ბარბრა სტრეიზანდის 12 შესანიშნავი ციტატა საკუთარ თავზე, შვილებზე,  სრულყოფილებასა და ცხოვრებაზე

0
2770

 

გრძელცხვირა და არაორდინალური გარეგნობის სასაცილო გოგონა, რომელმაც წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია, მფლობელია ორი ოსკარია, ემის, გრემის და ოქროს გლობუსის. იგი წარმატებული მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი, დედა და ქალია, შესანიშნავი აზრებით.

საკუთარ თავზე

მე ჰოლივუდში საკუთარი კბილებით, ცხვირით და ფორმებით მოვედი, რითიც ძალიან ვამაყობ.

სახლში ერთი და იმავე ტანსაცმლით დავდივარ, ჩემთვის მთავარია კომფორტულად ვიყო და ძვირფასეულობას არ დაგიდევთ. არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც, ვიდრე გარეგნული კომპონენტებია.

მე ისე ხშირად აღარ ვჩნდები კინოეკრანებსა და სცენაზე, რომ მაყურებელს არ მოვბეზრდე. ჩემი დევიზია : ცოტა და ხარისხიანი.

მე მომწონს სიმღერების ჩაწერა და ფილმების გადაღება, რადგან შემიძლია და მიყვარს ეს საქმე. ვიღაცას დიზაინი უყვარს, ვიღაცას ბალეტი. მთავარია იმ საქმეს აკეთებდე, რომლისკენაც გული მიგიწევს და რის კეთებაც სიხარულს განიჭებს.

 

სრულყოფილებაზე

სრულყოფილებას ნაკლი უნდა ჰქონდეს, რადგან იდეალური საშინლად უსიცოცხლო და მოსაწყენია.

შვილებზე

ცნობილი ადამიანის შვილობა რთულია, თუმცა ჩემი შვილი, როცა გაიზარდა მიხვდა, რომ ბევრს მასზე რთული ბავშვობა ჰქონდა. ან კი ვის ჰქონდა იდეალური?  არავის. სირთულეები ხასიათს აყალიბებს. დროთა განმავლობაში, როცა ბოროტება ცხრება, ჩვენ უფრო მეტად შეგნებულები ვხდებით და მადლობლებიც კი ვართ გამოცდილებისთვის.

მე ბევრს ვმუშაობდი და დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, რადგან მისი სკოლიდან გამოყვანა და მისი საყვარელი საჭმელების მომზადება არ შემეძლო. ზოგჯერ ბავშვები ვერ იგებენ ამას და ბრაზობენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში აცნობიერებენ, რომ ჩვენც განვიცდით, ყოველაფრის მიცემას რომ ვერ ვახერხებთ, რაც სჭირდებათ. ყველა მშობელი ცდილობს ამის კომპენსირება მოახდინოს, უკლებლივ ყველა სხვადასხვა ფორმით.

ჩემი ბიჭი ძალიან ჭკვიანი, ნაზი და წესიერია. რატომ უნდა შევუშალო ხელი ბედნიერებაში? უსამართლობაა სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაცია. რატომ უნდა წყვეტდეს ვიღაც სხვის ბედს საკუთარი შეხედულებების მიხედვით? ეგებ ჩვენ თავად ვართ არანორმალურები?

ცხოვრების შესახებ

ვერავინ აიძულებს ადამიანს ვინმე უყვარდეს ან არ უყვარდეს.

ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ დესერტით უნდა დაიწყო.

ფიქრი იმაზე, რომ კრიტიკულ ასაკს 40-50-60 (ყველას სხვადასხვაგვარად აქვს) აღწევს, ადამიანები დეპრესიამდე მიჰყავს. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წლის ხარ? შენ დილით გაიღვიძე და ეს უკვე ბედნიერებაა. ყოველი დღისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ ღმერთს. თუკი დაბადების დღეების გეშინია, რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას?