ზოდიაქოს ნიშნები რომ სასიყვარულო სიმღერები იყვნენ

1
2362

ვერძი 

მე მინდა შენი სიმახინჯე, მინდა შენი საშინელება, მინდა შენი ავადმყოფობა, მინდა შენი ყველაფერი… რადგან სანამ ჩემთან ხარ, შენ ხარ კრიმინალი… მე მინდა შენი სიყვარული და მოდი დავწეროთ ერთად ძალიან ცუდი რომანი… მინდიხარ შენ და ყველა შენი საყვარლის შურისძიება… მინდიხარ გიჟი, შეშლილი… შენ ავად ხარ, პატარავ… მე არ მინდა მეგობრობა, არა. არა, არა… შენც იცი რომ მინდიხარ, რომ მჭირდები, მინდა, მინდა შენი სიყვარული… ცუდი სიყვარული… ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ერთად ძალიან ცუდი რომანი..”

კურო

,,მე ყურს დავუგდებ ყოველ შენს სუნთქვას, მოვუსმენ ყოველ შენს სიტყვას, დავაკვირდები ყოველ შენს მოძრაობას, გაყალბებულ ღიმილს, გიყურებ როცა ითამაშებ, როცა ჩემთან დარჩები… ნუთუ ვერ ხვდები, რომ მე მეკუთვნი? როგორ მტკივა გული შენს ყოველ ნაბიჯზე? შენ რაც წახვედი მას შემდეგ გზაარეული ვარ, სიზმარში მხოლოდ შენს სახეს ვხედავ, ვერაფრით ვერ ჩაგანაცვლებ… მცივა და მხოლოდ შენი ჩახუტება მინდა… მე ვუყურებ ყოველ შენს ნაბიჯს, ყოველ შენს სუნთქვას, ყოველ შენს მოძრაობას… ნუთუ ვერ ხვდები რომ ჩემი ხარ?”

ტყუპები

,,ცოტა დრო მჭირდება, რომ ყველაფერზე ვიფიქრო..მეც მქონდა გულისტკივილი ცხოვრებაში და არ ვიცი, ისევ გავუძლებ თუ არა, თუმცა არ შემიძლია გაჩერება, რადგან უკვე საკმაოდ შორს შევტოპე მარტოსული ცხოვრების შესაცვლელად… როგორც იქნა სიყვარულმა მიპოვა… მინდა ვიცოდე რა არის სიყვარული, მინდა რომ შენ მასწავლო, მინდა რომ ვიგრძნო რა არის სიყვარული, მინდა რომ შენ დამანახო… მოდი, ვისაუბროთ სიყვარულზე, მასწავლე, რა არის სიყვარული, მაჩვენე რას გრძნობ შიგნით… დამანახე, რომ ეს ნამდვილია… მასწავლე სიყვარული… ვიცი, რომ შეძლებ…”


კირჩხიბი

,,ცხელი ზაფხულის ღამეები, ივლისის შუა რიცხვები, ჩვენ შეშლილები და შენ … მეთამაშებოდი, როგორც ბავშვს… ისევ გეყვარები, როცა აღარ ვიქნები ახალგაზრდა და მშვენიერი? ისევ გეყვარები, როცა აღარაფერი შემრჩება ატკენილი სულის მეტი? ვიცი, რომ გეყვარები… ვიცი… ვიცი… ძვირფასო ღმერთო, როცა სამოთხეში მოვხვდები, ნება დარმრთე რომ ისიც შემოვიყვანო…ხომ შეძლებ, ღმერთო, მის შემოშვებას? ის ჩემი მზეა, ის მაიძულებს ვანათო, როგორც ბრილიანტმა… ხომ გეყვარები, როცა აღარ ვიქნები ახალგაზრდა და მშვენიერი? როცა არაფერი მექნება ატკენილი სულის მეტი? ვიცი რომ გეყვარები, ვიცი… ვიცი… ვიცი..”

ლომი

,,.. მე რომ შემეძლოს ყველაფრის შეცვლა, მოგიწყვეტდი ვარსკვლავებს და ჩემს გულში დავანთებდი, მე ვიქნებოდი შენი სამყაროს მზის შუქი და შენც მიხვდებოდი რომ ჩემი სიყვარული ძალიან კარგია, ძალიან… მე რომ შემეძლოს ვიყო მეფე, შენ გახდებოდი ჩემი დედოფალი და ჩვენი სიყვარული იქნებოდა ამ სამეფოს მმართველი…რომ შემეძლოს შევცვალო სამყარო…თუნდაც ერთი დღით… ვიქნებოდი მზის შუქი შენს სამყაროში და მიხვდებოდი, რომ ჩემი სიყვარული კარგია, ძალიან კარგი…”

ქალწული

,,როცა აქ იყავი, თვალებში ვერ გიყურებდი, შენ ანგელოზს გავხარ, შენი კანი ჭკუიდან მშლის, ისეთი განსაკუთრებული ხარ… ისეთი… მინდა მეც განსაკუთრებული ვიყო, მაგრამ საზიზღარი ვარ, გზასაცდენილი ვარ, რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ? მე აქაურობას არ ვეკუთვნი… მინდა რომ სრულყოფილი სხეული მქონდეს, მინდა რომ მქონდეს სრულყოფილი სული… მინდა რომ ამჩნევდე, როცა გვერდით არ გყავარ… შენ ისეთი განსაკუთრებული ხარ… მეც მინდა განსაკუთრებული ვიყო…”

სასწორი

,,მინდა წაგიყვანო სადმე, რომ დაგანახო, ვზრუნავ შენზე, მაგრამ ცივა და არ ვიცი სად წაგიყვანო… მე მოგიტანე ნარგიზები, მაგრამ ისე ვერ იყვავილებენ, როგორც გუშინ ყვავილობდნენ… მინდა გაკოცო და უკეთესად გაგხადო, მაგრამ უკვე ძალიან დავიღალე ჩემი ღამეების გაზიარებით… მინდა ვიტირო, მინდა მიყვარდეს, მაგრამ ცრემლები უკვე დავხარჯე სხვა სიყვარულზე… სხვა სიყვარულზე… სხვა სიყვარულზე…. ცრემლები უკვე დავხარჯე სხვა სიყვარულზე…. ”

მორიელი

,, შენ თვალთქმაქცობ საყვარლებთან, რომ გარყვნილი და ამავე დროს ღვთაებრივი ხარ, შენ შეიძლება ცოდვილი ხარ, მაგრამ შენი უმანკოება ჩემია… მე მინდა შევურიგდე ძალმომრეობას შენს გულში, მინდა მივხვდე რომ შენი მშვენიერება ნიღაბი არ არის, მინდა გაგათავისუფლო წარსულის დემონებისგან, მინდა დავაკმაყოფილო შენს გულში არსებული გაუმჟღავნებელი სურვილები, ჟინი… ვიცი, რომ იტანჯები, მაგრამ არ მინდა რომ დამალო, აქ სიცივეა და სიძულვილი, მაგრამ მე მოფერებით განგწმენდ, მენდე, შეგიძლია დარწმუნებული იყო…

მშვილდოსანი

,,წამო, წავიდეთ პარკში… მინდა რომ ვარკსვლავების ქვეშ გაკოცო… შეიძლება ზედმეტიც მოგვივიდეს, მაგრამ არ გვადარდებს…შენც იცი როგორ მიყვარს, რომ მეფერები… და ხანდახან საჯაროდ უკეთესია… სულ არ მრცხვენია და სულ ფეხებზე მკიდია, ვინ დაესწრება ჩვენი სიყვარულის გამოფენას..შევხვდეთ სახანძრო გასასვლელთან, განგაში უნდა გამოვაცხადო, სიყვარულის სასწრაფო არ მალოდინებს, გამომყევი, გაგიძღვები, გადაუდებელ დახმარებასავით მჭირდები… წამოდი პარკში, წამოდი სადმე, სადაც გვიპოვიან, დავკავდეთ სიყვარულით…მოდი, სანამ შენი ბოსი გასულია, შეიძლება შეცდომაა, მაგრამ შენ მაგიჟებ… წამო დედაშენის ოთახში ავიპაროთ.. ის ალბათ გაიგებს ჩვენს წივილკივილს, მაგრამ არ გავჩერდებით სანამ კარზე არ მოგვიკაკუნებს..ჩვენ ალბათ მთელი ქალაქის ჭორაობის საგანი გავხდებით, მაგრამ მე არ მეშინია იმის აღიარების, რომ შეყვარებული ვარ… არ გვადარდებს… უბრალოდ არ გვადარდებს..

თხის რქა

,,ცხოვრება დიდია, შენზე ბევრად დიდი და შენ მე არ ხარ, რომ გაიარო იმხელა მანძილი, რომელსაც მე გავდივარ შენს თვალებამდე… უკვე ზედმეტი ვთქვი… საკმარისად ვილაპარაკე… ეს მე ვარ კუთხეში, ვკარგავ ჩემს რელიგიას, შენთვის ფეხის აწყობას ვცდილობ და … არ ვიცი, თუ შევძლებ ამას… უკვე ზედმეტი ვთქვი… საკმარისად ვილაპარაკე… ყოველი ჩემი ჩურჩული აღსარებაა და ბრმა, გზააბნეული სულელივით ვცდილობ თვალი არ მოგაშორო… არა… ზედმეტი ვთქვი, მაგრამ საკმარისი არ მითქვამს…

მერწყული

,,მე მინდა გავთავისუფლდე! მინდა გავთავისუფლდე დამოკიდებულებებისგან… მე მიყვარდება, მიყვარდება ცხოვრებაში პირველად და დარწმუნებული ვარ რომ ეს ნამდვილი სიყვარულია… უცნაურია, მაგრამ ასეა – არ შემიძლია მოვერიო შენს სიყვარულს… და მაინც დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ როცა კარიდან გავალ, დამოკიდებულებებისგან გავთავისუფლდები… თუმცა ცხოვრება გრძელდება და ვეჩვევი, რომ შენ გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია… არ მინდა მარტო ცხოვრება… ეს ჩემებურად უნდა გავაკეთო… როგორ ვერ ხვდები, პატარავ, მე უნდა გავთავისუფლდე… მე მინდა გავთავისუფლდე… მინდა. მინდა. მინდა გავთავისუფლდე!

თევზები

,, როცა აკეთებ ყველაფერს და მაინც არ გამოგდის, როცა იღებ, რაც გინდა, მაგრამ აღმოაჩენ რომ ეს სულაც არ არის ის, რაც გჭირდება, როცა ძალიან დაღლილი ხარ, მაგრამ ვერ იძინებ, როცა ცრემლები ღვარად მოგდის სახეზე, როცა კარგავ იმას, რასაც ვერაფრით ჩაანაცვლებ, ერთ ადგილს ტკეპნი! ამაზე უარესიც შეიძლება მოხდეს? მე შევეცდები დაგაყენო ფეხზე!”

დოჩი გოგო

Comments are closed.