- არაფერი შეედრება საკუთარ თავთან ისევ მარტოდ დარჩენას. ტყეში მშვიდად სეირნობას, ყავის მოდუღებას საკუთარი თავისთვის, ყალიონის შეკეთებას და ამ დროს ნელა და უმიზნოდ ფიქრს.
- ადამიანებისგან და სახლებიდან კილომეტრებით დაშორებულს ჩემს მარტოობაში იმდენად ბავშვურად და უდარდელად ბედნიერი ვარ, თქვენ შეუძლებელია გაიგოთ, თუკი ვინმემ არ აგიხსნათ.
- თუნდაც მომკალით, მაგრამ არასოდეს ვიტყვი რომ მილიონერი რომელიც ქველმოქმედებას ეწევა აღფრთოვანების ღირსი იყო!
- სიხარულის და მწუხარების წყარო თავად ჩვენშია, თავად ჩვენა ვართ.
- ყოველი ღარიბი თვალთმაქცობს ფულისადმი გულგრილებაში, ამიტომაც არიან ღარიბნი.
- დილით ოდნავ თვალგახელილს ჩვევად უნდა გექცეს იფიქრო, რა გაგეხარდეს დღეს!
- როცა ბავშვი იზრდება სასწაული ქრება.
- სიყვარულიც ზუსტად ისეთივე ძალადობრივი და საშიშია, როგორც მკვლელობა.
- სიყვარული დროებითი ავადმყოფობაა, რომლის დროსაც უნდა წახვიდე სახლიდან და დარჩე საკუთარ თავთან მარტო, ასე არ არის?
- განა სულერთი არ არის რისი გწამს? თუკი შინაგანად გწამს, რომ სწორი ასეა და არა სხვაგვარად?
- არ არსებობს გზა რომელზეც საფრთხე არ გველოდება.
- წერე ყოველდღე ცოტა უიმედოდ, სასოწარკვეთილების გარეშე
- სილამაზის შეურაცხყოფა, მისი ზეწარ ქვეშ დამალვაა.
- და სიყვარული გახდა სამყაროს საწყისი და მმართველი და გზადაგზა ტოვებდა სისხლსა და ყვავილებს, სისხლსა და ყვავილებს.
- შეუძლებელია იმაზე უარესი დაემართოს ახალგაზრდა ადამიანს, ვიდრე ნაადრევად კეთილგონიერებისა და უარყოფის სანგარში გამაგრებაა.
- ყველას თავისი ახირებები აქვს, განსაკუთრებით უბრალო რამეებში.
- სიმართლე არც ობიექტურობაა და არც დაბალანსებული შეხედულებები. სიმართლე პირადი ინტერესებისგან თავისუფალი სუბიექტურობაა.
- ზოგი ცოტას გაძლევს და ეს მათთვის ბევრია, ზოგი ბევრს გაძლევს და ეს არაფრად უღირს.
- შემთხვევითი, წუთიერი აზრების გამო, ადამიანის დადანაშაულება არ შეიძლება. განსაკუთრებით მაშინ, როცა გაუსაძლისი თავის ტკივილი გაქვს და სხვისი ნივთის მუდმივი თრევა სიქას გაცლის.
- გახდი პირველი თანასწორთა შორის.
- მშვენიერია უბრალოდ ისიც კი, რომ ცოცხალი ხარ!
Dare to live!