10 პასუხი ყელში ამოსულ კითხვაზე – რატომ ხარ შავებში, მოგიკვდა ვინმე?

0
1235

,,ნაცრისფერი ქალაქი“, ,,შავებში ჩაცმული ადამიანები“.. ,,რას ჩაშავებულხარ? ხო მშვიდობა გაქვს? მოგიკვდა ვინმე?“, ,,მეტი ფანტაზია არ აქვს ამ ხალხს?“, ,,აუ, სულ შავი, შავი… რამე იყიდე ფერადი..“ ,,ჩაშავებული..“ ,,ჩაჟამებული“… ისინი წუწუნებენ, რომ ყველა ერთმანეთს ჰგავს და ცდილობენ იყვნენ განსხვავებული… ქალაქი აფერადდა, მალე ისე აფერადდება, შავებში ჩაცმულები მოჰყვებიან უმცირესობაში… ჩვენთანაც გამოჩნდნენ მწვანე, ცისფერ, წითელ, ყვითელთმიანი გოგონები, ფოსფორისფერი ბათინკებითა და ჭრელი შარვლებით… ეს კარგია.. შავი ფერი ყველასთვის არ არის..  ვისაც როგორც უნდა ისე უნდა ჩაიცვას… მათ შორის მეც ჰოდა რომ ერთხელ და სამუდამოდ რომ მომცეთ კუთვნილი გემოვნების ქონის უფლება და შემეშვათ, აგიხსნით –  მე ვიცვამ შავებს იმიტომ რომ

  1. მომწონს, ვახ..

მე გეკითხებით რატომ გაცვიათ ნარინჯისფერი?

  1. დღეს ასეთ ხასიათზე ვარ 

და როცა ასეთ ხასიათზე ვარ, მომერიდეთ, თორემ შეიძლება გიპასუხოთ, რომ თქვენს პანაშვიდზე ვარ დღეს მოსასვლელი!

 

  1. ვერ მოვიფიქრე რა ჩამეცვა

არის დღეები, როცა ჩანთის, ფეხსაცმლის და აქსესუარების ტანსაცმელთან შესახამებლად არ გცხელა, არ გცალია, ან გეზარება. ხოდა ჯინსი და შავი მაისური… ან იქნებ სულაც მთლიანად შავები.. 5 წუთში მზად ხარ და მშვიდად ხარ.

 

  1. ვახდენ შთაბეჭდილებას

შენ რა გგონია ვინ ახდენს შთაბეჭდილებას? კეტებიანი გოგონა ჭრელ მაისურზე საშინელი პრინტით? არა, მე – თავიდან ფეხებამდე შავებში გამოწყობილი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. ასე მომინდა!

 

  1. მოდიდან არ გადავდივარ

შავი მარადიულია, როგორც შანელი. გავა დრო და ჩვენს ერთად გადაღებულ ფოტოებს ვნახავთ, შენ იტყვი – რა მაცვია, ღმერთო… მე კიდევ შენზე ვიცინებ.

 

  1. არ მჭირდება ჭყეტელა და ნათელი ფერები საკუთარი ინდივიდუალურობის ხაზგასმისთვის

მე მალინისფერი თმების გარეშეც ვიქცევ ყურადღებას… ეგ კი არა ცოტათი ვმალავ კიდეც საკუთარ განსხვავებულობას…

 

  1. გამხდარს მაჩენს

და ძალიან მიხდება

 

  1. კომფორტულია

თქვენსავით შეშინებული არ ვჭამ საჭმლის ტანსაცმელზე დაწუწვის შიშით.

 

  1.  ელეგანტური და დახვეწილია

დიახაც! ელიტური!

 

  1. მე ვიმოსები საკუთარი თავისთვის და არა თქვენთვის

ჰოდა, თავადვე გადავწყვეტ, რა ფერებში გამოწყობილმა უნდა ვიარო… თქვენ რატომ ღელავთ?

ჩვენ გისურვებთ ბევრ ღიმილს და ნაკლებ ცხვირს თქვენს საქმეში! <3