შვილოლოგიის 7 წესი – ანუ როგორ აღვზარდოთ ნამდვილი მამაკაცი

1
2447

 

  1. მიეცით მოდელი

ბიჭი უნდა აღზარდოს მამამ. დაბადებიდანვე. საკუთარი დაბადებიდანვე, შვილის დაბადებიდან კი არა. ბავშვები არ გვისმენენ, ბავშვები გვიყურებენ. ბიჭუნას იდეალი მამაა, მისი ქსეროასლი. ყოველ მის მოქმედებას იმეორებს. კითხვა დედებს: გინდათ თქვენი შვილი ისეთი იყოს, როგორიც თქვენი ქმარია?

  1. ასწავლეთ გადაწყვეტილებების მიღება

ეს რას ნიშნავს? კუნთებს  და მაგიდაზე ხელის ბრახუნს არა.  მას უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებზე.  კითხვა მშობლებს: სწავლობს კი თქვენი შვილი დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას და ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღებას?

  1. ასწავლეთ  პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე

მაგალითად, როცა  მამაკაცი იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ პასუხისმგებლობას აკისრებს ქალს, ეს არ არის ნამდვილი მამაკაცის საქციელი. როცა ქალი იღებს გადაწყვეტილებას და მამაკაცი იღებს პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილებაზე, არც ეს არის ნამდვილი მამაკაცის საქციელი.

  1. ასწავლეთ მასზე ფიზიკურად სუსტებისთვის დათმობა

არსებობს ერთი ასეთი აღმოსავლური ანდაზა: პირველი წყალს აქლემები სვამენ, რადგან ხელები არ აქვთ, მერე მამაკაცები – რადგან მოთმინება არ აქვთ, ბოლოს კი  – ქალები.“ თუმცა აღზრდის უკეთესი სქემა არსებობს – ჯერ  – დედას, რადგან ქალია, მერე  – ფისოს, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული, მერე კი – ჩვენ, რადგან კაცები ვართ.

  1. ასწავლეთ, რომ მამაკაცს უნდა შეეძლოს…

როდის ხდება ჩვენი ბიჭუნა მამაკაცი? როცა საკუთარი თავის, როგორც პიროვნების გაცნობიერებას იწყებს. ეს როდის ხდება? ფსიქოლოგებმა იციან – სამი წლის ასაკში. ჰო, დედიკოებო. 3 წლისა! სწორედ ამ ასაკიდან საჭიროა უთხრათ რომ ის კაცია! და რომ მან ,,უნდა“ გააკეთოს!.

სამწუხაროდ ეს სიტყვა ,,უნდა“ ერთგვარ ბუად იქცა და ზოგიერთ ფსიქოლოგში ნევროზულ რეაქციებთან ასოცირდება, თუმცა ფაქტია რომ ,,მინდა, მაგრამ არ მადარდებს“ სოციოპათოლოგიურ პიროვნულობამდე მიდის. მიმოიხედეთ ირგვლივ და ნახავთ მამაკაცთა მთელ არმიას, რომელთაც არ შეუძლიათ საკუთარ თავს აიძულონ ელემენტარული რამის გაკეთება.

მამაკაცს უნდა შეეძლოს … მოითმინოს, გადალახოს, შეცდეს, იყოს ნაზი და იყოს უხეში… უნდა შეეძლოს იყოს სხვადასხვანაირი, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ სიტყვებზე. მამაკაცს უნდა შეეძლოს იყოს!

  1. მოექეცით ისე, როგორც ზრდასრულ კაცს

ხელებში როდესაც გიჭყავით, აი, იმ ასაკიდან უნდა უთხრათ რომ კაცია! ,,რა გაყვირებს?“თქვენ გგონიათ მერე შეიცვლით დამოკიდებულებას და მერე მოსთხოვთ? ცდებით! მას ისე უნდა მოექცეთ, როგორც დიდს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ არ უნდა ითამაშოთ მასთან, არ უნდა აპატიოთ შეცდომები, არ უნდა აიყვანოთ ხელში და არ უნდა გაუღიმოთ.

  1. არასოდეს დასაჯოთ შეცდომებისთვის

იგი სამყაროს იკვლევს მის ირგვლივ, იკვლევს საზღვრებს. იცით რით გვანან კაცები ბავშვებს? კაცებიც იმავეს აკეთებენ. კაცი მოუსვენარი უნდა იყოს. კაცი  უნდა იყოს მამოძრავებელი ძალა, ქალი კი შემნახველი და გადამრჩენელი. არ დასაჯოთ თქვენი ბიჭუნა შეცდომებისთვის. მას გამოსწორება ასწავლეთ. თავად გამოასწოროს, დამოუკიდებლად, მაგრამ თქვენი დახმარებით.

P.S. დაე, მიიღოს ორიანი, დაე, დარჩეს მობილური სახლში, დაე, გააცდინოს გაკვეთილი, დაე საუზმისთვის მიცემული ფული მანქანებში დახარჯოს… მას შეცდომების უფლება აქვს, ოღონდაც აქვს ვალდებულებაც გამოასწოროს ეს შეცდომები. ასაკთან ერთად იზრდება შეცდომების მასშტაბიც და პასუხისმგებლობაც.

P.P.S. მე სახლში კაცი მყავს. იგი 10 წლისაა. შემიძლია დავურეკო და ვუთხრა: ,,მიშ, მიდი დედას კვერცხი შეუწვი, მე ჯერ არ მცალია“. და თქვენ? თქვენ კაცი გყავთ?

 

Comments are closed.