16 მიზეზი, თუ რატომ ვერ იკლებ წონაში

1
1440

 

თქვენ ,,მკვლელ“ დიეტებზე ხართ, ჯანსაღად იკვებებით, ,,მკვლელ“ ვარჯიშებს აკეთებთ, დადიხართ ჯიმზე, დარბიხართ… და მაინც ვერ იკლებთ წონაში იმდენს, რამდენიც გსურთ. რა ხდება? ეგებ მიზეზის მიხვედრაში ეს 16 შეცდომა დაგეხმაროთ:

  1. ჯანსაღ საკვებს მიირთმევთ, მაგრამ ზედმეტს. ავოკადო, ბურღულეული, ზეითუნის ზეთი, შავი შოკოლადი და ა.შ. კი ნატურალურია, დიეტური და ჯანსაღი, მაგრამ კალორიები მათაც აქვთ. მაინც უნდა აკონტროლო რამდენს ჭამთ. მაგალითად, ერთი ავოკადო 200 კალორიაა, მიუხედავად თავისი საოცარი დადებითი თვისებებისა. დაითვალეთ კალორიები და რაოდენობა.
  2. არ მიირთმევთ საუზმეს. თითქოს ამ გზით კალორიებს არ იღებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ისინი, ვინც რეგულარულად საუზმობენ უფრო ადვილად იკლებენ. საუზმე ხელს უწყობს მეტაბოლიზმის პროცესს. თანაც ყველაფერს კი ნუ იტაკებთ პირში ეცადეთ პროტეინებით მდიდარი საკვები შეარჩიოთ.
  3. არ აკონტროლებთ პორციებს. ეს უმთავრესი ინგრედიენტია წარმატებისთვის. გამოიყენეთ ისეთი ჭურჭელი, რომლითაც გააკონტროლებთ პორციებს და ისწავლეთ საკუთარი სხეულისთვის ყურის გდება. მიირთვით ნელა და თუნდაც ერთი ლუკმა გრჩებოდეთ, თუ მაძღარი ხართ ბარემ ნურასოდეს შეჭამთ.
  4. ფეხზე დამდგარი ჭამთ. მაცივრის კართან ატუზული ან გაზქურასთან. ეს უაზრო კვებაა. სჯობს დრო გამოყოთ ჭამისთვის, თორემ რომ გგონიათ რომ ცოტა წაილუკმეთ, შეიძლება უამრავი კალორია მიიღოთ.
  5. ცოტა გძინავთ. ბევრს ჰგონია, რომ რაც უფრო ნაკლებს იძინებს და რაც უფრო მეტად დაიტვირთება, გახდება. ეს მცდარი მოსაზრება. თქვენ ენერგია გჭირდებათ ვარჯიშისთვის და ძილის ნაკლებობა მადას აუმჯობესებს, სხეული ენერგიის აღდგენას საკვებით ცდილობს, როცა ძილი მიაკლდება.
  6. დაბალკალორიულ საკვებს ეძალებით. როცა მსუბუქ საკვებს მიირთმევთ, უფრო მეტის და მეტის ჭამა გინდებათ და საბოლოო ჯამში იმაზე მეტი კალორია შეიძლება მიიღოთ, ვიდრე ჩვეულებრივი საკვების დოზაა.
  7. არ იღებთ საკმარის ბოსტნეულს. 5-7 სახის ხილის და ბოსტნეულის მიღება ყველა ადამიანისთვის სავალდებულოა და თუ დიეტაზე ხართ, ან ვარჯიშობთ კიდევ უფრო მეტი დაგჭირდებათ.
  8. აკეთებთ მხოლოდ კარდიოვასკულარულ ვარჯიშებს: ცურვა, სირბილი, ძუნძული, სიარული, ველოსიპედი და ა.შ. საჭიროა ფიტნესის სწორად დაგეგმვა.
  9. მშიერ კუჭზე ვარჯიშობთ. როცა მშიერი ვარჯიშობთ კალორიები იწვება კუნთებისგან და არა ცხიმისგან. გარდა ამისა, ენერგიაც გჭირდებათ ვარჯიშისთვის.
  10. საკვები რაციონიდან მთლიანად იღებთ საკვები პროდუქტების მთელ ჯგუფს. ეს დაუშვებელია. ამას სჯობს, რომ პორციები აკონტროლოთ და მდიდარი და მრავალფეროვანი საკვები მიიღოთ.
  11. არ ჭამთ საკმარისად. არ იშიმშილოთ. ეს მეტაბოლიზმის პროცესის არევის გარდა იმაზე მეტი საკვების ჭამის მოთხოვნილებას გაგიჩენთ, ვიდრე ჩვეულებრივ იღებთ და თანაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. უმჯობესია ნელი და სტაბილური წონის კლება პორციებისა და კალორიების კონტროლით.
  12. გარეთ სადილობთ. რესტორნებში სადილი კარგია, მაგრამ დიეტებისთვის კატასტროფა. ვერც კალორიებს ითვლით, უფრო მეტს ჭამთ, არაჯანსაღად იკვებებით. თუ მაინცდამაინც გარეთ გინდათ ვახშმობა სალათი ან რამე ჯანსაღი შეუკვეთეთ, აპეტიტაიზერები აიკრძალეთ და თან მეგობართან გაიყავით.
  13. ვარჯიშის შემდეგ არასწორად იკვებებით. ვარჯიშის შემდეგ კარგად ჭამა დაუშვებელია, უნდა წაიხემსოთ. 150 კალორია ნორმაა.
  14. არ სვამთ საკმარის წყალს. აუცილებელია რეგულარულად წყლის მიღება, განსაკუთრებით კი დილით, როცა სხეული გაუწყლოებულია. წყალი მეტაბოლიზმის პროცესს უწყობს ხელს და თან მადას აგდებს. არც შაქრიანი, ტკბილი წვენებისა და გაზიანი სასმელების მოთხოვნილება გიჩნდებათ.
  15. ჭამთ გაუაზრებლად. მიირთმევთ ტელევიზორთან, ფილმის ყურების დროს, სოციალურ ქსელში ჩართული, ან კითხვის დროს. ამ დროს ზომას ვეღარ გრძნობთ. სჯობს სხვა აქტივობასთან ერთად არ მიირთვათ.
  16. არ ერთობით. ბევრი ფიქრობს რომ ნერვიულობით ხდება, მაგრამ როგორც დიეტოლოგები ირწმუნებიან, სტრესი პირიქით წონაში მომატებას უწყობს ხელს. საჭიროა გართობა და ისეთ ფიზიკური აქტივობით დაკავება, რომელიც სიხარულს მოგანიჭებთ: ცეკვა, შოპინგი, ლაშქრობა… ისინი კალორიების დაწვის და ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრების წესის ბუნებრივი საშუალებებია.

 

წყარო: POPSUGAR Fitness

Comments are closed.