1. ოლდბოი
ჩვეულებრივ მამაკაცს, მზრუნველ მამას და მოსიყვარულე ქმარს, მოულოდნელად იტაცებენ და იმპროვიზირებულ ციხეში სვამენ. 15 წლის შემდეგ ის თავისუფალია, ჯიბეში ბევრი ფული და მობილური აქვს. ტელეფონში უცნობი ხმა კი ეკითხება, გამოიცნო თუ არა მან თავისი ტყვეობის ამოცანა?.
2. მე ვნახე სატანა
ჩან გიონჩჰოლი – საშიში ფსიქოპათია, რომელიც აუპატიურებს და ველურად კლავს ქალებს. მან მრავალი სასტიკი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ პოლიციისთვის მაინც მიუწვდომელი დარჩა. ერთხელაც მისი მორიგი მსხვერპლი ყოფილი პოლიციელის ქალიშვილი – ჩან ჯუიონი ხდება
3. ქალბატონი შურისძიების თანაგრძნობა
კემ ჩჟა ლი 19 წლის ასაკში ციხეში ხვდება ბავშვის გატაცების და მკვლელობის ცრუ ბრალდებით. ციხეში ის შურისძიების გეგმას აწყობს და თავისი სიკეთით პატიმრების გულებს შეიბყრობს, მას გულითად ქალბატონს კემ ჩჟას ეძახიან. 13 წლის ციხეში გატარების მერე, კემ ჩჟა მიემგზავრება მოღალატეს მოსაძებნად თავის ციხის მეგობრებთან ერთად.
4. თანაგრძნობა ბატონ შურისძიებას
#ძალადობის სცენების გამო, ფილმი კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის# რიუ ბავშვობიდან ყრუ-მუნჯი იყო. ის, დამ გაზარდა, რომელიც მის დასახმარებლად ყველაფერზე მიდიოდა. მაგრამ მძიმე ავადმყოფობა ყველაფერს ანადგურებს: პერსპექტივებს, იმედებს და ოცნებებს.
5. მოკალი ბილი (1 და 2 ნაწილი)
ის იყო მებრძოლი ელიტარულ დაქირავებული მკვლელების რაზმში, სადაც “შავი მამბას” სახელით იყო ცნობილი … მაგრამ თავისივე “თანამშრობლები” გაუსწორდნენ მას თავისივე ქორწილში, მოკლეს არა მარტო ყველა ცერემონიალის მონაწილე, არამეტ არდაბადებული მამბას ბავშვიც… შავი მამბა ბედისწერის წყალობით გადარჩა ცოცხალი.კომიდან ოთხი წლის შემდეგ გამოსულმა, გაიხსენა ყველაფერი და შურისძიება გადაწყვიტა …
6. აღმოსავლური დაპირებები
შობის დამდეგს, ლონდონში, მშობიარობის დროს კვდება ახალგაზრდა რუსი გოგონა. ანნას ხელში რჩება ახალშობილი და დღიური, რომელსაც ის გოგონას ნივთებში პოულობს. ანნას შეძრავს გოგონას ცხოვრების ისტორია და ის საკუთარ გამოძიებას იწყებს, რომლის გზაც პირდაპირ რუსული მაფიის ბუნაგში მიდის.
7. გლადიატორი
ბრძოლას ძალაუფლებისათვის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ვაჟსა და ძლევამოსილ რომაელ გენერალს, მაქსიმუსს შორის ამ უკანასკნელის მეუღლე და ვაჟიშვილი შეეწირნენ. მაქსიმუსი იძულებულია ქვეყანა დატოვოს, მაგრამ გლადიატორად ქცეული, იგი უკან ბრუნდება შურისძიების მიზნით.
8. ჰარაკირი (1964)
9. ჰარა-კირი (2012)
10. 7ვიდი
სერიული მკვლელი, რომელიც თავს უფლის მახვილად მიიჩნევს, სასტიკად უსწორდება ნებისმიერს, ვინც შვიდი მომაკვდინებელი ცოდვათაგან ერთ-ერთს მაინც ჩაიდენს.
11. სლევინის ბედნიერი რიცხვი
სლევინს არ უმართლებს. სახლი დალუქულია, შეყვარებული სხვასთან წავიდა. მეგობარი ნიკი ნიუ-იორკიდან მიემგზავრება და სლევინს ცარიელ ბინაში ცხოვრებას სთავაზობს.
12. ტკბილი ცხოვრების სიმწარე
სუნ ვუ – ცივსისხლიანი, პედანტური შემსრულებელია, რომელიც ერთ-ერთ მაფიოზურ ღამის კლუბში მენეჯერად მუშაობს. ბოსმა მას ხი-სუს თვალთვალი დაავალა.
13. რამდენიმე დოლარით მეტი
რამდენიმე დოლარით მეტის გამომუშავება ველურ დასავლეთში პრობლემა არ არის, თუ გაქვს იარაღი და ბანდიტების დახოცვის უფლება. სწორედ ამ გზას მიჰყვებიან ფეხდაფეხ თაღლითებზე მონადირე პროფესიონალები.
14. მონანიება
15. სიბრაზე
16. პროფესიონალი
აფრიკის პრეზიდენტის მოკვლა–ზუსტად ასეთი დავალება მიიღო საიდუმლო აგენტმა ჟოსლენ ბომონმა.მოულოდნელად პოლიტიკა შეიცვალა და საფრანგეთის მთავრობამ მთავარი გმირი აფრიკის კანონმდებლებს გადასცა..გმირი გაქცევით უშველის თავს და სამშობლოში ერთი მიზნით – საქმის ბოლომდე მიყვანისათვის დაბრუნდება..შავკანიანი ლიდერი კი ზუსტად მაგ დროს ეწვევა საფრანგეთს..
17. ერთხელ ველურ დასავლეთში
18. ყვავი
ეს იყო ბნელი და საშინელი ღამე. ჰელუინის ზეიმის ღამე. მოძალადე მკვლელების ჯგუფი, ახალგაზრდა წყვილის, ერიკის და შელის სახლში შეიჭრნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ფილმი გადაღებულია ჯეიმს ბარის კომიქსების მიხედვით.
19. კანონმორჩილი მოქალაქე
ფილმი პროკურორის თანაშემწეზე მოგვითხრობს. ის ფსიქიურად გაუწონასწორებელი დამნაშავის საქმეს იძიებს, რომელსაც ცოლ–შვილი მოუკლეს, მკვლელები კი სასამართლოს ჩარევით გაანთავისუფლეს. დაკავებული აყენებს ულტიმატუმს – მას ან გაუშვებენ, ან ქალაქში საშინელი მკვლელობების სერია დაიწყება.
20. რისხვა
მეხიკოს შეძლებული მაცხოვრებლები პანიკაში არიან: სულ რაღაც 6 დღის განმავლობაში, ქალაქში 24 ადამიანი დაიკარგა. ბევრი მშობელი თავისი შვილისთვის მცველს ქირაობს. ამ რთულ დროს ქალაქში ყოფილი “ცერ”-ს აგენტი – ჯონ კრიზი აღმოჩნდა. ის მეგობარმა ათი წლის პიტ რამოსის მცველად მოაწყო.
21. ლეონი
პროფესიონალი მკვლელი, ლეონი, იძულებული გახდა 12 წლის გოგონა შეეფარებინა, როდესაც ნარკომაფიის წარმომადგენლებმა მისი მშობლები და პატარა ძმა დახოცეს.
22. ილუზიონისტი
ვენა, საუკუნეთა გასაყარზე. ილუზიონისტი აიზენჰაიმი საკუთარ მისტიურ ძალას იყენებს, რომ მაღალი ფენის ერთ-ერთ ქალბატონს თავი შეაყვაროს.
23. ბორნის იდენტიფიკაცია
მეთევზეებმა ნაპირზე გამორიყული დაჭრილი მამაკაცი იპოვნეს. მას არაფერი ახსოვს საკუთარი წარსულის შესახებ. საჭიროა მეხსიერების სასწრაფოდ აღდგენა, რათა გაირკვეს, თუ ვინ და რატომ ცდილობს მის მოკვლას.
24. ბორნის უპირატესობა
ფილმი წარმოადგენს “ბორნის იდენტიფიკაციის” გაგრძელებას. ერთ-ერთი დავალების შესრულებისას ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტი ჯეისონ ბორნი რუსეთში მოხვდება, სადაც მას უამრავი ამ ქვეყნისათვის დამახასიათებელი და დასავლელი ადამიანისათვის უჩვეულო სიურპრიზი ელის.
25. ბორნის ულტიმატუმი
მას მხოლოდ ერთი რამ უნდა – გაქრობა. ამის ნაცვლად ახლა მასზე თავისივე “შემქმნელები” ნადირობენ. მან დაკარგა მეხსიერება და საყვარელი ადამიანი. მისი შეჩერება თანამედროვე პროფესიონალ მკვლელებსაც არ შეუძლიათ. მას ახლა მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – დაუბრუნდეს დასაწყისს და გაიგოს თუ ვინ იყო. ჯეისონ ბორნი.
26. მძინარენი
60-იანი წლების ნიუ-იორკის ერთერთი კვარტალი – “ჯოჯოხეთის სამზარეულო”, იყო ადგილი რომელსაც მართავდნენ მღვდლები და მაფიოზები. სიწმინდე და სისასტიკე. აქ იზრდებოდა ოთხი მეგობარი, რომელთა უდარდელი ბავშვობა ცელქობამ შეწყვიტა, რომელიც დიდ უბედურებად შემოტრიალდა. ისინი დიდების ძალადობის სამყაროში აღმოჩნდნენ.
27. ვალმონი
შოდერლო დე ლაკლოს რომანის, “სახიფათო კავშირების”, შესანიშნავი ეკრანიზაცია – სიყვარულის, მეტოქეობის და შურისძიების შესახებ.
28. სახიფათო კავშირები
საფრანგეთი, XVIII საუკუნე. გატეხილი გული და დასახიჩრებული ბედისწერა. ვიკონტ ვალმონისა და მარკიზა დე მერტეის მიერ წამოწყებული სახიფათო თამაში, რომლის მსხვერპლნიც თავადვე ხდებიან.
29. უსახელო ნაძირლები
ფილმის მოქმედება ოკუპირებულ საფრანგეთში ვითარდება. შუშანა დრეიფუსის თვალწინ, გერმანელი პოლკოვნიკი განს ლანდი, მის ოჯახის წევრებს ხოცავს. გოგონა სასწაულებრივად გადაურჩება სიკვდილს და პარიზში გაიქცევა. იქ კინოთეატრში იწყებს მუშაობას. ამ დროს ლეიტენანტი ალდო რეინი ებრაელი ჯარისკაცებისგან ჯგუფს ქმნის, რომლებიც საკუთარ თავს ”ნაძირლებს” უწოდებენ. მათთან ერთიანდება აგენტი ბრიჯეტ ფონ ჰამერსმარკი, რომელიც ცნობილი მსახიობია. სიუჟეტის ორი ხაზი იკვეთება, როდესაც დივერსანტები კინოთეატრში შუშანას ხვდებიან, რომელსაც შურისძიება სწყურია.
30. V For Vendetta
ალტერნატიული მომავალი. გერმანია იგებს მეორე მსოფლიო ომს, ბრიტაბეთი მესამე რეიხის ერთერთი პროვინცია ხდება. ამ გამანადგურებელი ომის შემდეგ დგება ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც ახშობს ყველანაირ სამოქალაქო თავისუფლებას და ინდივიდუალიზმის გამოვლინებებს. ხელისუფლებას წინააღმდეგობას უწევს მარტოხელა შურისმაძიებელი ფაიფურის ნიღაბში.
31. ველური ისტორიები
რეჟისორი შეეცადა მძაფრად ეჩვენებინა მაყურებლებისთვის გრძნობები და ემოციები: სიხარული, სისასტიკე, სიბრაზე, ვნება, სიყვარული, სიძულვილი, ერთგულება და ა. შ….
32. სამაგიერო
ფილმის გმირი საკუთარმა ცოლმა და საუკეთესო მეგობრებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს, მაგრამ იგი გადარჩა და შურისძიების გეგმას ადგენს.
33. ნიუ იორკის ბანდები
ფილმის მოქმედება 1846-1963 წლების ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარდება. კონფლიქტი ანგლო-საქსონური წარმოშობის ადგილობრივ მოსახლეობასა და ირლანდიელ ემიგრანტებს შორის გამწვავებულ ფორმას იღებს.
34. დამსჯელი
ფედერალური ბიუროს თანამშრომელი – ფრენკ კასლი, სამსახურიდან წასვლაზე ოცნებობს. მას ნორმალური ოჯახური ცხოვრებით უნდა რომ იცხოვროს, მაგრამ წასვლის წინ ის ბიზნესმენ ჰოვარდ სეინტის ინტერესებს შეეხება, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით იძიებს შურს
35. სასოწარკვეთილი
მოხეტიალე მუსიკოსი მიზნად ისახავს შური იძიოს ადამიანზე, რომელმაც მისი საყვარელი ქალი მოკლა.
36. საიდუმლო მათ თვალებში
ბენჟამენ ესპოზიტო – სასამართლოს მუშაკია, რომელიც გადაწყვიტავს დაწეროს რომანი ერთ-ერთი კრიმინალური საქმის შესახებ, რომელშიც ის იყო მოწმე და მთავარი მოქმედი პირი.
37. წითელი მზე
39. მზის მეორე მხარე
ორი ოჯახი ძველი საგვარეულო შურისძიებითაა შეპყრობილი. უფროსი ძმის მკვლელობის შემდეგ, 20 წლის ტონიო ვალდებულია მის გამო შური იძიოს. მაგრამ ამის შემდეგ თავადაც გახდება შურისძიების ობიექტი. ის ტოვებს მშობლიურ სახლს და სიკვდილის და სიყვარულის შესახვედრად მიდის.
40. კანი რომელშიც ვცხოვრობ
პლასტიკური ქირურგიის გენიოსმა, ექიმმა ლედგარდმა, გენეტიკური ექსპერიმენტების გზით, შექმნა ხელოვნური ადამიანის კანი. ის აწარმოებს ნადირობას იმ ნაძირალაზე, რომელმაც დიდი ხნის წინ მისი ქალიშვილი გააუპატიურა. მის სისასტიკეს და შურის ძიების სურვილს საზღვარი არ აქვს.
41. ჯანგო
ჯანგო არის მონა, რომელიც თავისუფალია და სურს მისი მეუღლის მოძებნა, რომელიც მდიდარი და დაუნდობელი მიწათმფლობელის კელვინ კენდის მფარველობაშია. მას ეხმარება გერმანელი ყოფილი დანტისტი დოქტორი კინგ შულცი, რომელსაც ეზიზღება რასიზმი და მონობა. იგი ჯანგოს ამზადებს რომ გახდეს მისი მარჯვენა ხელი, ასწავლის ყველა იმ უნარს რაც დასჭირდება რასიზმის და კელვინ კენდის წინააღმდეგ საბრძოლველად
42. სადაც არ უნდა იყო
პენსიონერი როკ-მომღერალი ყოფილი ნაცისტი და ჯალათი მამის მოსაძებნად მიემგზავრება, რომელიც ახლა აშშ-ს აფარებს თავს..
43. პრესტიჟი
რუპერტი და ალფრედი – ორი კონკურენტი ილუზიონისტი, რომელთა შუღლიც თანდათან მტრობაში გადაიზარდა. ისინი ყველაფერზე მიდიან, რომ ერთმანეთს ფანტასტიური ტრიუკების საიდუმლოებები გამოსტყუონ და შესრულება ჩაუშალონ.
44. უნაკლო შესრულება (Dot the i)
45. გრაფი მონტე კრისტო (1954)