7 ლეგალური მცენარე, რომელიც ზრდის თქვენს ცნობიერებას და გხსნით ალტერნატიული რეალობისთვის

0
4174

 

მცენარეები გვკვებავენ, გვარჩენენ და გვაცოცხლებენ. მცენარეები გვეხმარებიან შემეცნებაშიც, იმაზე მეტის დანახვაშიც, რასაც ჩვენი შეზღუდული აღქმებით ვხედავთ. ბევრი მცენარე, რომელიც წარმოსახვის გაზრდაში გვეხმარება, აკრძალულია სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ არსებობენ ლეგალური მცენარეებიც, რომელთა საშუალებით ბევრი ახერხებს ცნობიერების გახსნას და ალტერნატიულ რეალობასთან ზიარებას

 

  1. კოსას (Xhosa) ფესვები – წინასწარმეტყველური ხილვებისთვის

კოსა, იგივე Silene capensis, მიხაკისებრთა ოჯახიდან არის. ამ მცენარეს შამანები აქტიურად იყენებდნენ წინაპრებთან კავშირის დასამყარებლად და წინაპრები კავშირზე ყველაზე ხშირად სიზმრების საშუალებით გამოდიან. ამ ფესვებს ფხვნილად აქცევენ წყალში ძრავენ და დილით უზმოზე სვამენ. მისი ეფექტი ნელია და სიფხიზლეში არავითარი ეფექტი არ აქვს, თუ არ ჩავთვლით მიღებიდან 20 წუთის შემდეგ სინათლის ტალღებს. კოსა ღამით იწყებს მოქმედებას და მისი მეშვეობით ძილში გაცნობიერებული სიზმრის მდგომარებას ვაღწევთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხილვებს ვერ ხედავენ ისინი, ვინც წინასწარმეტყველებისთვის არ დაბადებულან.

 

  1. ინტელექტის ხე, იგივე Celastrus Paniculatus

გარდა იმისა, რომ ლუციდური სიზმრებისთვის შესანიშნავი საშუალებაა, ამ საოცარ მცენარეს მედიცინაშიც დიდი ისტორია აქვს. იგი მენტალური სიჯანსაღის აღსადგენად გამოიყენება. აუმჯობესებს მეხსიერებას, ფოკუსირებას. ისინი ვინც 10-15 მარცვალს იღებენ მისი თესლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გრძნობენ კოგნიტიური ფუნქციებისა, მათ უკეთესად შეუძლიათ კონცენტრირება, უკეთესად სწავლობენ და გაცილებით გამჭრიახები არიან.

  1. ცისფერი ლოტუსი

ეს  ეგვიპტელების ყველაზე წმინდა მცენარე გახლდათ. იგი სამყაროს საწყისის სიმბოლოდ მიიშჩეოდა და თაყვანს სცემდნენ სწორედ იმ ჰალუცინოგენური თვისებების გამო რაც მას გააჩნდა. იწვევდა ეიფორიულ მდგომარეობას და ამდიდრებდა წარმოსახვას. ალბობდნენ წყალში ან ღვინოში. გარდა ამისა, სამედიცინო თვალსაზრისითაც გამოიყენებოდა:  აუმჯობესებდა სექსუალურ დრაივს, სისხლის მიმოქცევას  და ანელებდა დაბერების პროცესს.

  1. ველური სატაცურის ფესვები

უძველესი გადმოცემების მიხედვით ეს ადაპტოგენიკური მცენარე ცნობიერებას ძილში ფრენის შესაძლებლობას აძლევს. თქვენ სხვადასხვა განზომილებებში მოგზაურობთ და ალტერნატიულ რეალობებს ეზიარებით. გარდა ამისა, სტრესთან გამკლავებაში გეხმარებათ და ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას იწვევს, სწორედ გონებიდან რაღაცეების გასწორებით.

  1. ზღვის ცერცვი, იგივე Entada rheedii

იმისთვის რომ ლუციდური სიზმრების ფაზას მიაღწიონ და სულიერების სამეფოში გაისეირნონ ადამიანები ცერცვის შიგთავსს ჭამენ. ზღვის ცერცვი გამოიყენება სამედიცინო თვალსაზრისითაც: კანის მოვლის საშუალებიდან დაწყებული, ბავშვებისთვის ღრძილების ქავილით დამთავრებული თითქმის ყველაფრისთვის გამოიყენება, თუმცა ყველაზე ღირებული მაინც მისი შამანური თვისებებია.

  1. მექსიკური აბზინდა

მექსიკური აბზინდა სუნელად გამოიყენება ყველაზე ხშირად, არომატისთვის, თუმცა მას ძილის წინ ეწევიან კიდეც, საკმევლადაც ანთებენ, ან ჩაიდ აყენებენ და ისე მიირთმევენ.

 

  1. მამულა

იგი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია გავრცელებული და ევროპაში საუკუნეებია უკვე მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებლად და საძილე საშუალებად გამოიყენება, თუმცა, როგორც მექსიკურ აბზინდას, მასაც სულ სხვა დანიშნულებით ეწევიან, საკმევლად ანთებენ ან ჩაიდ აყენებენ და სვამენ. იგი ლუციდურ სიზმრებს და ხილვებს იწევს, გარდა ამისა დღისით ფხიზელ მდგომარეობაში ქვეცნობიერ დონეზე მოქმედებს და ბევრი რამე ამოაქვს ზედაპირზე.

 

ჩვენ სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ ალტერნატიულ რეალობებში 😀