებში გაატაროთ. გიყვართ სიახლეებთან, სხვადასხვა ქვეყნის თუ ხალხების კულტურასთან ზიარება. ფანჯარასთან ზიხართ, ახალ თავგადასავალთან შესახვედრათ მიიჩქარით და ხედებით ტკბებით – აი, თქვენი ბედნიერება. ავანტიურისტი ხართ და სიახლეებს დახარბებული ადამიანი. ერთფეროვნება მალე გწყინდებათ და სულ მოძრაობაში ხართ. ეს არის თქვენი ენერგიის და ძალების აღდგენის საშუალება და მაშინაც კი როცა ერთ ადგილას გიწევთ გაჩერება, გონებით სულ შორეულ ქვეყნებზე ოცნებობთ.
7. რომანტიკოსის სავარძელი აგირჩევიათ!. ალბათ პოეზია მოგწონთ, ცვაიგი და რომანები. ფილმებში საყვარელი ჟანრი – მელოდრამა. კიდევ თვალების დახუჭვა და ოცნება. თქვენ მეოცნებე ხართ, ძალიან კარგი წარმოსახვის მქონე ხელოვნებისადმი მიდრეკილი ადამიანი. სპონტანური ალბათ არასოდეს მიდიხართ იქ, სადაც თავიდან აპირებდით ხოლმე და ცხოვრებაშიც ასე ხართ, ხშირად გადაუხვევთ ხოლმე გზიდან. ხშირად იმდენად ეფლობით ხოლმე საკუთარ ფიქრებსა და საკთარ სამყაროში, ირგვლივ რა ხდება გავიწყდებათ. ძალიან მრავალმხრივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, ცოტა გაურკვეველი იმიჯი გაქვთ, არც ისე ადვილად აღსაქმელი. ერთი შეხედვით შეუძლებელია მიხვდე რა ტიპი ხართ. რომ მოახერხებდეთ ცოტა თვითდისციპლინის განვითარებას და ნებისყოფის გამომუშავებას, თქვენგან მშვენიერი მწერალი დადგებოდა.
8. სწავლულის სავარძელი! შეგიძლიათ ისეთი წიგნები იკითხოთ და ისეთ რამეებზე იფიქროთ სხვები ტვინს რომ იღრძობენ ხოლმე. რაც უფრო რთულია ამოცანა, მით უფრო მეტად გაინტერესებთ. კირკიტა და პრინციპული ხართ. სანამ არ ,,ამოთხრით”, ვერ ისვენებთ. მთელი დღეები შეგიძლიათ იმუშავოთ შეუსვენებლივ, მაგრამ მხოლოდ ენთუზიაზმით, იმ შემთხვევაში თუ გაინტერესებთ თავადაც. რას უფრო მეტია ინტრიგა, მით უფრო ემტად ებმებით ხაფანგში. თქვენ წარმოიდგინეთ, მიუხედავად ამისა, ერთი შეხედვით შეიძლება ისეთ შთაბეჭდილებას ახდენდეთ, თითქოს ბოდიში და ფეხებზე გკიდიათ მთელი სამყარო, არადა პირიქით, იეთი ცხოველი ინტერესის გამოჩენა შეგიძლიათ, სწავლულებს შეშურდებათ. თუკი რაიმემ გაგიტაცათ, იმდენხანს ქექავთ, დისერტაციის დაცვას მოახერხებთ ამ საკითხზე თანაც შესაძლოა პროფესორებზე უკეთაც. წარმატებასაც მხოლოდ ისეთ სამსახურში მიაღწევთ, რომელიც მართლა გაინტერესებთ.
9. ფილოსოფოსი! არა, ისე არ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი მოაზროვნის პოზაში იდაყვით მუხლს დაყრდნობილი და სევდიანად ჩაფიქრებული. იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრებასთან ძალიან ფილოსოფიური დამოკიდებულება გაქვთ. მიგაჩნიათ, რომ ყველაზე ძვირფასი და მთავარი მონაპოვარი ადამიანის ბედნიერებაა. ცდილობთ ყველაფრით იხაროთ, პატარ პატარა რამეებით დატკბეთ, მაქსიმალური მიიღოთ ყველაფრისგან. ცხოვრება თქვენთვის გართობაა, ტკბობაა. არც სხვა ადამიანებს აძლევთ თქვენ ირგვლივ მოწყენის საშუალებას. მოსიარულე პოზიტივი ხართ, მხიარული და განსაკუთრებული. ერთი შეხედვით, ექსცენტრიული ადამიანის შთაბეჭდილებასაც შეიძლება ტოვებდეთ თქვენი ორიგინალურობისა და უნიკალურობის წყალობით. თუმცა ამ უცნაურობებს საინტერესოობაში გითვლიან გარშემომყოფები.
(c) Dare.ge