24 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანებზე უპირატესობის მოპოვებაში დაგეხმარება

0
9486

 

  1. ბენჯამინ ფრანკლინის ეფექტი

ის ადამიანები, რომლებიც ერთხელ დაგეხმარენ, კიდევ დაგეხმარებიან, ისინი კი ვინც ზიანს გაყენებენ, აუცილებლად გაიმეორებენ ამას.

ამ აღმოჩენაზე დაყრდნობით, ფსიქოლოგებმა  ერთი ხრიკი მოიფიქრეს, ადამიანებს უნდა სთხოვო, რომ რაღაც სულ მცირე მაინც გაგიკეთონ, მათ დახმარება უნდა თხოვოთ, თქვენთვის ხელის გამართვის საშუალება მისცეთ. განსაკუთრებით კი მათ, ვისაც არ მოსწონხართ.  ეს აშკარა უპირატესობას გაძლევთ. იმ ადამიანის ტვინი, ვინც დაგეხმარათ ეჩვევა თქვენთვის დახმარების გაწევას და ის ფიქრობს, რომ მოსწონხართ. შემდგომშიც გვერდით დაგიდგებათ.

  1. თუ გინდა ვინმე დაითანხმო, საუბრისას თავი დაუქნიეთ

ეს ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური ხრიკია. ამ გზით  შეიძლება თოვლი შეასაღოთ ვინმეს ზამთარში. ადამიანებს მოსწონთ მიმიკები, სხეულის ენაზე კონტაქტობენ და როცა თქვენ თავს უქნევთ, საუბრის დასასრულს ისიც დაგიბრუნებთ ამ თავის ქნევას, რადგან ქვეცნობიერად უკვე  აიძულეთ მისი ტვინი, რომ დაგეთანხმოთ.

  1. ბარში თუ მუშაობთ ან მომხმარებლებთან შეხება გაქვთ უკან დაიკიდეთ სარკე

ისინი თავიანთ თავს დაინახავენ და ისე ძალიან არ მოეწონებათ, ეცდებიან სახე და მანერები გაასწორონ.

  1. სანამ უცხო ადამიანებთან შეხვედრაზე წახვიდოდე, წარმოიდგინე, რომ ამ ადამიანებს უკვე იცნობ

ტვინი ძალიან უცნაურად არის მოწყობილი, ხანდახან გგვგონია ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას, სინამდვილეში კი ქვეცნობიერი გვმართავს. ჩვენ არ ვართ კომფორტულად უცხოებს შორის და ქვეცნობიერს თავდაცვით პოზიციაში გადავყავართ. ეს უკანდახევაა. ეცადეთ მოახდინოთ კომფორტის იმიტაცია. თუკი წარმოიდგენთ, რომ ამ ადამიანებს იცნობთ, მაშინვე უპირატესობას მოიპოვებთ. ეს გაზრდის შანსს, რომ ადამიანები თქვენით დაინტერესდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, მოეწონოთ კიდეც.

  1. დააკვირდი ადამიანების ფეხებს, როცა მათ უახლოვდები

ადამიანის ჯგუფთან მიახლოებისას მათ სხეულებს დააკვირდით, თუ ისინი მხოლოდ წელს ზემოთ მოძრაობენ და ფეხები გაჩერებული აქვთ, ნიშნავს რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს განიხილავენ და მათთვის საუბარში შეჭრა არ ღირს. თუკი ფეხებსაც და ტანსაც ამოძრავებენ, მაშინ შეგიძლიათ თამამად მიხვიდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სწორ დროს გამოჩენა უპირატეს სიტუაციაში აღმოგაჩენთ, განსაკუთრებით კი თუ საუბარი ორივე მხარისთვის მოსაწყენი იყო.

  1. როცა კამათობ ვინმესთან გვერდით დაუდექი/დაუჯექი და არა პირდაპირ

როცა გინდა რომ მოსალოდნელი დაპირისპირება აირიდო, ან დაძაბული სიტუაცია განმუხტო ნურასოდეს დადგები/დაჯდები ვინმეს პირისპირ, ან ადექი და გვერდით გადმოუჯექი. ისინი დამშვიდდებიან. შეიძლება მართალიც იყო, შესანიშნავად ფლობდე კამათის ხელოვნებას, დამარწმუნებელიც იყო, მაგრამ ადამიანები ღიზიანდებიან, როცა არწმუნებთ, რომ ცდებიან. ამიტომ ამის გაკეთება არ ღირს.

  1. როცა მხარდაჭერა გჭირდებათ, თქვით: თქვენი დახმარება მჭირდება

არავის არ სურს ცუდი ტიპის როლში ყოფნა და დახმარებაზე უარის თქმა. ძირითად შემთხვევაში, როცა მათ ღიად მიმართავთ თხოვნით, აუცილებლად დაგეხმარებიან. საქმე ერთ ფსიქოლოგიურ მომენტშია –  როცა დახმარება შეგვიძლია და უარს ვამბობთ, გვიჩნდება ერთგვარი დანაშაულის შეგრძნება, სინდისის ქენჯნა და ეს არავის სიამოვნებს. ამიტომ თხოვნით მათზე აშკარად უპირატესობას მოიპოვებთ.

  1. თუ გინდა ადამიანები შენ მიმართ კარგად განაწყო, დაეთანხმე და გაიმეორე მათი სიტყვები

ნებისმიერი ადამიანი საკუთარი თავით უფრო მეტად არის დაინტერესებული, ვიდრე თქვენით. მათ სურთ რომ უსმენდნენ, ყურადღების ცენტრში იყვნენ, როცა შენ მათ დაეთანხმები, მათ სიტყვებს გაიმეორებ და მით უმეტეს, თუ მოახერხებ მისი აზრის გასამტკიცებელი თქვენეული არგუმენტები მოძებნოთ, აუცილებლად თქვენკენ გადმოიბირებთ და უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ის იფიქრებს რომ თქვენ კარგი მსმენელი ხართ, საინტერესო პიროვნება, მისი თანამოაზრე და აუცილებლად მოგისმენთ და თანაც განწყობილი, რომ უნდა დაგეთანხმოთ.

  1. თუ გინდა რომ გაიგო ადამიანი გისმენთ თუ არა, ხელები ასე გააკეთეთ საუბრისას:

ჩვენ ყველას გვინდა რომ ყურადღებით გვისმენდნენ და თავს არ ვიზოგავთ რომ მსმენელები ჩართულები იყვნენ. გინდათ გაიგოთ გისმენენ თუ არა? ბევრი წვალება არ გჭირდებათ. უბრალოდ ეს ჟესტი გამოიყენეთ. როცა ადამიანი გისმენთ, ის თქვენს მიმიკებს იმეორებს.

  1. სახელები გავიწყდებათ? საუბრის დროს ხშირად მიმართეთ სახელით

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანების სახელები აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ და თანაც აუცილებლად სწორი ფორმით, იმ ფორმით, რა ფორმითაც ის თავად წარმოგიდგენთ თავს. სხვა შემთხვევაში თქვენ უპირატესობას დაკარგავთ. როცა გაცნობენ – გაიცანით ეს დავითია, თქვენ თქვით: ,,სასიამოვნოა, დავით. დავით, საიდან იცნობთ თქვენ ერთმანეთს?“  ხშირად მიმართეთ სახელით და აუცილებლად დაგახსომდებათ.

  1. როცა კითხვას დასვამთ და ნაწილობრივ გიპასუხებთ, აცადეთ, აუცილებლად განაგრძობენ

უბრალოდ გაჩუმდი და თვალებში უყურე. თუ დაიძაბა სიტუაცია წარბები ასწიე, ეს ცოტა წნეხია თანამოსაუბრეზე, მაგრამ მათ ამ გზით აჩვენებთ, რომ დაინტერესებული ხართ და პასუხს ელოდებით. თანაც ეს ქვეცნობიერი მესიჯია, რომ თქვენი ის ტიპი ხართ, რომელიც ყოველთვის იღებს იმას, რაც სურს.

  1. დაიმახსოვრეთ რომ ადამიანები თავიანთ ემოციებზე არიან ფოკუსირებული და არა საგანზე

როცა საჯაროდ გამოდიხართ, მსმენელებმა დაახლოებთ მაინც იციან რაზე უნდა ისაუბრო, თუმცა ეს ტრაგედია არ არის. ამქვეყნად ყველაზე მოსაწყენ საკითხზე კი შეიძლება ისაუბრო საინტერესოდ თუ მოახერხებ მათ ემოციებს შეეხო. ისინი უნდა დააინტერესო (ცნობისმოყვარეობა), გააცინო (იუმორის გრძნობა) და დააინტრიგო (დაუტოვო პატარა მისტიკა, რაც თავად უნდა გამოიცნოს). არსებობს მოსაწყენი საუბრის თავიდან არიდების უამრავი ტექნიკა, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

პაუზა: ხშირად როცა გვინდა რომ მოგვისმინონ ჩვენ სწრაფად ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს შეცდომაა. კარგ დროს დასმული პაუზა თქვენ სიტყვებს გაცილებით უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს.

ტონი: მონოტონურობა საშინელებაა. აუცილებლად შეიცვალეთ ტონი და ინტონაცია საურისას. ხმას აუწიეთ და დაუწიეთ სადაც საჭიროა. ერთ ტონალობაში საუბრის მოსმენას ვერავინ მოახერხებს სულ რომ გენიალურ იდეებს აფრქვევდეთ.

გონებაში დაუხატეთ ნახატები, აუჟღერეთ მელოდიები, შეეხეთ სენსორებს:  როცა ამბავს ყვებით ემოციური მოგზაურობა უნდა მოუწყოთ ადამიანს იმ სამყაროში, რომელზეც ყვებით – ფერები, ხმები, სუნები… შეგრძნებებზე გაამახვილეთ ყურადღება. წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას მოახდენთ.

მოკლედ, ყურადღება გაამახვილეთ მათ ემოციებზე- ადამიანებს ავიწყდებთ რაც უთხარით, მაგრამ არასოდეს ავიწყდებათ, რაც აგრძნობინეთ.

  1. თავდაჯერებულობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა

რამხელა ცოდნაც არ უნდა გქონდეთ, როცა გასაუბრებაზე შედიხართ, თქვენზე გაცილებით ნაკლები კომპეტენციის მქონე ადამიანი გაჯობებთ, თუკი თქვენზე მეტად თამამი, აქტიური და  კონტაქტური იქნება. თავდაჯერება ცოდნაზე მნიშვნელოვანია, იგი უპირატეს მდგომარეობაში გამყოფებთ.

  1. ყურადღება მიაქციეთ როგორ დგახართ

ეს საუკეთესო დგომის მანერაა.დგომის მანერით  თანამოსაუბრეზე უპირატესობის მოპოვება შეგიძლიათ. გაიმართეთ, მხრები გაშალეთ, თავი ასწიეთ  და გაიღიმეთ. თუნდაც გააყალბეთ, თქვენი ტვინისთვის სულერთია იტყუებით თუ მართლა ამ განწყობაზე ხართ, ენდორფინებს მაინც გამოყოფს. თქვენ შეგიძლიათ მოატყუოთ თქვენს ტვინს რომ კარგად ხართ. სულელურად ჟღერს, მაგრამ მუშაობს.

  1. თუ გინდათ დამაჯერებელი იყოთ, ჩემი აზრით, ვფიქრობ, მჯერა, მწამს და მგონია ამოიღეთ ლექსიკონიდან

ამას ახსნა არ სჭირდება. თანამოსაუბრე სერიოზულად ვეღარ აღგიქვამთ. შეცვალეთ ფრაზებით, ,,როგორც ვიცი, როგორც მახსოვს..“

  1. როცა ქაოსი გაქვთ თავში, გარემო მოაწესრიგეთ

როცა გრძნობთ, რომ თავს ვერ უყრით გონებაში აზრებს, დაალაგეთ, მოაწესრიგეთ ოთახი, სამუშაო მაგიდა … ნახავთ, როგორ შვებას იგრძნობთ. მერე მშვიდად შეგიძლიათ განაგრძოთ მუშაობა.

  1. გინდათ გაიგოთ ვინ არის ლიდერი ჯგუფში და ვინ და ვინ მეგობრობს?

როცა ჯგუფი იცინის დააკვირდით ვინ და ვინ უყურებს ერთმანეთს. ამ დროს ადამიანები ინსტიქტურად იმას უყურებენ ვისთანაც ყველაზე ახლოს არიან, ან ვისთან დაახლოებასაც ცდილობენ.

  1. როცა შეურაცხყოფას გაყენებენ ან დააიგნორე ან მასხრად აიგდე.

ყოველთვის სჯობს რომ ხუმრობაში გაატარო, ან ყურადღება არ მიაქციო ადამიანს, ვიდრე წყობიდან გამოხვიდე. თქვენ აშკარა უპირატესობაში აღმოჩნდებით.

  1. ისაუბრე სხეულის ენაზე

არასოდეს შეწყვიტო თვალებით კონტაქტი, ასე ადამიანი დაჭერილი გყავს, ყოველთვის მზად იყავი ხელის ჩამოსართმევად, ყოველთვის მხრებში გამართული იდექი და ჯიბეში ხელის ჩაყოფას ხელების გადაჯვარედინება გერჩიოს – ეს ყველაფერი ლიდერად გაქცევთ.

  1. შეეხეთ ადამიანებს

მხარზე ხელის დადება, ხელზე ხელის მოკიდება საუბრისას, განსაკუთრებით კი სიცილის ან მძიმე სიტუაციების დროს ურთიერთობების გამყარებას უწყობს ხელს. აუცილებლად ეცადეთ შეეხოთ ადამიანებს, თუმცა ზედმეტიც ნუ მოგივათ.

  1. მოითხოვე ბევრი და მერე ცოტა

ესეც ერთ-ერთი ფსიქოლოგიური ხრიკია – უნდა მოითხოვო რაღაც ძალიან დიდი და იქვე პატარაც. დიდიც თუ დაგიკმაყოფილეს ხომ კარგი, თუ არადა მეორეზე ვერაფრით გეტყვიან უარს.

  1. მოთხოვნა აქციეთ შეთავაზებად

არავის მოსწონს, როცა იძულებულია რამე გააკეთოს. ისინი ვინც ამბობენ, ,,თუ შენ შეძლებ, რომ დამეხმარო“, ,,თუ სურვილი გექნება დახმარების..“, ,,ხომ არ გინდა, რომ გაიღო თანხა“…  და ასე შემდეგ, გაცილებით უფრო ხშირად იღებენ დახმარებას, ვიდრე ისინი, ვინც პირდაპირ მოთხოვნებს აყენებენ. შეკითხის ამგვარად ფორმულირებით მათ აიძულებთ გიპასუხონ რომ არ სურთ დახმარება, არ აქვთ სურვილი დახმარების, ან არ შეუძლია რაღაც… ეს არავის სიამოვნებს.

  1. დაღეჭე კევი, როცა ნერვიულობ

ასე ტვინს ატყუებთ, როცა ჭამთ, იგი ფიქრობს რომ საშიში არაფერია, თორემ ჭამის ხასიათზე არ იქნებოდით და დაძაბულობაც იხსნება. აი, რატომ ამშვიდებს კევი.

  1. სანამ შეძლებდე, გააკეთე იმიტაცია

არავინ არ ხდება ექსპერტი ერთ დღეში. სწავლის პროცესი კი ტვინის იძულებაა იფიქროს ის, რაც გინდა რომ იფიქროს. მარტივად- შენ ის ხარ, რაც გგონია რომ ხარ. თუ გჯერა რომ თავდაჯერებული ხარ, თავდაჯერებული ხარ. თუ გჯერა რომ მომხიბლავი ხარ, მომხიბლავი ხარ, შენ ექსტროვერტი ხარ, თუ გჯერა რომ ექსტროვერტი ხარ. თუ არ გწამს, მოახდინე რწმენის იმიტაცია, თუ ვერ აკეთებ, გააკეთე გაკეთების იმიტაცია და ერთხელაც გამოგივა.

 

ჩვენ წარმატებას გისურვებთ!