დედასთან ჩვენი ურთიერთობა არსებითად გარდამტეხ როლს ასრულებს ჩვენს პიროვნებად ჩამოყალიბებაში და ფსიქოლოგებიც ამიტომ იქექებიან ხოლმე ბავშვობაში დაკარგული გასაღებების ასხმის საპოვნელად. სოფოკლეს და ოიდიპოს მეფიდან მოყოლებული დედის ფენომენით შთაგონებული უამრავი გენიალური ნამუშევარი შექმნეს მწერლებმა, მხატვრებმა თუ რეჟისორებმა. ჩვენ 20 საუკეთესო ფილმს გთავაზობთ:
1. სიყვარულის პირობები/ TERMS OF ENDEARMENT, 1983
ამ ფილმს 11 აკადემიური პრიზი აქვს აღებული. დედებს ჰგონიათ, რომ უკეთ იციან რა სჭირდებათ მათ ქალიშვილებს, დედები ფიქრობენ, რომ საუკეთესო რჩევების მოცემა შეუძლიათ ჩვენთვის, დედებმა იციან როგორ უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ ხშირად საკუთარი ცხოვრება არ აქვთ დალაგებული… ამიტომ, ეგებ სჯობდეს, უბრალოდ ვიდაქალოთ? ეს ფილმი დედა შვილის დაქალურ ურთიერთობაზეა, მათ ცხოვრებაზე, რომანტიკული სიყვარულის ძიებასა და სიყვარულის პირობებზე.
2. ქერი/ CARRIE, 1976
სტივენ კინგის წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი, ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულ გოგონაზე, რომელსაც სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმები აქვს მიღებული ღვთისმოშიშობისგან გარეკილი საშინელი მოძალადე დედის გამო. ამ ფილმის ბევრი რიმეიქი გაკეთდა, გადაიღეს სატელევიზიო შოუებიც, მაგრამ ორიგინალი მაინც ყველაზე მაგარია.
3. მილდრედ პირსი/ MILDRED PIERCE, 1945
დედობაზე თავგადაკლული მილდრედ პირსი, რომელიც მოღალატე ქმარს სცილდება, იძულებული ხდება სრულიად დამოუკიდებლი გახდეს. ძლიერი ქალი და შვილთან გართულებული ურთიერთობა… ჯოან კროუფორდს ამ ფილმში აკადემიური ჯილდო აქვს მიღებული, როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის და ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ რეალურ ცხოვრებაშიც მსახიობს პრობლემები ჰქონდა ქალიშვილთან. კრიტინა კროუფორდმა მას წიგნიც კი მიუძღვნა -,, ,,უძვირფასესი” დედა“ და პუბლიკა შოკში ჩააგდო, ისეთი მონსტრი დახატა დედამისისგან.
4. ელისი აქ აღარ ცხოვრობს/ ALICE DOESN’T LIVE HERE ANYMORE, 1974
სკორსეზეს ყველაზე წყნარი, ემოციური და პირადული ფილმი, რომლის ყურებაც გულის აჩუყების გარეშე შეუძლებელია. მარტოხელა დედა, რომელიც მომღერლობაზე ოცნებობს და ოცნების ასახდენად კალიფორნიაში გამგზავრებას გადაწყვეტს.
5. დაბრუნება/ VOLVER, 2006
ფსიქოლოგიური დრამა – შვილს არა მხოლოდ უყვარს დედა, რადგან მას კვებავს, მას შეუძლია სძულდეს კიდეც, როცა არ კვებავს. პენელოპა დედას თამაშობს, რომლის ქალიშვილსაც მამინაცვალი შემოაკვდება. ქალები, რომლებიც გვაძლევენ სიცოცხლეს და ქალები რომლებიც გვართმევენ მას. დედა-შვილობა – ალმადოვარის მარადიული თემა და სიყვარული.
6. ფსიქო/ PSYCHO, 1960
ჰიჩკოკის გენიალური ფილმი , რომელიც ათწლეულების შემდეგაც სასწაულ ეფექტს ახდენს – რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს ღრმა პათოლოგიურ ურთიერთობას დედასთან.
7. ყველაფერი დედაჩემის შესახებ/ ALL ABOUT MY MOTHER, 1999
კვლავ ალმადოვარი დედების თემით. მას აინტერესებს ქალები და ქალურობა, იკვლევს მის ყოველგვარ გამოვლინებას. ქალი, რომელიც ერთადერთ უსაყვარლეს შვილს კარგავს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. შვილმკვდარი დედის ემოციური კრიზისი, წარსულში დაბრუნება და ძველი მეგობრები თავიანთი პრობლემებით.
8. ანჟელას ფერფლი/ ANGELA’S ASHES, 1999
რის გადატანა შეუძლია ქალს და დედას შვილების გულისთვის. უღმერთო ყოფა, სადაც 6 წლის ბიჭუნა იძულებულია აღსარებაში მოინანიოს, რომ ცოდვილია…სიმძიმე, რომელსაც მაყურებელიც ვერ გაუძლებდა, რომ არა დედაშვილური სიყვარული და ამ სიყვარულის ძალა. უკუნ სიბნელეში ცაზე მოკაშკაშე ერთადერთი ვარსკვლავი.
9. სოფის არჩევანი/ SOPHIE’S CHOICE, 1982
აუშვიცს გადარჩენილი მერილს სტრიპი, რომელმაც ამ როლის შესრულებისთვის ოსკარი აიღო, ქალი, რომელმაც დაჰკარგა ქმარშვილი და ცდილობს გადარჩეს.
10. ნიღაბი/ MASK, 1985
დედა, რომელსაც იშვიათი დაავადებით დაავადებული შვილი ჰყავს და რომელიც ძალიან უყვარს. ჭეშმარიტი სიყვარულის ჭეშმარიტი სახე რომელსაც ფორმა არ აქვს!
11. პირველი სრულყოფილება/ LA PRIMA COSA BELLA, 2010
დედა, რომელიც სკოლის ყველაზე ლამაზ დედად აღიარეს და ამ ფაქტის დრამატული გაგრძელება ოჯახში. ეჭვიანი ქმარი და ამ ეჭვიანობის საშინელი შედეგები.. რის გადატანა უწევთ ქალებს.
12. დედიკო/ MOMMY, 2014
რა გზას გადის მარტოხელა ქალი რთულად აღსაზრდელი ბიჭუნას აღზრდის პროცესში. ფილმი, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს დედა-შვილური სიყვარულის გენიალურობას. არ არსებობს ამაზე დიდი ძალა. 2014 წლის კანის ფესტივალის გამარჯვებული ფილმი.
13. უმშვენიერესი/ BELLISSIMA, 1951
მუშათა კლასის დედა, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს ქალიშვილს წარმატებული მომავალი შეუქმნას და რომის ფილმ-ინდუსტრიაში რამენაირად შეტენოს.
14. როზმარის ბავშვი/ ROSEMARY’S BABY, 1968
პოლანსკის ფსიქოლოგიური საშინელებათა ფილმი ორსულ ქალზე, რომელიც ფიქრობს, რომ მისი ქმარი შვილის მსხვერპლად შეწირვას აპირებს. ორსული დედების შიშები და ტრავმები…
15. მრისხანების მტევნები/ THE GRAPES OF WRATH, 1940
ჯონ სტეინბეკის მიხედვით გადაღებული შესანიშნავი ფილმი. როგორ კარგავს მამაკაცი ლიდერობას და როგორ ხდება დედა ოჯახური სიძლიერის სიმბოლო, დასაყრდენი და მომმარაგებელი..
16. სანშოს მმართველი/ SANSHO THE BALIFF, 1954
ქვრივი ქალი, რომლის ოჯახიც იშლება და მონებად იყიდება. და-ძმის სხვადასხვა მორალური გზა და დაკარგული დედის ძიება. შესანიშნავი ფილმი.
17. MAMMA ROMA 1962
პაზოლინი მოწოდების სიმაღლეზე – მეძავი დედა, რომელიც საკმარის თანხას მოაგროვებს და თავის 16 წლის შვილთან კავშირის აღდგენას ცდილობს, რომელიც ბავშვობაში მიატოვა.
18. სტელა დალასი/ STELLA DALLAS, 1937
სტელა მდიდარ კაცზე თხოვდება, მაგრამ ქორწინების შენარჩუნებას ვერ ახერხებს და ამიტომ თავისი სოციალური ამბიციების გადამისამართებას საკუთარ ქალიშვილზე ცდილობს. ფილმი, რომელიც ყველა დედამ უნდა ნახოს.
19. ,,უძვირფასესი“ დედა/ MOMMIE DEAREST, 1981
წიგნი ვახსენეთ ზემოთ – ჯოან კროუფორდის ქალიშვილის მეუმარები. ნარცისი და ტირანი დედა, რომელსაც შეუძლია კოშმარად აქციოს საკუთარის შვილების ცხოვრება.
20. ორი ქალი/ LA CIOCIARA , 1960
დედა, რომელიც ქალიშვილის ომისგან დაცვას ცდილობს. ფილმი, რომელსაც დიდი ხმაური მოჰყვა, სოფი ლორენის ყველაზე გენიალური როლი, რომელიც ოსკარითაც დაუფასდა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ოსკარი არაინგლისურენოვანი შესრულებისთვის გადაეცათ.
Dare.ge-ს უნდა რომ ძალიან ბედნიერი დედიკოები და შვილიკოები იყოთ!