სიგარეტზე მოკიდება ხშირ შემთხვევაში ნიკოტინის მოთხოვნილება კი არა შინაგანი მღელვარების გარეგნული გამოხატულებაა. თანამედროვე სტრესულ სამყაროსში მოწევა ერთერთი ჩამანაცვლებელი აქტივობაა, რომელსაც ადამიანები განმუხტვის მიზნით იყენებენ. ვიღაც ფრჩხილებს იკვნეტს, ვიღაც კევს ღეჭავს, ვიღაც თმას აწვალებს, ვიღაც ფეხებს აბაკუნებს, თითებს აკაკუნებს მაგიდაზე… მწეველები კი ეწევიან. ეს ჟესტები გვამცნობენ, რომ ისინი მშვიდად არ არიან და საკუთარი მღელვარების, შიშების, მოუთმენლობის, თავდაჯერების ნაკლებობის დამალვას ცდილობენ.
კვლევებმა აჩვენეს, რომ არსებობს რაღაც კავშირი ფიზიოლოგიურ კვებასა და სიგარეტზე დამოკიდებულებას შორის. აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები ვინც ბავშვობაში ბოთლით იღებდა საკვებს, სამჯერ მეტად მიდრეკილნი იყვნენ მწეველობისკენ. როგორც ჩანს ძუძუთი კვება პატარებს კომფორტის და სიმშვიდის განცდას უქმნის, ბოთლი კი მხოლოდ ილუზიაა ამის, ამიტომ ზრდასრულ ასაკშიც რაღაცას ეჭიდებიან – ზოგი ფანქარს ღეჭავს, ზოგი სიგარეტს. მოკლედ, მოწევაც ზუსტად ისეთივე ჩვევაა, როგორც თითის წოვა პატარებში.
არსებობს ორი ტიპის მწეველი – დამოკიდებული მწეველი და სოციალური მწეველი.
პატარა, სწრაფი ნაფაზები ტვინს აღაგზნებს, რაღაცის ჩახვედრაში ეხმარება ადამიანს, მაშინ როცა ხანგრძლივად მოქაჩვა და ღრმა ნაფაზი, ამშვიდებს და თენთავს. დამოკიდებული მწეველები ამ დამამშვიდებელ ეფექტზე არიან დამოკიდებულნი, რადგან ეს სტრესთან გამკლავებაში ეხმარებათ. მათ მარტო მოწევა მოსწონთ. რაც შეეხებათ სოციალურ მწეველებს, ისინი მხოლოდ ხალხში ეწევიან, შთაბეჭდილების მოსახდენად.
მწეველთა 80 პროცენტი ამტკიცებს, რომ სიგარეტი მას სტრესთან გამკლავებაში ეხმარება და ამშვიდებს, რეალურად კი რეგურალურ მწეველებში, რომელთათვისაც მოწევა უკვე ჩვევად იქცა სტრესის დონე გაცილებით მაღალია. მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ნიკოტინზე დამოკიდებულება სტრესს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს და ის შვება, რასაც მოწევის შემდეგ ვგრძნობთ, მხოლოდ ნიკოტინის მოთხოვნილების დაკმაყოფილების შვებაა, მეტი არაფერი. ეს ნიშნავს, რომ მწეველი მხოლოდ მაშინ არის მშვიდად, როცა სიგარეტზე მოკიდებული აქვს. ანუ იგი ნიკოტინის გარეშე უკვე სტრესშია. ისინი, ვინც მოწევას თავს ანებებენ, ნელ-ნელა იბრუნებენ კუთვნილ სიმშვიდეს და ამ სტრესისგან თავისუფლდებიან.
მოწევის მანერა სხეულის ენაა და განსხვავებულია ქალების და მამაკაცების მოწევის მანერა – ქალებს მაჯები ღია აქვს მოწევისას, მამაკაცებს დახურული. ქალებს მკერდს ზემოთ უჭირავთ სიგარეტი, მამაკაცებს მკერდს ქვემოთ. ქალები უფრო მოკლე და მსუბუქ ნაფაზებს არტყამენ, მამაკაცები კი უფრო ღრმა და ხანგრძლივს.
როცა ადამიანი უმეტეს შემთხვევაში ზემოთკენ მიმართავს კვამლს ესე იგი პოზიტიურად არის განწყობილი მოვლენების მიმართ, თავდაჯერებულია, აღმატებულად გრძნობს თავს, კარგ ხასიათზეა და პირიქით, როცა ადამიანი დაეჭვებულია, დაკომპლექსებულია, თქვენზე ნაკლებად მიაჩნია თავი, მერყეობს, არ ჩამოყალიბებულა, ან რაღაცას მალავს, მოკლედ, ნეგატიური ფიქრები აქვს, ქვემოთ უშვებს კვამლს. ეს გამოცდილმა მოთამაშეებმაც იციან, ვისაც კარგი კარტი აქვს ზევით აბოლებს, ვისაც ცუდი კარტი – ქვემოთ, ამიტომ ბევრი ამ ჟესტების გაყალბებასაც კი ცდილობს.
გინახავთ ფილმებში განგსტერები თავს რომ ზემოთ წევენ და კვამლს ზემოთ უშვებენ? ისინი საკუთარ აღმატებულობას უსვამენ ხაზს, ამ დროს ადამიანი ზემოდან გიყუებს. არსებობს კიდევ ერთი მანერაც – გვერდულად, ტუჩის კუთხიდან კვამლის გამოშვება, ეს ნიშნავს რომ ადამიანი რაღაცას აპირებს, რამე არც ისე ლეგალურს გეგმავს.
კვლევებმა აჩვენეს აგრეთევე ისიც, რომ მწეველ ადამიანებს გადაწყვეტილების მიღებისთვის მეტი დრო სჭირდებათ, ამიტომ თუ გინდათ მათ სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება, ისეთ ადგილებში უნდა შეხვდეთ, სადაც არ ეწევიან. გადაწყვეტილების მიღების, ან საუბრის დასასრულისკენ წაყვანის მანიშნებელია სიგარეტის დროზე ადრე ჩაქრობაც. თუ ეს შენიშნეთ, შეგიძლიათ თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და დაასწროთ.
ახლა კი სიგარეტის ხელში დაკავების მანერაზეც ორი სიტყვით:
A. ეს მესაკუთრე ადამიანის მახასიათებელი მოწევის მანერაა. ან შეიძლება პერიოდი ჰქონდეს ასეთი ადამიანს, ვიღაცის ან რაღაცის დაკარგვის ეშინოდეს და მთელი ძალით ებღაუჭებოდეს მას.
B. ასეთი მოწევის მანერა იმ ადამიანებს ახასიათებთ, ვისაც ადვილად სწყინდება ყველაფერი. თუ ქალს სიგარეტი ასე უჭირავს, ნიშნავს რომ ყელში ამოუხვედით ისე მოსწყინდა თქვენთან და რომ რომ არ დაეძინოს მოწევაზე კონცენტრირდება.
C. თუკი ფსიქოლოგებს დავუჯერებთ ეს ძალიან გონიერი და ინტელექტუალი ადამიანის მოწევის მანერაა. როცა ასე უჭირავს სიგარეტი ადამიანი რაღაცის განჭვრეტას ცდილობს.
D. ეს ტყუილებისკენ მიდრეკილი ადამიანის მოწევის მანერაა. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ თუკი ადამიანს ასე უჭირავს სიგარეტი მოწევისას, მათ არ უნდა ვენდოთ.
E. ეს ჯიუტი ადამიანების მოწევის სტილია, მათთან ურთიერთობა მარტივი არაა, მტკიცე, მიზანდასახული და პირდაპირია. თუკი ადამიანი ასე ეწევა, ესე იგი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და ნურც შეეცდებით.
F. ეს დენდების სტილია, ფულიანი და მაღალი სოციალური წრის ადამიანების მოწევის მანერა. ასეთ ტიპს კარგი ცხოვრება უყვარს და გართობაზეა ორიენტირებული.
G. ეს მანერა რისკიანი ადამიანების მახასიათებელია, ძალიან უშიშარი და ანგარიაშიანი ადამიანების. თუკი მას ასე უჭირავს სიგარეტი, ესე იგი ცეცხლთან თამაში უყვარს და რაღაც რისკზე მიდის.
H. ასე მეოცნებეები ეწევიან, არაპრაქტიკული, იდეალისტი ადამიანები. თუ ადამიანს ასე უჭირავს სიგარეტი, ესე იგი ცდილობს სხვა რამეზე გადაგიტანოთ საუბარი, რადგან ეს თემა არ სიამოვნებს.
და ბოლოს, I – ეს პესიმისტების მახასიათებელი ჩვევაა. როგორც წესი, ისინი უარყოფით მხარეებს უფრო მეტს ხედავენ სიტუაციასა და ადამიანებში, ვიდრე დადებითს. საქმეშიც ძალიან ფრთხილები არიან. ეჭვიანები…
ან იქნებ, უბრალოდ ასე ,,უსწორდებათ” ჭერა… ძია ფროიდმაც ეს თქვა: ხანდახან სიგარა, უბრალოდ სიგარაა!
ჩვენ ჯანმრთელ ცხოვრებას გისურვებთ!