1. დონი დარკო / Donnie Darko
ეს ისეთი ფილმია, ვერ გაიგიფუჭებთ პირველად ნახვის ბედნიერებას წინასწარ მოყოლით, თანაც ძალიან ბევრნაირი ახსნა აქვს და საფიქრალი ბევრი გექნებათ. ამიტომ მოკლედ გეტყვით: ფილმი თინეიჯერზეა, რომელსაც მისივე გამოგონილი დემონი აიძულებს მკვლელობების ჩადენას, თუმცა იგი ძალიან დიდი იდეური დატვირთვის მატარებელია, რომელსაც თავისი და თან არც ისე მცირე ფანკლუბი ჰყავს. ,,დესტრუქცია შემოქმედების ერთერთი ფორმაა“ , ,,მე შემიძლია მოვიმოქმედო ყველაფერი, რაც მსურს და ასე ხარ შენც“..,,თუკი ღმერთი აკონტროლებს დროს, მაშინ დრო წინასწარგანსაზღვრულობაა“….
2. მეც აგრეთვე/ Yo, También
ასეთი სიყვარულის ისტორია არ გექნებათ ნანახი და საერთოდ რომანტიკული ფილმების ყურება რომ არც გიყვარდეთ, ეს ფილმი მაინც მოგეწონებათ. ამ ჟანრის სხვა ბანალური, კლიშეებით სავსე ფილმებისგან განსხვავებით, ძალიან ორიგინალურია. დაუნის სინდრომის მქონე უნივერსიტეტდამთავრებული ბიჭის და ღამის კლუბების სტუმარი გოგოს რომანი, რომელიც გულს სიყვარულით და სითბოთი აგივსებთ.
3. მარტოხელა კაცი/ A Single Man
ამ ფილმის ყურება, სხვა რომ არაფერი, მარტო კინემატოგრაფიული თვალსაზრისით ღირს. კაცი, რომელიც საყვარელ ქალთან ერთად კარგავს არსებობის მიზანს ავტოკატასტროფაში. იგი თვითმკვლელობას გადაწყვეტს, თუმცა აღმოაჩენს რომ მარტო არ არის, ვინც ასე იტანჯება. ჩვენ ვხვდებით, რომ იმასთან, რაც ერთხელ გვათბობს, არასოდეს ვკარგავთ კავშირს.
4. ძმაო, სად ხარ? Oh Brother, Where Art Thou?
მოგენატრათ სიცილი? ჩართეთ ფილმი და ხარხარით დაუფრთხეთ მეზობლებს სიმშვიდე. ეს ფილმი სამ ერთმანეთზე გადაბმულ მსჯავრდებულზეა, რომელიც ციხიდან გაიქცევა.
5. გამაოგნებელი სიყვარული/ Punch Drunk Love
ადამ სანდლერის ყველაზე შთამბეჭდავი როლი. გოგოების არემოცვაში გაზრდილი და დაკომპლექსებული მამაკაცის გზა საკუთარი თავის აღმოჩენისკენ. უცილებლად სანახავი ფილმი.
6. ბუგის ღამეები/ Boogie Nights
ფილმი 70-80-იანი წლების პორნოინდუსტრიის ამომავლი ვარსკვლავის შესახებ. დრამა, ირონია და კომედია. შესანიშნავი მსახიობების მონაწილეობით.
7. აფიშირება / Le Placard
საოცარი ფრანგული კომედია ერთ კაცზე, რომელსაც არავინ სცემს პატივს და უფროსი სამსახურიდან გაშვებას უპირებს, თუმცა ერთი გენიალური იდეა მის ცხოვრებას შეცვლის.
8. საიდუმლოებით მოცული ადამიანები/ Mystery Men
სუპერგმირების ნაკრები კაზანოვა ფრნკენშტეინის წინაღმდეგ ერთიანდებიან კაპიტანი საოცრების გამოსახსნელად. ეს ჩვეულებრივი სუპერგმირები არ არიან. არც ფილმია ჩვეულებრივი ფილმი სუპერგმირების შესახებ. ბევრი სიცილი და ბევრი ადრენალინი. მოკლედ, თავად ნახეთ!
9. მაგნოლია/ magnolia
საინტერესო პერსონჟები და ბედნიერებისა და ცხოვრების აზრის ძიება. მსახიობების ნაკრები კი საერთოდ გენიალური: ტომ კრუზი, ჯულიანა მური და სხვები..
10. ოსკარი და ქალბატონი ვარდისფერში / Oscar et la dame Rose
გენიალური შმიდტის გენიალური ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონის მიხედვით გენიალურად გადაღებული ფილმი, ბიჭუნაზე, რომელსაც სიმსივნე აქვს და მთელ სამყაროზეა გაბრაზებული, რადგან გაიგებს რომ უნდა მოკვდეს. ფილმი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს! როგორ შეიძლება იცხოვრო 12 დღეში 120 წელიწადი!
11. Cash Back
უძილობით შეპყრობილი ბიჭი გადაწყვეტს ღამის ცვლაში დაიწყოს მუშაობა და აღმოაჩენს, რომ გონებით დროის შეჩერება შეუძლია, თუმცა ეს მთავარი არ არის. მის ნხვაზე დაკარგული დრო, ფუჭად გადაყრილი ნამდვილად არ არის.ძალიან კარგი ფილმი.
12. Human Traffic
ძალიან უნიკალური ფილმი ნარკოტიკებით ვაჭრობასა და კლუბურ კულტურაზე ინგლისში. 5 მეგობარი თავდავიწყების ვიკენდს იწყობს. შესანიშნავი კომედია.
13. Matador
შუა ასაკის კრიზის ხანა და თქვენ წარმოიდგინეთ პირს ბროსნანი, ყოფილი აგენტი 007 ამ როლში. ძალიან სახალისო ფილმი.
14. The Good, The Bad, And The Weird
კლასიკური ვესტერნის შესანიშნავი, აზიური ვერსია. გადამალული განძი და რუკა, რომლის გულისთვის ნახევარი კორეა ერთმანეთს დასდევს.
15. Kiss, Kiss, Bang, Bang
კომედია მკვლელებზე. კრიმინალი შემთხვევით გადასაღებ მოედანზე ხვდება და დეტექტივის როლს მიიღებს.
16. Big Trouble
სამი ყოვლად განსხვავებული ადამიანის, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო, ძალიან უცნაური დაკავშირება ერთმანეთთან. მსუბუქი და სახალისო ფილმი. ყურება ნამდვილად ღირს.
17. 13 Assassins
მეომრული ფილმების ეპიკური ფილმი, ფინალში ბრძოლის მასობრივი სცენებით. ძალიან მაგარი ფილმი იმათთვისაც კი ვინც ამ სტილის ფილმების დიდი გულშემატკივარი არ არის.
18. Attack the Block
უცხოპლანეტელები ინგლისს ესხმიან თავს და მათთგან ქვეყნის დაცვა თინეიჯერ ხულიგნებს უწევთ, რადგან პოლიცია ნარკოტიკებით მოვაჭრეებთან ომს არის გადაყოლილი და ვერაფერს ხედავს.
19. Brick
ეს არის ფილმი ბიჭზე, რომელიც ტოვებს სასწავლებელს და მისი უცნაურად გამქრალი მეგობარი გოგოს გაუჩინარების გამოძიებას დამოუკიდებლად იწყებს. ლევიტის ცუდი ფილმი გინახავთ? იფიქრეთ ამაზე!
20. დოქტორი უცნაურსიყვარულა, ანუ როგორ დავანებე თავი დარდს და ვისწავლე ბომბის სიყვარული/
Dr. Strangelove (Or How I Stopped Worrying And Learned to Love the Bomb)
კუბრიკის კიდევ ერთი შედევრი ძალიან უცნაური სათაურით. იგი შეშლილ ამერიკელ გენერალზეა, რომელიც ატომური ბომბის გაშვების ბრძანებას იძლევა და მერე პრეზიდენტი ატომური ომის თავიდან აცილებას ცდილობს. ძველი ფილმია, მაგრამ ეს ღირებულებას არ უკარგავს.
იხილეთ აგრეთვე : 20 შესანიშნავი ფილმი, რომელიც შეიძლება არ გქონდეთ ნანახი
Comments are closed.