9 ნიშანი იმისა, რომ ჰორმონალური დისბალანსი გაქვს და სახლში დასამზადებელი წამალი სამკურნალოდ

2
3018

ჰორმონები პატარა ქიმიური შიკრიკები არიან, რომლებიც სისხლში დაჰქრიან და ორგანოებს თავიანთი ფუნქციების შესრულებისკენ მოუწოდებენ. ისინი მოქმედებენ:

  • ზრდასა და განვითარებაზე
  • სექსუალურ ფუნქციონირებაზე
  • შემეცნებასა და განწყობაზე
  • სხეულის ტემპერატურაზე
  • მეტაბოლიზმის პროცესზე

ალბათ ხვდებით მისი წესიერი ფუნქციონირება რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობისათვის. სამწუხარო ის არის, რომ ძალიან მალე გამოდიან წყობილებიდან, კარგავენ ბალანსს და იწყება სრული ქაოსი სხეულში. ჰორმონალური დისბალანსი კაცებსაც აქვთ ხოლმე და ქალებსაც, მაგრამ ქალებში უფრო მეტად გამოკვეთილია. მისი ნიშნებია:

 

  1. წონაში მატება

თუკი თავს იკლავთ დიეტებით და შედეგი არ გაქვთ, შეწყვიტეთ დიეტების ცვლა, ეს შეიძლება მისი არაეფექტურობის ბრალი სულაც არ იყოს. ამ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით კორტიზოლი. სტრეს-ჰორმონი, რომელსაც  თირკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს პასუხს აგებს წონის მატებაზე და იმაზეც, თუ რა ადგილებში მოიმატებ წონას.

მომატებულმა კორტიზოლმა შეიძლება გაზარდოს ინსულინის გამოყოფა სისხლში, რაც შაქრის დონეზე იმოქმედებს და ხშირად მადის გაძლიერებას იწვევს. განსაკუთრებით მუცლის მიდამოებში იმატებს ადამიანი და ძალიან საშიშია, გულის პრობლემებამდე მივყავართ.

 

  1. თმის ცვენა/ ან პირიქით მომატებული თმიანობა ქალებში/აკნე

მიიჩნეოდა რომ თმის ცვენა ტესტოსტერონის შემცირებაზე იყო დამოკიდებული, რაც სიმართლესთან ახლოს არის, რადგან ტესტოსტერონი გარდაიქმნება დიჰიდროტესტერონად, რომელიც ვნებს თმის ბუდეებს და თმა იწყებს ცვენას. ზოგჯერ იგი გამელოტებას იწვევს, ზოგჯერ არა, ეს ორგანიზმზეა დამოკიდებული. თმის ცვენა, მომატებული თმიანობა, გამონაყარი სწორედ ანდროგენების არევის შედეგია.

 

  1. ჭარბი ოფლიანობა

მენოპაუზის ან პერიმენოპაუზის დროს ქალებს ხშირად აცხელებთ. ეს შეხურებები, ჭარბი ოფლიანობა და განსაკუთრებით კი ღამღამობით ოფლდენა ენდოკრინული სისტემის პრობლემების ბრალი შეიძლება იყოს, რომლის გამომწვევი მიზეზი სწორედ რომ ჰორმონალური დისბალანსია ძირითად შემთხვევაში.

 

  1. დაღლილობის შეგრძნება/ მეხსიერების დაქვეითება/ დაბნეულობა

განსაკუთრებით თუ ამას თან ახლავს ძილიანობა. თუ თქვენ საკმარისად გძინავთ და მაინც დაღლილი იღვიძებთ აქაც კორტიზოლის ამბები იქნება. კორტიზოლი სტრესთან გამკლავებაში გვეხმარება და დარღვევა იწვევს მუდმივი მზადყოფნის პროცესს, რომელსაც თან ახლავს ,,იჩხუბე ან გაიქეცი“ სინდრომი, რაც საშინლად გვღლის. კორტიზოლზეა დამოკიდებული აგრეთვე სიცარიელის და უსასოობის შეგრძნებაც.  თუ თქვენ მუდმივად გავიწყდებათ რა სად დადეთ, მოქმედებთ ინსტიქტებით და თავიდან გივარდებათ წვრილმანები, ეს ჰორმონალური დისბალანსის შედეგი შეიძლება იყოს.

 

  1. ტკბილის მოთხოვნილება/ შიმშილის შეგრძნება

ესეც კორტიზოლის და ადრენალინის ოინებია, დაღლილობის პარალელურად. ადამიანი ხარჯავს დიდ ენერგიას დ ამას ენერგიის შევსება სჭირდება.

 

  1. უხასიათობა/ თავის ტკივილი/ მენსტრუაციის დროს ტკივილი

მუდმივად ცუდ ხასიათზე ყოფნა, გაღიზიანებულობა, დეპრესია ფარისებრი ჯირკვლის ბრალი იყოს შეიძლება.

 

  1. უძილობა/ ძილის დარღვევები

ჰორმონს, რომელიც ჩვენ მშვიდი ძილის საშუალებას გვაძლევს ესტროგენი ჰქვია, მისი დეფიციტი, რომელიც მენოპაუზას, პერიმენოპაუზას და ზოგადად ჰორმონალურ დისბალანსს ახასიათებს, იწვევს ინსომნიას, ან ძილის დარღვევებს. ქალების შემთხვევაში ეს ტესტოსტერონმაც შეიძლება გამოიწვიოს, კაცებში კი ძილის აპნოეს იწვევს.

 

  1. ლიბიდოს დაქვეითება

ჰორმონალური დისბალანსი იწვევს ლიბიდოს დაქვეითებასაც. ანდროგენების ნაკლებობა ქალებშიც კი აქვეითებს მას.

 

  1. მომნელებელი სისტემის პრობლემები

გასტრინი, სეკრეტინი, ჰოლეცისტოკინინი – ეს სამი ჰორმონია მონელებაზე და საკვების ისეთ მოლეკულებად გარდაქმნაზე რომ სისხლმა შეიწოვოს. მათი არევა მომნელებელი სისტემის დარღვევას იწვევს.

 

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიზეზი, ჰორმონალური დისბალანსის გარდა, სხვა რამეც შეიძლება იყოს. უმჯობესი იქნება ექიმთან ვიზიტი, მანამდე კი ჩვენ ისეთ შესანიშნავ რეცეპტს შემოგთავაზებთ, ჰორმონალური დისბალანსიც რომ არ გქონდეთ მაინც ძალიან დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ასე რომ მის მომზადებას და დალევას წინ არაფერი უდგას

 

ინგრედიენტები:

1 საშუალო ბატატი (ტკბილი კარტოფილი)

5 სანტიმეტრი კურკუმა

1 ლიმონი

1 საშუალო კიტრი

4 ღერი ნიახური

3 დიდი სტაფილო

წყარო

ჩაყარეთ ეს ყველაფერი წვენსაწურში და მოამზადეთ წვენი. დალიეთ მაშინვე.

 

Dare.ge ჯანმრთელობას გისურვებთ!

Comments are closed.