1. მტრის დასაძლევად ორი რამ არის საჭირო: თავდაჭერა და ირონია
2. ისე უნდა შეხედო საკუთარ წარსულს, როგორც გველი უცქერის საკუთარ პერანგს- გახდილსა და დაგდებულს. სიცოცხლის ატანა მხოლოდ ამ გზით თუ შეიძლება
3. გული სიკვდილის ბარომეტრია.
4. შენ შენს თავში ატარებ ყოველგვარ სიამეს, ყველა ბრწყინვალებას, მაგრამ ყველა დარდსაც
5. უღმერთობა ავადმყოფობაა, ხოლო სნეულისთვის კრიზისია აუცილებელი
6. თუ ხალხში არ არსებობს ღმერთი, როგორც მარადიული ცეცხლი, მაშინ უმჯობესია თვით ღმერთის იდეა მოკვდეს- ხალხი უღმერთო ცხოვრებას დიდხანს ვერ აიტანს, ოდესმე ურვისგან მხეცივით გამძვინვარებული აღდგება, რათა ჯვარს ეცვას ღმერთისთვის.
7. ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა ადამიანი, როცა იგი თავის-უფალია; თავისუფლებაა სხივური ელემენტი ადამიანში.
8. ხშირად ერთ მბჟუტავ ნაპერწკალს ძალუძს ცეცხლი ჩაქრობას გადაარჩინოს.
9. ჩემთვის მზე მხოლოდ ასტრონომიული მოვლენა აღარ იყო…
10. შენ სრულობა გსურს? მე მსურს მქონდეს ნაკლულევანი.
11. …მორცხვად შევბედე ნიცშეს… დამატყვევა მარადიული დაბრუნების იდეამ … მაწუხებდა კითხვა ისევ და ისევ: თუ კი მე ჩემ თავს მარადიულად ვუბრუნდები, როგორ შეიძლება ზეკაცი გავხდე? …..
… ჰამადანში, მიდიელთა ეკბატანაში, მთვარიან ღამეს ერთ ქვის ლომზე მეძინა, უეცრად აზრი დამეუფლა, ყველაფერი რაც ხდება, გვეჩვენება, თითქოს ერთხელ უკვე მოხდა. ისევ მარადიული დაბრუნების იდეა, რომელიც სულ ყოველთვის მაწამებდა, ახლა სხვანაირად იყო ნააზრევი: არა ერთეულის მარადიული დაბრუნება თავისკენ, არამედ ერთეულში მარადიულის დაბრუნება თავის თავისკენ.
12. ადამიანის გული ხორცადქცეული ნაწილია მითიურად გაგლეჯილი ღმერთის.
13. ყველა გულს რომ შეეძლოს სხვების შესახვედრად გაღება , ბოლომდე, მთლიანად კოსმიურად, მაშინ ალბათ გამრთელდებოდა დანაკუწებული ღმერთი.