,,ასეთი რამ როგორ გამიკეთა“ – იწყებოდა დილა ამ შეკითხვით და მთელი დღე თავში ჩამესმოდა. ყოველ წუთს, ყოველდღე.
საშინელი დეპრესია დამემართა განქორწინების შემდეგ, თუმცა გონებამახვილობა მეყო, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მეპოვა.
ერთ დღეს სამსახურში მისულს კომპიუტერის ეკრანზე ეს მესიჯი დამხვდა: თქვენს პაროლს ვადა გაუვიდა. დააჭირეთ ,,პაროლის შეცვლას“, რომ პაროლი შეცვალოთ.
ეს მესიჯი გაბრაზებული ბებოს ხმით წავიკითხე. ჩემს სამსახურში სერვერი ყოველთვიურად ითხოვს პაროლის განახლებას და თანაც თავისი წესები აქვს: უნდა გამოვიყენოთ ერთი დიდი ასო მაინც, ერთი პატარა, ერთი სიმბოლო და ერთი რიცხვი და თანაც 8 სიმბოლოზე ნაკლები არ უნდა იყოს. იმავე პაროლის გამოყენება სამი თვე მაინც აღარ შეგიძლია.
იმ დილით საშინლად ვჩქარობდი. ცხელოდა და უკვე გახვითქული ვიყავი ოფლში, დამაგვიანდა, ჯერ კიდევ ჩაფხუტი მეხურა. საუზმე დამავიწყდა, პირში სიგარეტის მაგვარი გემო მქონდა. 10-ს წუთები აკლდა და 10-ზე შეხვედრა მეწყებოდა. მანამდე უნდა მომესწრო. ტყუილი დროის კარგვა.
უნდა შემეყვანა პაროლი, რომელიც შემდეგ მთელი ოცდაათი დღის განმავლობაში ყოველდღიურად დღეში ვინ იცის რამდენჯერ უნდა ამეკრიფა.
უცებ ჩემი ბოსის სიტყვები გამახსენდა: პაროლით მთელს ჩემს ცხოვრებას შევცვლი!
იმ პერიოდში ვერაფერს ვუხერხებდი საკუთარი ცხოვრების სტილს და განწყობას. სამყარო უამრავ ნიშანს მიგზავნიდა, თუ რა უნდა შემეცვალა, რისთვის უნდა მიმეღწია, რომ საკუთარი ცხოვრების სადავეები ხელში ამეღო, მაგრამ არ ვაქცევდი ამას ყურადღებას.
პაროლი კიდევ ერთ მინიშნება გახდა. მან გამახსენა რომ დრო იყო გამოვსულიყავი მსხვერპლის როლიდან და რომ საკმარისად ძლიერი ვიყავი, რომ რაღაც მომეხერხებინა ამ განცდისთვის. მე ახალი პაროლი შევიყვანე: აპატიე@მ5ს.
ამის დაწერა დღეში რამდენჯერმე მიწევდა, რამდენჯერაც კომპიუტერს მოვშორდებოდი და ეკრანი დაიბლოკებოდა იძულებული ვიყავი ამეკრიფა: აპატიე მას!
ამ უმარტივესი ქმედებით ჩემი ყოფილი ცოლის მიმართ დამოკიდებულება შემეცვალა. მისთვის პატიების ყოველწუთს შეხსენებამ, მაიძულა მიმეღო ის რეალობა, რაც მოხდა და დეპრესიასთან გამკლავების ახლებური მეთოდი შემომთავაზა.
რამოდენიმე დღეში განწყობა საგრძნობლად შემეცვალა. მეორე კვირის ბოლოს შევნიშნე, რომ პაროლის შეყვანაზე ისეთი რეაქცია აღარ მქონდა. მან დაკარგა ძალა. ეს ,,მანტრა“ დამეხმარა. ყოველი აკრეფისას მახსენდებოდა, რომ უნდა მეპატიებინა და როცა საბოლოოდ ვაპატიე, განვიკურნე.
ერთი თვის შემდეგ ისევ შემახსენეს, რომ პაროლი უნდა შემეცვალა. მეც შემდეგი მიზანი დავისახე: შეწყვიტე@მოწევ5სამუდამოდ
საშინლად მტკიოდა ყველა აკრეფისას, მაგრამ ამის კეთება ერთგვარი შთაგონება იყო, საკუთარი თავისთვის შემოძახება და მოტივაცია, რომ მიზნისთვის მიმეღწია. არ დაიჯერებთ, მართლა დავანებე!
შემდეგ თვეში ჩემი პაროლი ასეთი იყო: გადადე@თანხა4ტაილანდისთვის
3 თვეში ტაილანდში წავედი…დანაზოგით.
მადლობა პაროლს!
ამ მეთოდს ახლაც ვიყენებ და წარმოიდგინეთ რამდენ რამეს მივაღწიე 2 წლის განმავლობაში.
გაინტერესებთ სია?
აპატიე@მ5ს – იმუშავა
შეწყვიტე@მოწევ5სამუდამოდ – იმუშავა
გადადე@თანხა4ტაილანდისთვის – იმუშავა
ჭამე@ნაკლები – არ იმუშავა, კიდევ ნაკლები მინდა
დაიძინე@12ამდე – იმუშავა
დაპატიჟე@ს5დმე – იმუშავა, შეყვარებული ვარ.
შეიძინე@კ5ატა – იმუშავა, უსაყვარლესი კატა მყავს
არდალიო@2თვეს – იმუშავა
დაურეკე@დედასყოველკვირ5 – იმუშავა
და ა.შ.
ამ თვეში ჩემი პაროლია: დაზოგეთანხა@ბეჭდისთვის
დიახ, მალე კიდევ უფრო გრანდიოზული ცვლილებები მაქვს.
და მაინც დიდი ენთუზიაზმით ველოდები ყოველ ახალ თვეს, რომ ახალი პაროლი დავაყენო. ეს საიდუმლო ჩემს ახლობლებსაც გავანდე და ბევრს დაეხმარა, ამიტომ თქვენთვის გაზიარება გადავწყვიტე. სცადე შენც და გააზიარე. დაეხმარე ადამიანებს, შეცვალონ ცხოვრება!
ჰო, მართლა, ის თანახმაა:
Dare@tochange! <3