გენიალური გურული იუმორი – ნაწილი მეორე

1
1672
Group of workers harvesting tea. Greek women. [Chakva] [between 1905 and 1915] Sergei Mikhailovich Prokudin-Gorskii Collection (Library of Congress).

 

მეგრელს , იმერელს და გურულს ეკითხებიან … რა უფრო ჩქარია , სინათლის შუქი თუ ხმის სიჩქარეო???- იმერელი იტყვის ხმის სიჩქარეო, მეგრელი სინათლისო, გურული – ტრაწიო…

– კი მარა ტრაწი რა შუაშია?

– რა შუაშია და გუშინ სახლში რომ შევარდი და ვერც ხმის ამოღება მოვასწარი და ვერც სინათლის ანთებაო, ისე ჩევი –იო !!!.

 

****

გურულს ეკითხებიან :

– “ვიაგრა”-ს ტაბლეტებზე გაგიგია რამე ?

– “ვიაგრა” რაი ძამა , რისთვის სვამენ ?

– რისთვის და ორჯერ- სამჯერ რო შეძლო ქალთან…

– რაია , დამაწყნარებელია თუ ?!

 

****

ექიმი ეუბნება გურულ პაციენტს:

– იცოდეთ დღეიდან თქვენთვის ღვინო და ქალები აღარ შეიძლება !

– აბა, დუდუკი ქე გეიკეთე, ექიმო, უკან – უპასუხა გურულმა

 

*****

გურიაში სოფელ შემოქმედში გზაზე მამაო დგას, ჩამოივლის ტაქსი და გააჩებს.

–შვილო, სულ 5 ლარი მაქ და გეხვეწები ლიხაურში გამიყვანე.

–ვერა მამაო, მაგ ფულით ბენზინსაც ვერ ჩავასხამ, არ მეყოფა ლიხაურამდე.

–შვილო, სამადლო საქმეა, ძალიან მეჩქარება, ღმერთი შეგიწირავს.

–კაი მამაო. დაჯექი წაგიყვან.

მოკლედ, წაიყვანა მამაო ტაქსისტმა და დაიწყო ლაპარაკი.

–მე მორწმუნე კაცი ვარ, ეკლესიაშიც დავდივარ, ვეზიარები, ლოცვებსაც ვკითხულობ მამაო, მარა მამაჩემი იყო ნამეტარი ურწმუნო კაცი. მის ცხოვრებაში პირჯვარი არ გადუუწერია და ეკლესიაში არ შესულა. რომ კვდებოდა ვიფიქრე ვაზიარებ და მუუყვან მღვდელს მეთქი, მარა სადა, არ გეიკარა. მაი უეჭველი ჯოჯოხეთშია მოხვედრილი. მამაო, არ მინდა მე შენი5 ლარი, იქნება ილოცო მამაჩემიზა და დევეხმაროთ აქიდან.

– ბიჯო, მისმინე ახლა, შემოქმედიდან ლიხაურში არ მიგყავდი 5 ლარად და მე მამაშენი გადევიყვანო მაგ ფულად ჯოჯოხეთიდან სამოთხეშიო?!

 

*****

გურული მატარებლით მგზავრობს. მოუნდა ტუალეტში შესვლა.ნახა რომ კარი არ იკეტება. არადა ძალიან უჭირს.დაჯდა უნოტაზზე და ამ დროს იღება კარი.  ქალია.  მიშტერებია გურულს. -ე,რას იზამ ახლა, ქალბატონო, გახვალ და მიხურავ კარს თუ ჩევიწიო და ჩამოგაჯინო?

 

****

გორბაჩოვის დროა, არყის გამოხდა და შენახვა აკრძალულია. გურულთან სახლში მილიციელები მივიდნენ – სახლი უნდა გავჩხრიკოთ და დაგაპატიმროთ, არყის სახდელი აპარატი გქონიაო.

– არყის სახდელი კი მაქ ძამა, მარა არ ვხდი და არაყიც არ მაქვსო, – უთხრა გურულმა.

– არაყი არ გაქვს, მარა სახდელი აპარატი ხომ გაქვსო?

– მაშინ ძამა ბარემ გაუპატიურებაზე დამიჭირეთო, – აღშფოთდა გურული.

– გაუპატიურებაზე რატომ, ვინ გააუპატიურეო – ეკითხებიან.

– არავინ გამიუპატიურებია, მარა აპარატი ხომ მაქვსო?

 

****

მეტროში გურულმა ჯიბგირმა სამსახურიდან მომავალ კაცს ხელი ჩაუყო ჯიბეში.

-ჰაიტ ვის პარავ ფულს შე მათხოვარო ! – უყვირა კაცმა ჯიბგირს.

– რაიო ?! ვინაა მათხოვარი შე მართლა მათხუარო , ორი ,,კრუგი დავარტყი” შენს ჯიბეებს და გახრეტილი ოც კაპიკიანი ძლივა გინახე !!! – იქეთ მიალანძღა გურულმა

 

****

ლიხაურში ბაბუაჩემს, შუტუ ჭანიშვილს, გზაზე შეხვდა სასწრაფოს მანქანა ეკითხება ექიმი: ბიძია, ავადმოფი ესა და ეს გვარი (არ დავასახელებ) სად ცხოვრობსო? ბაბუაჩემმა ახედა და :აგერ ბიძიკო ამ ჩაყოლებაზე სულ მაგ გვარის ხალხი ცხოვრობს, ეგენი ყველა ავადმყოფები არიან და  რომელთანაც გინდათ, იმათთან შედითო…….

 

******

ბაღანე სწავლობს ხ-ს წერას, დაიწყებს ზევიდან.რომ უნდა მოამრგვალოს ეკითხება მასწავლებელს:

– “მას ამ ხუს თავი შენკენ უქნა თუ ფანჯრისკენო ? “.

– მაი ხუ მიარჭვე მამაშენსო !!! – გადეირია მასწავლებელი

 

******

გურულ გოგონას მიადგა აბეზარი თაყვანისმცემელი:

– გოგონი, ვიცი, რომ დიდი ხანია ელოდებით თეთრ ცხენზე ამხედრებულ უფლისწულს.

— მერე?

— აი, მოვედი კიდევაც.

— კაია, მარა უფლისწული სადაა?!

*****

გურული დასტირის მეგობარს:  ეს რა მოგსვლია შე საწყალო, არა და ერთი კვირის წინ რომ გნახე, რა კარგად იყავიიიიი

მიცვალებულის ცოლი: არ იყო კარგად არააააააა

გურული:  გუშინწინაც არაფერი გეტყობოდა სასიკვდილო, კარგად იყავიიიი

ცოლი: არ იყო კარგად არაააააა…

გურული:  გუშინაც ჯოკერს რომ ვთამაშობდით, ისე კარგად იყავიიიი…

ცოლი: არ იყო კარგად არაააააა

გურული: ე ქალო მაცალე ტირილი, რაცხა იყო, ამას ხო ჯობდა

******

გურიაში სტომატოლოგს შეუვარდა ყაჩაღი იარაღით:

–ფული სასწრაფოდ და ოქრო!

-შენ გენაცვალე, ფული ყველა ბანკში შემაქ ყოველდღე და სახლში კაპიკი არ მაქ, რა გიყო, 10 ლარი მაქ პურიზა თლად!

-რაიო, –  გადირია ყაჩაღი, – აბა ტყულა მევედი?!

-რა გიყო, ძამა?! ისე, ნაწყენი რომ არ წახვიდე, 2-3 კბილს ამოგიღებ, თუ გინდა!..

******

 

გურული თევზაობს,მაგრამ ვერაფერს ვერ იჭერს გაიხედავ გვერდით BMW X6 არის კაცი მოსული და ძალიან ძვირიანი აკენსებით თევზაობს ,თან ძალიან ბევრ თევზს იჭერს. გურული მივა ამ კაცთან და თხოვს,  ერთი ორი თავ თევზი მაჩუქე, თორემ ვერაფერი ვერ დავიჭირე და ბაღნები მშივრები დამრჩნენო.კაცმა უთხრა: სულ წაიღე მე ამის დაჭერა მიყვარს თუარა ჭამა არაო და მთელი თევზი აჩუქა.

ძალიან ბევრი იყო და გურულმა ვერ ზიდა.  იმ კაცმა უთხრა: მოდი, მე წაგაღებინებო და მანქანით მიიყვანა სახლში. მივიდნენ და ეზოში 9 ბავშვი დახვდათ, ცეკვა დაიწყეს,  მამამ რამდენი თევზი მოიტანაო და ამ მდიდარმა კაცმა უთხრა გურულს – მედა ჩემი ცოლი უშვილოები ვართ. ერთი შვილი მომე და გავზრდით, გზაზე დავაყენებთ და კაცს გამოვიყვანთო.  გურულმა უპასუხა: ყველა წეიყვანე, ძამა, მე აგენის კეთება მიყვარს თუარა გაზრდა კიარაო

*******

გურულმა სოფლის ბირჟაზე დილას განაცხადა:
გუშინ ლამარიე გაუპატიურებას გადავარჩინე!
კი მარა, რაფერ?

დევიყოლიე!!!

 

********

გურიაში სტუმრად მყოფმა ქალბატონმა იმდენი მსხალი ჭამა ბოლოს ცუდად გახდა და პროტეზიც დაკარგა.ბევრი ეძებეს და….გამეიარა მეზობლის ბაღანამ,რას ეძებთო -იკითხა,რომ გაიგო რაშიც იყო საქმე, სტუმარს გდმოძახა:შენი იყო ბებია იი პომადიანი პროტეზი, გიზოს ძაღლი რომ ირგებდა წახანეო?

 

*******

გურულები დგანან და პოლიტიკაზე ბაასობენ:

-ჩვენი მთავრობა ამბობს, ევროპას გავასწრებთო!

-რას ამბობ, ძამა, რაფერ შეიძლება მაი?

-რეიზა ვითომ?

-უკან შარვალი რომ გვაქ გამოხეული დაგვინახავენ და მოგვეჭრება თავი

 

****

დიალოგი გურულ მათხოვართან:
– არ გრცხვენიათ, ახალგაზრდავ , ქუჩაში რომ მათხოვრობთ?
– უყურე შენ, აბა, რა ვქნა, ოფისი გავხსნა?

******

ადიდებულ მდინარეს მიაქვს ქალი, ვერავინ ბედავს მიშველებას, ბოლოს ერთი გაბედული გადახტება და დიდი გაჭირვებით გამოიყვანს , მაგრამ მხოლოდ წელზევითაა ნაპირზე, წელსქვევით ისევ წყალშია. დაუწყებს მასაჟებს, ნაყლაპი წყალი რომ ამოაღებინოს ამ ქალს….
ნაპირიდან გურული მიაძახებს:
-ამოაყოფიე ტრაკი წყლიდან თუ არა გადმოაკაჩავა აი მდინარე მეორე მხარეს!

*******

გურული და მეგრელი ნარდს თამაშობენ.გააგორებს გურული და დასვამს დუშაშს.გააგორებს მეგრელი და დუ იაქე. გააგორებს გურული და ისევ დუშაშს დასვამს. მეგრელი გაბრაზდება და გადაირევა.-რატომ ბრაზდები ძამა?-ამშვიდებს გურული,-სექსი ხომ არ არის ორივემ რო ვისიამოვნოთ?

*****

კაძახი მიდის გურულ მამაოსთან და შეწუხებული სახით ეუბნება:
– მამაო, 2 დღეა რაცხა თავი მტკივა ნამეტანი და მიშველე რამეო.
მამაო ეკითხება:

– მონათლული თუ ხარ?
– კი მამაო
– დილით და საღამოს ლოცულობ?
– კი მამაო – პასუხობს კაცი
– მარხვას იცავ?
– კი 
–ცოლს ხომ არ ღალატობ?
– არა, მამაო
– აღსარებას რეგულარულად აბარებ?
– კი მამაო. . .
მამაო დაფიქრდა, მერე მოჭუტული თვალით თავზე შეხედა და ეუბნება:
– რას გეტყვი ბიძიკო იცი? შარავანდედი გიჭერს პატარაზე მგონია და გეიწევს აწი, ზაფხული მოდისო…. 

 

წყარო : საკრიმანჭულო საზოგადოება

ნაწილი პირველი

Comments are closed.