8 ფილმი, რომელიც ფსიქოლოგიით დაინტერესებულმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა ნახონ

1
3003

 

  1. ფსიქო/ Psycho

გენიალური ჰიჩკოკი! პირველი ფსიქოანალიტიკური თრილერი!  ბავშვობაში მშობლების მიერ დამახინჯებული ფსიქიკა,  სერიული მკვლელები… ახალგაზრდა კლერკი ფულს გაიტაცებს და ერთ მოტელს შეაფარებს თავს… მენეჯერს ფსიქიურად დაავადებული დედა ჰყავს… ქალი აბაზანაში შედის შხაპის მისაღებად და უცებ… სცენა, რომელმაც მსოფლიო შეძრა…  ფროიდის მიმდევრებმა მოტელი ამგვარად დაჰყვეს – ზემოთ სართული, სადაც დედა ცხოვრობს – სუპერეგოა, სართული, სადაც ის კლიენტებს იღებს – ეგო, ქვემოთ, სარდაფი კი – ID.

  1. კრავთა დუმილი

ფსიქიატრიის მეცნიერებათა დოქტორი და ამავდროულად კანიბალი ჰანიბალ ლექტერი. სერიული მკვლელის ფსიქოლოგია და ფსიქიკური გადახრების მთელი კასკადი: ისტერიული პიროვნული აშლილობა, იდენტურობის დისოციაციური აშლილობა, თეატრალიზებული აშლილობა, ტრანსვესტიტული ფეტიშიზმი, ტრანსექსუალიზმი… მოკლედ, ფსიქოლოგებისთვის ძალიან, ძალიან მსუყე მასალა. ვიცი, რომ ნანახი გაქვთ! უბრალოდ, კიდევ ერთხელ უნდა ნახოთ!

 

  1. ობობა/ The spider

შიზოფრენიით დაავადებული დენის კლეგს ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მშობლიურ ქალაქში გზავნიან, სადაც სარეაბილიტაციო ცენტრში უნდა მოათავსონ. ეს ცენტრი სწორედ იმ რაიონშია განთავსებული, სადაც მან ბავშვობა გაატარა. მოგონებები ცოცხლდებიან, იარები იხსნებიან, ყველაფერს ფანტაზიები ერთვება და ტრავმები ბრუნდება.. ბავშვობის ტრავმები. ფროიდიზმი ქრონბერგის პერსპექტივიდან.

  1. ანტიქრისტე/ Antichrist

უმძიმესი ფილმი, რომელიც სწორედ ამ სიმძიმის გამო აკრძალულია ბევრ უცხოურ საიტზე, თუმცა ქართველები გულმაგრები ვართ და შეგიძლიათ მოიძიოთ. წყვილს სექსის დროს ბავშვის გამოღვიძება გამოეპარებათ და ბავშვი ფანჯრიდან ვარდება. ცოლი ჭკუიდან ირყევა ფსიქოტერაპევტი ქმარი კი მის განკურნებას ცდილობს – იგი მიჰყავს ტყეში, აგარაკზე. ცოლს ტყის საშინელი ფობია აქვს.

  1. ჩვეულებრივი ადამიანები/ Ordinary people

ოთხი ოსკარის, მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის და უამრავი პრიზის მფლობელი უბრალოდ გენიალური ფილმი. ეს რობერტ რედფორდის სადებიუტო ნაშრომია, რომლის გამოსვლის შემდეგ ფსიქიატრებისგან სამადლობელ წერილებს იღებდა. ფილმი ურთიერთობებზეა, საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე, სინანულზე და იმაზე, თუ როგორ აისახება ეს დანაკარგი ადამიანის ფსიქიკაზე. გარდა ამისა, ფსიქიატრიის უდიდეს მნიშვნელობასაც ესმება ხაზი.

  1. პიანინოს მასწავლებელი/ Piano teacher

სადომაზოხისტური მიდრეკილებების მქონე პიანისტი ქალის ისტორია, რომელიც ტირან დედასთან ერთად ცხოვრობს. გოგონა იმდენად ვერ იტანს მას,  იმდენად უნდა საკუთარი თავის ,,დედისგან“ გამიჯვნა, მისგან დიფერენციაციას ,,მამად“ გახდომით ცდილობს. ეს არის ყველაზე რთული ქეისი ფსიქიატრიაში.  ფილმი, რომელზეც ბევრი უნდა იფიქრო.

  1. აპოკალიფსი ახლა/ APOCALYPSE NOW

ადამიანის ყველაზე ბნელი მხარის შედეგი – ომი . სრული სიგიჟე და  აბსურდულობა. კოპოლას ომის ფსიქოლოგია  და მისი ეფექტი ადამიანის ფსიქიკაზე. მორალის მსხვრევა და დიალოგები, რომლებიც გაიძულებენ იფიქრო, ბევრი იფიქრო.

  1. არ იყურო/ Don’t look now

ჰიჩკოკური ფილმია. საკმაოდ მძიმე. დაღი, რომელსაც ჩვენს ფსიქიკას საყვარელი ადამიანის სიკვდილი ასვამს. ცოლ-ქმარი საყვარელ გოგონას კარგავს, იგი აუზში იხრჩობა, თუმცა როგორც მათ ატყობინებენ კავშირზე გამოსვლას ცდილობს…

 

გაგრძელება იქნება

 

 

Comments are closed.