,,მხოლოდ გიჟებს ვთვლი ადამიანებად” – ჯეკ კერუაკის 20 გენიალური ფრაზა

0
3699

 

  1. მე ვუძღვნი ჩემს თავს საკუთარ თავს, საკუთარ შემოქმედებას, ძილს, ოცნებებს, შრომას, მარტოობას, სიგიჟეს, ჩემს დაუსრულებელ შთანთქმას და შიმშილს – რადგან საკუთარი თავის მიძღვნა სხვა ადამიანისთვის არ ძალმიძს.
  2. ყველაზე კარგი მასწავლებელი გამოცდილებაა და არა ვიღაცის გამრუდებული მოსაზრებები.
  3. საბოლოოდ არც ოფისში ჯდომა გაგახსენდება და არც გაზონის პარსვა, ჰოდა, აბობღდი მაგ წყეულ მთაზე!
  4. ჯობია, ადამიანების სამყაროში დარჩე ანონიმურად, ვიდრე სამოთხეში მოიხვეჭო სახელი. ან კიდევ, რა არის სამოთხე? ან მიწა რა არის? ყველაფერი ჩვენი გამოგონილია.
  5. ციხე ის ადგილია, სადაც შენს თავს სიცოცხლის უფლებას ჰპირდები.
  6. ძალიან მაგარ რაღაცეებს ვერასოდეს აკეთებენ მოდას, ტრენდებს და პოპულარობას აყოლილი ადამიანები
  7. სიყვარული, ხიფათი და ტკივილი ნამდვილ სახეს გიბრუნებს
  8. ადამიანებთან ურთიერთობისას არ გამოიყენოთ ტელეფონი, ადამიანები არასოდეს არიან მზად მისთვის საპასუხოდ. გამოიყენეთ პოეზია.
  9. მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება უზარმაზარი თეთრი ფურცელი იყო, რომელსაც, რასაც მინდა იმას ვუზამდი.
  10. სადაც არ უნდა ვცხოვრობდე, ჩემი ჩემოდანი ყოველთვის საწოლის ქვემოდანაა გამოჩრილი და ყოველთვის მზად ვარ წასასვლელად, ან იმისთვის, რომ გამომაგდონ.
  11. მხოლოდ გიჟებს ვთვლი ადამიანებად, ვისაც სიგიჟემდე უნდა, იცხოვროს, ვინც შეშლილივით გელაპარაკება, ვისაც გაგიჟებით უნდა, რომ იხსნა. ისინი არასოდეს ამთქნარებენ მოწყენილობისაგან და არც გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკობენ. მხოლოდ იწვიან, იწვიან, იწვიან რომაული ყვითელი სანთლებივით და მერე ფეთქდებიან, რათა ვარსკვლავებს ობობას ქსელისმაგვარი შუქი მოაფრქვიონ.
  12. ჩაბნელებულ ცას ავხედე და ღმერთს შევევედრე, გადმომხედე, ღმერთო, მომეცი შანსი, იმ პატარა ადამიანებს, ვინც მიყვარს, რამეში გამოვადგე-მეთქი. ზემოდან ყურებაც არ მომაქციეს. უნდა იცოდე, ვის რა სთხოვო.
  13. თორმეტი ნაბიჯი რომ გადავდგით, ორივე მოვტრიალდით, სიყვარული ხომ დუელია და ბოლოჯერ შევხედეთ ერთმანეთს.
  14. ბედნიერებაა იმის გაცნობიერება, რომ ყველაფერი ერთი უცნაური სიზმარია მხოლოდ.
  15. საუკეთესო ადამიანებს ყოველთვის დასცინიან ამ კოშმარულ მიწაზე.
  16. მაღალი მთებიდან ჩამოვიდნენ, ხელი რომ გაეშვირათ იმისკენ, რაც, მათი აზრით, ცივილიზაციას შეეძლო მათთვის შეეთავაზებინა და არც კი დაესიზმრებოდათ, რომ ცივილიზაცია საბრალო, დამსხვრეული ილუზიებია.
  17. არც ის იცოდნენ, რომ არსებობს ბომბი, რომელსაც შეუძლია, ყველა ჩვენი ხიდი და გზა მიწასთან გაასწოროს და რომ, შეიძლება ჩვენც გავღარიბდეთ და მათსავით გავიშვიროთ ხელი.
  18. სიმშვიდე მოულოდნელად დაისადგურებს, ვერც გაიგებ, როგორ მოვა.
  19. იცხოვრე, იმოგზაურე, თავგადასავლებში გაეხვიე და არაფერი ინანო!
  20. ალბათ ეს არის ცხოვრება… თვალის დახამხამება და ვარსკვლავთა ციმციმი.