პატარა ტესტი და ჰენრიხ ფრილინგის მიერ შედგენილი შენი ფსიქოლოგიური პორტრეტი

0
12374

დახედეთ ფოტოს, დაიწყეთ სულ ქვემოთა თეთრი ბურთიდან და მიჰყევით წრეს ძალიან ნელა, დააკვირდით ბურთებს საათის ისრის მიმართულებით, როცა საწყის წერტილს დაუბრუნდებით დაფიქრდით, რომელ ბურთს მიაქციეთ ყველაზე დიდი ყურადღება? თქვენი არჩეული პასუხიდან გამომდინარე ფრილინგი თქვენს ფსიქოტიპს ადგენს. როგორც თავად ამბობს, ეს ტესტი 100%- დან  97% -ში ამართლებს. მაშ ასე, მიჰყევი წრეს.

705253

 

 

 

 

  1. წითელი -თქვენ მკვეთრად გამოხატული მებრძოლი ადამიანის ხასიათი გაქვთ, მიზანდასახული, პრაქტიკული და მტკიცე. ცოტა ჩაკეტილიც ხართ, ეგოისტიც და არც ისე ადვილად იხსნებით ადამიანებთან. ურთიერთობები თქვენთვის ფორმალობა უფროა, დისტანციას ინარჩუნებთ და არ ეძებთ სულიერ სიახლოვეს. თუმცა ვისაც ძალიან ახლობლად მიიჩნევთ, იმათთვის არაფერს დაიშურებთ. ოჯახში ძალიან აქტიურ როლში ხართ, გაფასებენ და პატივს გცემენ.

ცხოვრებისეული პოზიციები მყარია და სტაბილური, რადგან დიდად კრიტიკული არ ხართ და ზედმეტად არ უღრმავდებით ყველაფერს. გადაწყვეტილებებს იღებთ მარტივად და მყისიერად. ცხოვრებისეული ფილოსოფია – ჯერ მე და მერე სხვები – პირველ ადგილზე ყოველთვის საკუთარი ინტერესები დგას.

გარეგნულ მხარეს დიდ ყურადღებას არ ქცევენ, აცვიათ პრაქტიკულად, თუმცა პერიოდულად გიჩნდებათ სურვილი ძვირფასი და მოდური  რაღაცეების ქონისა.

თქვენ სხარტად აზროვნებთ, შეგიძლიათ ინტელექტუალური ინფორმაციის ათვისება საკმაოდ მყარად და ჭკვიანიც ხართ, მაგრამ სამაგიეროდ შემოქმედებითი უნარები გაქვთ შეზღუდული. მუშაობაც შეგიძლიათ, თუმცა უფრო მეტად შემსრულებელი ხართ, ვიდრე იდეის ავტორი. თქვენ მკაცრად განსაზღვრული, კონკრეტული სამუშაო გჭირდებათ, უნდა იცოდეთ რა გაქვთ გასაკეთებელი და როგორ და ყველაფერს ბრწყინვალედ გააკეთებთ.

 

  1. ცისფერი – თქვენ არც ისე ჩამოყალიბებული ხასიათი გაქვთ, ცვალებადი ადამიანი ბრძანდებით. ხართ ძალიან მგრძნობიარე და ადვილად მოწყვლადი. ერთი ძირითადი ხაზი, რაც მუდმივად გასდევს თქვენს ცხოვრებას არის ის, რომ არ მოგწონთ ის მდგომარეობა, რომელშიც ხართ. მუდამ უკმაყოფილო ხართ აწმყოთი. გაქვთ მოთხოვნილება რომ რაღაც შესცვალოთ თქვენს ცხოვრებაში, ცოტა მაინც გაიუმჯობესოთ მდგომარეობა. ხშირად ოცნებობთ და ხშირად გეცოდებათ საკუთარი თავი. პერიოდულად ცხოვრებისგან ჩაგრულის როლსაც ირგებთ.

გიყვართ ადამიანები და საკმაოდ კომუნიკაბელურიც ხართ, თუმცა ხანდახან არავის დანახვა არ გინდათ.

იცვამთ განწყობის მიხედვით და ცხოვრებისეული ინტერესებიც იმდენი გაქვთ ჩაღმავებას ვერ ასწრებთ.

რაც შეეხება მებრძოლ ბუნებას და შრომისუნარიანობას, საშუალო დონეთი შევაფასებთ, სამაგიეროდ შემოქმედებითი უნარები გაქვთ ძლიერი.

 

  1. თეთრი – თქვენ ცოტა წინააღმდეგობებით ხართ სავსე. საკმაოდ ეგოისტი და რადგან საკუთარი სტატუსი და მდგომარეობა არ გაკმაყოფილებთ, ცოტა მოშურნეობაც გჩვევიათ. სამაგიეროდ ეს ყველაფერი მოტივაციას გაძლევთ და თავდაუზოგავად შრომობთ უკეთესი მომავლისთვის. მართალია სხვების ხელმძღვანელობაზე უკეთ დავალებების შესრულება გამოგდით, მაგრამ სამაგიეროდ აკეთებთ ხარისხიანად. თქვენი ძლიერი მხარე სწორედ ესაა – ნაბიჯ ნაბიჯ შეგიძლიათ სიარული წინ.

ცხოვრებისეული ფილოსოფიებით თავს არ იტკივებთ, უფრო პრაგმატული და პრაქტიკული დამოკიდებულებები გაქვთ და რაციონალური ადამიანი ხართ. არგუმენტებსა და ლოგიკას უფრო ეყრდნობთ, ვიდრე ინტუიციას.

 

  1. ვარდისფერი – მკვეთრად გამოხატული ხასიათი არ გაქვთ. ეს ფერი ცხოვრებისეული გარდამავალი პერიოდის სიმბოლოა. თქვენც დაახლოებით სულ ასეთ მდგომარეობაში ხართ – ყველაფერი წარმავალია, დროებითი, არაფერია მუდმივი, ყველაფერი იცვლება გარემოებებიდან გამომდინარე.. მათ შორის თქვენი ხასიათიც. თქვენი ცხოვრებისეული გზაც სტაბილურად არაპროგნოზირებადია, მიდიხართ იქეთკენ, საითაც იმ მომენტში თავად ცხოვრება გაგიღებთ კარებს. თქვენ ინერციით მიდიხართ, მექანიკურად. თუმცა მიუხედავად ამისა საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებთ ცხოვრებას. ურთიერთობებში საკმაოდ ემოციური ბრძანდებით, ინტელექტუალიც, მაგრამ ყოფნა-არყოფნის საკითხებით მოცული ნაკლებად. დროთა განმავლობაში თქვენგან რბილი ხასიათის, დელიკატური ადამიანი ყალიბდება. მიდრეკილება გაქვთ წყნარი და მშვიდი ცხოვრებისაკენ.

 

  1. ლურჯი – ძლიერი, მტკიცე ხასიათის ადამიანი ხართ, მკვეთრად გამოხატული შტრიხებით. თქვენთვის სამყაროს ცენტრი თავად თქვენ ხართ, თუმცა ამის დიდად აფიშირება არ გჩვევიათ, საკმაოდ ცივი და თავშეკავებული ხართ სხვა ადამიანებთან. მათთან მხოლოდ მაშინ ურთიერთობთ, როცა საქმეს სჭირდება, დანარჩენის საჭიროებას ვერ გრძნობთ და ფუჭ დროის კარგვადაც მიგაჩნიათ. სულით ხორცამდე კარიერისტი ხართ, პირდაპირი და ზუსტი. იცით რა გსურთ. მიგაჩნიათ რო ცხოვრება გესმით და დარწმუნებული ხართ რომ ის სწორედ ისეთია, როგორადაც თქვენ გესმით. მსოფლხედველობაც ასე პირადი ინტერესებიდან ამოსულს გაქვთ განსაზღვრული. სიახლეების მიღება არ გიჭირთ, თუმცა იმის თქმაც შეიძლება, რომ ცოტა კონსერვატორიც ხართ. მუშაობაში სტაბილური ხართ. ურთიერთბაში სასტიკიც შეგიძლიათ იყოთ.

 

  1. მწვანე – თქვენ წინააღმდეგობებით აღსავსე ხასიათი გაქვთ. ცოტა ინფანტილურიც. ემოციურად ცოცხალი ადამიანი ბრძანდებით. ადვილად მოწყვლადი, მეოცნებე, მიმნდობაი.. თქვენთვის გულის ტკენა ადვილია. ძალიან კონტაქტური ხართ და კეთილმოსურნე ადამიანებისთვის. მიილტვით მეგობრობისკენ, ადვილად შედიხართ კონტაქტში რადგან კეთილად ხართ განწყობილი ყველას მიმართ, თუმცა ახლო მეგობარი ძალიან ცოტა გყავთ. ცხოვრებისეული ფილოსოფია – სტიქიური. თქვენში ძალიან დიდი შემოქმედებითი საწყისია. მიდრეკილება გაქვთ ხელოვნებისკენ. მუშაობაც შეგიძლიათ, თუმცა სტაბილურობა გაკლიათ, ბევრი აღმართ-დაღმართი გექნებათ ცხოვრებაში. რაციონალურობა ცოტა გაკლიათ და ძირითადად გულის კარნახით მოქმედებათ.