10 გენიალური ფილმი, რომელიც ფსიქოლოგიით დაინტერესებულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს

0
17848

მეორე ნაწილი

 

1. Girl, interrupted/ შეწყვეტილი სიცოცხლე

 


რა არის ნორმა და რა არის გადახრა? ვინ არიან ფსიქიურად დაავდებულები? ფილმის უმთავრესი იდეა ის არის, რომ მენტალურად ავადმყოფები არ არსებობენ, არ არსებობენ შეშლილები. ჩვენ ყველანი შეშლილები ვართ, უკლებლივ, ფსიქიატრიულის კედლებს შიგნით, თუ გარეთ… როგორ შეიძლება დავასკვნათ რომ ვინმე არანორმალურია?

2. I stand alone/ მარტო ყველას წინააღმდეგ/ Seul contre tous


იზოლაცია, უარყოფა, უმუშევრობა.. ფილმი ყასაბზე, რომელსაც არ აქვს სახელი. იგი პატარა იყო როცა დაობლდა, მასზე სექსუალურად ძალადობდა მღვდელი…მას არ ჰქონდა საშუალება ესწავლა ამიტომაც აირჩია ასეთი პროფესია. იგი ქალიშილთან ერთად ცხოვრობს, რომელიც დედამ მხოლოდ იმიტომ მიატოვა, რომ ბიჭი არ იყო… ფილმი მძიმეა..განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც არ სურს ნამდვილი ცხოვრებისთვის თვალის გასწორება, ამიტომაც კულმინაციის მომენტში გაფრთხილებთ კიდეც, რომ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ყურება.

 

3. Breaking the waves/ ტალღების გაპობა


ლარს ვონ ტრიერის პირველი ინგლისურენოვანი ფილმი. ბესის ღმერთი უყვარს, ხშირად ლაპარაკობს მასთან, მაგრამ მხოლოდ სხვა ადამიანის სახეში შეიძლება მისი ნამდვილი სახის ხილვა. ადამიანური ტრაგედია, დრამა, დანაშაულის გრძნობა, რწმენა, თავგანწირვა და ადამიანური ბრძოლები – აი, ეს არის ღმერთი.

 

4. Memento/ გახსოვდეს

კაცი, რომელსაც 10 წუთიანი მეხსიერება აქვს ცოლის მკვლელის პოვნას ცდილობს. შურისძიების საოცარი ძალა, მოგონებების გარეშე. ფილმი, რომელიც ყველაზე კარგი მეხსიერების პატრონსაც კი აუბნევს თავგზას. შენც დეტექტივი ხდები, დეტექტივი, რომელსაც არაფერი ახსოვს, შენ მთავარი გმირი ხარ, გაქვს მიზანი და არ გაქვს მოგონებები.

 

5. Shawshank redemption/ გაქცევა შოუშენკიდან


ფილმი, რომელიც იმაზე უკეთესს გხდის, ვიდრე ხარ. იცხოვრე, ან მოკვდი! რას ნიშნავს გიყვარდეს და გინდოდეს სიცოცხლე, რას ნიშნავს იყო თავისუფალი ციხეშიც, რას ნიშნავს შინაგანი თავისუფლება.. ეს არის ფილმი ნამდვილ თავისუფლებაზე. სამუელ ნორტონს ფროიდის იდეებიც ბლომად აქვს ფილმში – თავდაცვითი მექანიზმების წყალობით რეალობის სხვანაირად აღქმა.. ყველაფერი დამოკიდებულებებია! მხოლოდ და მხოლოდ გარემოსთან ადაპტაციის და სიტუაციასთან მორგებით თუ მოახერხებ გადარჩე, იცხოვრო და თავი დააღწიო ციხეს. ფილმში უამრავი საინტერესო ტიპაჟი შეგხვდებათ, ძალიან ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური პორტრეტებით.

 

6. All about eve/ ყველაფერი ევას შესახებ

ადამიანები ადამიანური სურვილებით და მიზნებით, თავიანთი გულუბრყვილო შეხედულებებით გულუბრყვილობაზე და უმანკოებაში შენიღბული უდიდესი მანიპულატორი. როგორ შეიძლება გამოიყენოს ვინმემ თქვენი სისუსტეები და რაზეა წამსვლელი საკუთარი მიზნისკენ მიმავალი ქალი. ფილმი საზოგადოების მიერ ნორმალურად აღქმულ ფსიქოპატზე, რომელსაც საერთოდ არ ადარდებს რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს მის მანიაკლურ ქცევებს და მისთვის ყველა და ყველაფერი მხოლოდ იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მან, მას კონტროლი სურს… და ასეთ ფსიქოპატებს ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით, შესაძლოა ყოველდღეც. მანიპულატორების ფსიქოლოგია.

 

7. Evil/ ბოროტება

15 წლის ერიკს სადისტი მამინაცვალი ყოველდღე სცემს ,,ჭკუა რომ ასწავლოს“, დედა კი მას ხელს არ უშლის. მოზარდიც სწავლობს აგრესიას და სკოლაში სასტიკად ჩხუბობს. ამიტომ გადაწყვეტენ, რომ ის ბოროტია და ახალი ცხოვრების დასაწყებად სხვა სკოლაში გზავნიან, სადაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ნამდვილ ბუდეში ხვდება. ბულინგის ფსიქოლოგია მორალი და აგრესია.

 

8. Vertigo/ თავბრუსხვევა


ფილმი, რომელიც დღემდე ფსიქიატრების განხილვის საგანია. ჰიჩკოკს ეტყობა ფროიდის ფილოსოფია. პათოლოგიები, შიშები, გადახრები, ფობიები, ჩახშული სექსუალობა, ეროტიკული ფეტიშიზმი, უარყოფა და ა.შ. აქ ყველაფერი სიმბოლურია, სარკეები იდენტობის პრობლემებია, კიბეები აღმასვლა, ან ვარდნა…მოკლედ, ჩვენი ფილმების სიებში ფსიქოლოგიით დაინტერესებულთათვის, ყოველთვის იქნება ერთი ჰიჩკოკის ფილმი მაინც, რადგან ფილმებში ფსიქოლოგია ჰიჩკოკით იწყება სწორედ!

 

9. Dogville/ დოგვილი

რა ხდება როცა ინდივიდუალური პათოლოგიები ჯგუფურ გაუცნობიერებლობას ერწყმის. სადომაზოხიზმი, ზედაპირზე ამოტანილი დამახინჯებული ფანტაზიები, თავდაცვითი მექანიზმების ტირანია, რომლებიც სხვებთან ურთიერთობის საშუალებას არ გვაძლევს. ჯგუფი და ინდივიდი. სხვები და შენ. ჩვენ ყველანი დოგვილში ვცხოვრობთ. ფილმი, რომელიც ბევჯერ უნდა ნახო და რომელზეც ბევრი უნდა იფიქრო.

 

10. Synechdoche, New York/ სინეკდოჰი, ნიუ იორკი


ფილმი სადაც წაშლილია ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის. ეს ფილმი იუნგისეული ფილოსოფიის მატარებელია.  მთავარი გმირი პიროვნული თვითაღმოჩენის სწორედ იუნგისეულ საფეხურებს გადის: ,,აჩრდილის“ გაცნობიერება – ძირითადი ინსტიქტები, ჩახშული სურვილები, სისუსტეები, ნაკლოვანებები… ,,ანიმუსის“ გაცნობიერება – საწინააღმდეგო სქესის ნაწილის საკუთარ თავში აღმოჩენა, საკუთარი სულიერი არქეტიპის გახსნა, როცა ადამიანი მისი ძლიერი მხარეების გაცნობიერებას იწყებს და ბოლოს თვითრეალიზაცია, როცა იგი სრულიად აცნობიერებს საკუთარ ეგოს და ,,მეს“. შენ გგონია, რომ გამოგიცდია მარტოობა რას ნიშნავს? რას ნიშნავს დანაკარგები? სიცარიელე? ამ ფილმის ყურების შემდეგ ეჭვი შეგეპარებათ.  ძილიც და სიფხიზლეც ერთნაირად მნიშვნელოვანი ძიებისთვის… ესეც იუნგია. მოკლედ, შეგიძლიათ ჩაუჯდეთ, მერამდენეჯერედაც გინდათ და კიდევ ახალ-ახალ რამეებს აღმოაჩენთ

 

იხილეთ ასევე – პირველი ნაწილი

გაგრძელება იქნება