,,პატარავ” – ის ყურადღებიანი და მოსიყვარულეა. ფიქრობს, რომ მისი მზრუნველობა გჭირდებათ და ყველაფერი თქვენთვის უნდა.
,,ძვირფასო“ – ურთიერთობაში მისთვის მთავარია სანდოობა და საიმედოობა. გრძნობები მეორე ადგილზე.
,,სულელჩიკი, ბოთე და ა.შ.“ – ეს კაცი ყველაფერს გაპატიებთ. იგი მზად არის ნებისმიერ სიტუაციაში დაგიდგეთ გვერდით და სიტუაცია აკონტროლოს..
,,ზღარბუნა” – იგი თქვენს ურთიერთობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ხანდახან თავშეუკავებლად იქცევა, მაგრამ სულის სიღრმეში ძალიან ეშინია თქვენი დაკარგვის.
,,ჩემო სიცოცხლე, ჩემო ცხოვრება” – პათოსი მას ძიებისკენ უბიძგებს და ყოველი შემთხვევისთვის გადაამოწმეთ სხვაგან სადმე სხვაგან სხვა ცხოვრებითაც ხომ არ ცხოვრობს და სხვა სიცოცხლეც ხომ არ ჰყავს.
,,ბაჭია” – იგი აზარტული ადამიანია და ხშირად გეთამაშებათ. არ მოგატყუოთ გარეგნული გამოხატულებით, სინამდვილეში ძალიან ეჭვიანია და სულ თვალს გადევნებთ.
,,ფისო, ფისუნა” – მას მოსწონს ახლო და თბილი ურთიერთობები და სიტუაციის დაძაბვას მუდამ ერიდება.
,,ჩემი ოქრო, ჩემი ბრილიანტი, ჩემი განძი” – თქვენი პარტნიორი თქვენი ურთიერთობის მნიშვნელობისთვის ხაზგასმას ცდილობს და რეალურად უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე გრძნობს.
,,ბეკეკო” – იგი თქვენთან ძალიან დიდ სულიერ სიახლოვეს გრძნობს, მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხართ, თუნდაც ამას მთლად კარგად ვერ გამოხატავდეს.
,,კნუტი” – იგი თქვენ ძალიან ახლობლად გთვლით, უნდა რომ ეს კავშირი კიდევ უფრო გაამყაროს, რომ ენდობოდეთ და ცდილობს დაგიმტკიცოთ, რომ მისი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ.
,,ბარტყი” – იგი თქვენ გამო ნებისმიერ რისკზეა წამსვლელი.
,,მელაკუდა” – იგი მთელ თავის ყურადღებას თქვენ გითმობთ და იმავეს ითხოვს თქვენგანაც.
,,მარმელადი, კანფეტი, შოკოლადი და ა.შ. “ – იგი ძალიან მესაკუთრეა და თქვენც მის საკუთრებად მიგიჩნევთ, ძალიან მარტივ, უბრალო ურთიერთობას გთავაზობთ თითქოს, მაგრამ რეალურად მთელ მის ცხოვრებას და დროს თქვენ იკავებთ…
,,საყვარელო, სიყვარულო” – იგი ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, სჩვევია ემოციური ამოფრქვევები და უეცარი გადაწყვეტილებები.
,,დათუნია, დათუჩა, დათვის ბელი” – იგი მგრძნობიარეა, მაგრამ დაჩქარება არ უყვარს, თუმცა ყურადღებიანი და ფრთხილია და თქვენი დაკარგვა არ სურს.
,,ბუსუ, ბასუ, ბუსიკა, ბასუკა, ბაბუსიკა” და ა.შ. – ძალიან ძლიერი გრძნობები აქვს და ზომიერების გრძნობა აკლია.
,,თაგუნია, ვირთხუნია, წრუწუნა..” – მისი გრძნობები არავითარ ჩარჩოში არ ჯდება, თუნდაც ერთი შეხედვით ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს. ძალიან მოწებებულია თქვენზე, თუმცა ხან ძალიან თავზეხელაღებულივით იქცევა.
პუსი, პასი, პუპსიკ და ა.შ. – იგი ურთიერთობაში ბოლომდე შემოსვლას ცდილობს, თუმცა შესაძლოა გრძნობების გარდა პრაქტიკული ინტერესებიც ჰქონდეს.
თევზუკა – თქვენ უფრო საქმიანი კუთხით გააგრძელოთ ურთიერთობა სჯობს, თუ რომანტიკა გჭირდებათ, რადგან მას უფრო პრაქტიკული ინტერესები აქვთ, ვიდრე რომანტიკული.
პონჩიკი, დონატი, კრუასანი და ა.შ. -ის მთელი ძალით ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას და სავარაუდო მეტოქეების ჩამოცილებას. მას სურს ახლო, ჰარმონიული ურთიერთობა და სიმშვიდე.
ტკბილო, გემრიელო – იგი ცდილობს ემოციურ ადამიანად მოგაჩვენოთ თავი, თუმცა შინაგანად ძალიან მშვიდი და დაბალანსებულია.
ჩემი მზე, ჩემი სინათლე, ჩემი მზის სხივი – იგი ძალიან დიდ სინაზეს და ცხოველ ინტერეს გრძნობს თქვენს მიმართ, მისთვის თქვენ ხართ შანსი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას.
ვეფხვუნა, პანტერა, ავაზა, ბოკვერი... – იგი თქვენს დამოუკიდებლობას პატივს სცემს, არასოდეს ეცდება თქვენს გადაკეთებას და თანასწორუფლებიან, სამართლიან კავშირს გთავაზობთ.
ზაზუნა, ზღვის გოჭი და ა.შ. – იგი იმპულსური ქმედებებისკენ არის მიდრეკილი და ამ ,,წამოვლებს“ აყოლილმა შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოს.
წიწილა, ჭუკი, ჭუჭული.. – მას უყვარხართ, მაგრამ მთლად სერიოზულად არ აღგიქვამთ, გულის სიღრმეში მაინც უკან იხევს, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ კონტაქტზე გამოდის.
მარწყვი – იგი დამოუკიდებელი ადამიანია და თავის პიროვნულ თავისუფლებას პატივს სცემს. მისთვის მთავარი საკუთარი თავია.