7 წიგნი, რომელიც სხვანაირად დაგანახებთ სამყაროს – ის რაც ყველა განათლებულმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს

0
5451

იარაღი გინდა? ბიბლიოთეკაში წადი. წიგნებზე ძლიერი იარაღი ჯერ არ გამოუგონიათ – დოქტორ ჰუ

 

ჩვენ გვცვლიან ადამიანები, მოვლენები, გვცვლიან ფილმები, განსაკუთრებით დოკუმენტური ფილმები… გვზრდიან და სამყაროს სხვანაირად აღქმაში გვეხმარებიან, მაგრამ წიგნებს მაინც არაფერი შეედრება. წიგნი მაინც ყველაზე მეტად გაიძულებ იფიქრო, ისწავლო და აღმოაჩინო რომ ამდენი ცოდნის მიღების შემდეგაც კი… არაფერი იცი. ბუდა ამბობდა, შენ ის ხარ, რასაც ფიქრობო და თუ მართლა ასეა, შენ ყოფილხარ ის, რასაც კითხულობ.

ბევრნაირი წიგნი არსებობს, მაგრამ არიან წიგნები, როგორც გამოწვევები, წიგნები, რომლებიც თავდაყირა აყენებენ ჩვენ მსოფლმხედველობას, წიგნები, რომლებიც სხვა რაკუსით, სხვანაირად გვაჩვენებენ სამყაროს.

  1. ასე იტყოდა ზარატუსტრა – ფრიდრიხ ნიცშე

,,ამ წიგნით მე ყველაზე დიდი საჩუქარი გავუკეთე კაცობრიობას, რაც კი ისტორიას ახსოვს,“  – წერდა ავტორი და ამხელა ამბიციებიც არ ჰქონია ფუჭად. ღმერთის სიკვდილი და ახალი ადამიანის დაბადება, გზა ღმერთმკვდარი ადამიანობიდან ღმერთობამდე.  ეს არც პროზაა, არც პოეზია, ზარატუსტრა დითირამბებს გვიმღერის. წიგნში დამხობილი ყველა კანონი, მათ შორის ლიტერატურული კანონიც და მაინც ისეთი სურნელი ასდის, როგორც ღმერთის საფლავზე ამოსულ ვარდებს ექნებოდა ალბათ. რთულია აუტონომიურობა, საკუთარი თავის გადალახვა, მაგრამ ამის გარეშე სრული კატასტროფა ემუქრება ინდივიდსაც და კულტურასაც.

  1. სიკვდილის უარყოფა – ერნესტ ბეკერი

,,საფრთხე: ტერორის და შიშის გაღვიძების რეალური ალბათობა, საიდანაც უკანდახევა შეუძლებელია“

პულიცერის პრემიის მფლობელი ეს წიგნი ისეთი გენიოსების ნაშრომებზე დაყრდნობითაა შექმნილი როგორიც ოტო რანკი, ზიგმუნდ ფროიდი და სორენ კერკეგორია. მთელი წიგნის განმავლობაში ბეკერი კისერშია ჩაფრენილი, თითქოს ჩვენს მოგუდვას ცდილობსო. ქეჩოში გვავლებს ხელს და დედამიწაზე ჩამოვყავართ, რათა დაგვანახოს რა უსუსური და ილუზიებში მყოფი არსებები ვართ, რომლებიც ცდილობენ საკუთარ თავს დაუმტკიცონ თავიანთი ძლიერება.  სწორედ ამ მუდმივ მტკიცების პროცესში  ადამიანის ფიზიკური მესგან დამოუკიდებლად სიმბოლურ მეს პოულობს,  რომელსაც ჩვენი უმნიშვნელობის საზღვრების გადასალახავად ვიყენებთ. სწორედ მისი მეშვეობით  ვახერხებ მივწვდეთ უკვდავებას, რომელშიც რაღაც ისეთის ნაწილი ვხდებით რაც სამუდამოდ გრძელდება, სიკვდილის მიღმა. ჩვენ მოკვდავობის დილემას ჰეროიკულად ვწყვეტთ, რათა დავიჯეროთ რომ ჩვენს ცხოვრებას აქვს აზრი და მნიშვნელობა.

 

  1. ბუნება და ადამიანის სული – ბილ პლოტკინი

,,დაიმახსოვრე, რომ საკუთარ თავში ეჭვის შეტანა ისეთივე ეგოიზმია, როგორც თვითინფლაცია. შენი მოვალეობაა მიაღწიო რაც შეიძლება მეტ სიღრმეს და შემოგვთავაზო შენი უნიკალური და აუთენტური ნიჭი, რაც შეიძლება მამაცად და მშვენიერად.“

პლოტკინი წარმოგვიდგენ  ადამიანი სულის და ეგოს განვითარების საფეხურებს ბუდის უმანკოებიდან დაწყებული გაგრძელებული ბაღის მკვლევარით და შემდეგ ოაზისის დრამის მსახიობით. ეს ადამიანის ეგოს განვითარების ყველაზე დაბალი საფეხურებია. ადამიანების უმეტესობა ამ საფეხურებს ვერ სცდება და ფსიქოლოგიური სიმწიფე იმდენად იშვიათი მიღწევა გახდა, ზრდასრულობა თითქმის არარსებულის კატეგორიაში გადავიდა. ყველაზე კრიტიკული მეოთხე საფეხურია – ჭიის პარკში მოხეტიალე, ეტაპი, რომელზეც ვსწავლობთ კომფორტის ზონიდან გასვლას, მენტალური პარადიგმების მსხვრევას და ეგზისტენციალურ კარიბჭეში გავდივართ. ჩვენი ეგო სრულად ფორმირდება და ვხდებით არსებები, რომელთაც განდობილობის შესაძლებლობა ეძლევათ. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი შემდეგ საფეხურებზე გადასვლა – სულიერი შეგირდი წყაროზე, ხელოსანი ველურ ბაღში, ნაწლის ტყის ოსტატი და ბოლოს მთის მღვიმის ბრძენი.

 

  1. დასაზღვრული და უსაზღვრო თამაშები – ჯეიმს კარსი

,,ერთადერთი, რასაც ნებისმიერი საზღვრის წაშლა შეუძლია, იმის გაცნობიერებაა, რომ ეს ჩვენი ხედვაა და არა ის, რასაც ვხედავთ და რაც შეზღუდულია.“

ეს წიგნი ძალიან საინტერესო კვლევაა ადამიანური მდგომარეობის თამაშის თეორიის კონცეფციის ჭრილში. კარსი ორ ძალიან კონტრასტულ მოთამაშეს წარმოგვიდგენს – დასაზღვრულ მოთამაშეს და უსაზღვრო მოთამაშეს. პირველი თამაშობს საზღვრებში, მეორე საზღვრების გარეშე. ერთი მთელი სერიოზულობით ეკიდება თამაშს, მეორესთვის ეს თამაში ხუმრობაა. ის ვინც საზღვრებში თამაშობს, თამაშობს ძალაუფლებისთვის, ის ვინც საზღვრების გარეშეა – ძალაუფლებით. დასაზღვრული მოთამაშე ხარჯავს დროს, უსაზღვრო მოთამაშე ქმნის დროს. ერთი მარადიული სიცოცხლისთვის იბრძვის, მეორე მარადიული დაბადებისთვის. ერთისთვის წესები იგივე რჩება, მეორესთვის მუდმივად იცვლება. ერთისთვის გამუდმებით მთავრდება თამაში, მეორესთვის გამუდმებით გრძელდება და მხოლოდ საზღვრების გარეშე მოთამაშის თამაშია ცხოვრების თამაში.

  1. ამბოხი – ალბერ კამიუ

,,მე ამბოხებას ვაწყობ, მაშასადამე ვარსებობთ!“

 

რევოლუცია ტერორიზმის და ძალადობის გარეშე. ეს არის წიგნი, რომელსაც გაემიჯნენ კომუნისტები. ანარქისტი მწერალი ამ ესეში, რომელსაც წიგნის მოცულობა აქვს ნამდვილი მეამბოხე ადამიანის პორტრეტს ხატავს. ამ წიგნში ერთად მოუყრია თავი მარკიზ დე სადის, ჰეგელს, დოსტოევსკის, ნიცშეს. კამიუ გითრევს აბსურდისა და ლუციდურობის თეორიებს შორის და გვასწავლის როგორ ვებრძოლოთ უსამართლობას ტრანსცედენტული ღირებულებების დაკარგვის გარეშე, რადგან ზოგიერთი ამბოხება ამბოხების იდეას სცილდება ხოლმე და დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას. ეს ძალიან საინტერესო წიგნი მსუბუქი სატირით ნებისმიერი რევოლუციური განათლების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

 

  1. ისმაელი – დენიელ ქუინი

,,არაფერი ფუნდამენტურად ცუდი არ სჭირთ ადამიანებს. მიეცით მათ როლი, რომელშიც სამყაროსთან ჰარმონიაში იცხოვრებენ და ისინი იცხოვრებენ სამყაროსთან ჰარმონიაში,  თუ მისცემთ როლს, სადაც ისინი კონფლიქტში იქნებიან სამყაროსთან, ისინი აუცილებლად შევლენ კონფლიქტში მასთან, ხოლო თუ მისცემთ როლს, სადაც თავად იქნებიან სამყაროს ბატონ-პატრონები, სამყაროს ბატონ-პატრონების როლს მოირგებენ და თუკი დაუწესებთ თამაშს, სადაც სამყარო იქნება მტერი, რომელიც უნდა დაამარცხონ, ისინი შეებრძოლებიან მას და ერთ დღესაც, გარდაუვლად, დაამარცხებენ კიდეც და ეს მტერი მათ ფეხებთან ზუსტად ისევე დაიცლება სისხლისგან, როგორც სამყარო იცლება ახლა.“

ისმაელი გორილაა, რომელსაც ტელეპატიური უნარები აქვს. იგი ცდილობს ერთ უსახელო სტუდენტს სოკრატული დიალოგის მეთოდით თავისი ფილოსოფია შეასწავლოს. ის უყვება საზოგადოებაზე რომელიც იყოფა მიმთვისებლებად და დამტოვებლებად. მათ შორის განსხვავება ის არის, რომ ერთნი მიიჩნევენ რომ სამყარო ადამიანებს ეკუთვნის, მეორენი კი ფიქრობენ რომ ადამიანი ეკუთვნის სამყაროს. გორილა უყვება თავის სტუდენტს როგორ არღვევენ მიმთვისებლები ბუნების კანონებს, როგორ ანადგურებენ სამყაროს. აღმატებულობა მითია, მითი რომლის დაჯერებასაც საშინელი შედეგები მოჰყვა და კიდევ უფრო დიდი კატასტროფის წინაშე ვდგავართ.

 

  1. რეალობის სტრუქტურა – დევიდ დოიჩი

 

ბრიტანელი ფიზიკოსის ეს გენიალური ნაშრომი სამყაროს შექმნის და მოწყობის მეცნიერულ თეორიას წარმოადგენს. თუ გინდა სწორად აღიქვა სამყარო საჭიროა ევოლუციის თეორიების, ანგარიშის და კვანტური ფიზიკის ცოდნა, ან ,,რეალობის სტრუქტურის წაკითხვა“.  გინდათ თავში ყველაფერი თავდაყირა დადგეს, დაემხოს მენტალური საზღვრები და ყუთის გარეთ იაზროვნოთ? მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა.