– შენ ერთი პატარა ბიჭი ხარ და არ იცი რას ლაპარაკობ.
– დიდი მადლობა.
– არაფრის. ბოსტონის გარდა სადმე ყოფილხარ?
– არა.
– რომ გკითხო, ხელოვნებაზე რას ფიქრობ-მეთქი, ალბათ დაწვრილებით მიამბობ ყველა წიგნის შესახებ, რაც ხელოვნებაზე წაგიკითხავს. იცნობ მიქელანჯელოს, ბევრი რამ იცი მის შესახებ, იცნობ მის ნაშრომებს, პოლიტიკურ შეხედულებებს, იცი როგორი დამოკიდებულეა ჰქონდა რომის პაპთან, იცი მისი სექსუალური ორიენტაცია, იცნობ მის ნამუშევრებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ იცი, როგორი სუნია სიქსტინის კაპელაში, იქ არასდროს ყოფილხარ, საკუთარი თვალით არ გინახავს როგორ არის მოხატული მისი გუმბათი…
ქალებზე რომ გკითხო რამე, ალბათ მეტყვი, რას ფიქრობ მათ შესახებ, შეიძლება სექსიც გქონია ბევრთან, მაგრამ შენ წარმოდგენა არ გავქს, რა გრძნობაა, როცა დილით ქალის გვერდით იღვიძებ და ბედნიერი ხარ…
კი მაგარი ბიჭი ხარ… რომ გკითხო, ომზე რას ფიქრობ-მეთქი, შექსპირიდან მეტყვი ციტატებს, ასე არ არის? “ო, ისევ ბრძოლა, მეგობრებო!”… მაგრამ შენ არ ყოფილხარ ომში, არ იცი, რა საშინელებაა ხელში რომ ჩაგაკვდება მეგობარი…
სიყვარულის შესახებ რომ გკითხო, სონეტს წამიკითხავ, მაგრამ არ იცი რა არის, როცა თვალებში უყურებ ქალს, შენ არ გყოლია ქალი, ვისთანაც ბედნიერი იქნებოდი… არ გქონია განცდა, რომ ღმერთმა სპეციალურად შენთვის გამოგზავნა ანგელოზი, რომელიც ჯოჯოხეთისგან გიხსნის… არც ის იცი, რა ბედნიერებაა, როცა თავად ხარ მფარველი ანგელოზი საყვარელი ქალისთვის. როცა მთელი არსებით გიყვარს ვიღაც და მზად ხარ მასთან ერთად გამოსცადო ყველაფერი, ყველა უბედურება… არ იცი რა ძნელია ორი თვე საავადმყოფოში სკამზე ძილი, როცა მისი ხელი ხელში გიჭირავს და ექიმები შენს თვალებში კითხულობენ, რომ მნახველთათვის დაწესებულ საათების განრიგს შენთვის მნიშვნელობა არ აქვს. შენ არ იცი, რას ნიშნავს ძვირფასი ადამიანის დაკარგვა. რადგან ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც საკუთარ თავზე მეტად უყვარს სხვა ადამიანი. ალბათ არავინ გყვარებია ასე ძლიერად.
გიყურებ და ვერ ვხედავ განათლებულ, თავდაჯერებულ ადამიანს. მე ვხედავ პატარა, ქვეშაფსია, შეშინებულ ბიჭს. შენ გენიოსი ხარ, უილ, ამას არავინ უარყოფს. შეიძლება ბევრი ვერ ამჩნევს შენს შესაძლებლობებს. შენ მიგაჩნია, რომ ყველაფერი იცი ჩემს შესახებ იმიტომ, რომ ჩემი ნახატი ნახე და მთელი ჩემი ცხოვრება სააშკარაოზე გამოიტანე. ობოლი ხარ არა? ვიცი, რომ მძიმე ბავშვობა გქონდა. ვიცი რას გრძნობ, ვინ ხარ შენ, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ოლივერ ტვისტი მაქვს წაკითხული… ეგ წიგნი შეიძლება შენ დაგეხმაროს. ეს ყველაფერი მე ფეხებზე მკიდია და იცი რატომ, იმიტომ, რომ მე შენგან ისეთს ვერაფერს ვისწავლი, რასაც წიგნებში ვერ წავიკითხავ, სანამ შენ თვითონ არ მოისურვებ, რომ შენ შესახებ მიამბო. როცა ამას გადაწყვეტ, მერე გავაგრძელოთ საუბარი. მაგრამ შენ არ გინდა ამის გაკეთება, ხომ ასეა?! ახლა შენი სვლაა, ბელადო!…
ნაწყვეტი ფილმიდან Good Will Hunting
ფილმები, რომლებიც უნდა ნახო!