მამაკაცებმა ვისწავლეთ საფენების გამოცვლა, საჭმლის გაკეთება, სახლის მილაგება, ჩვენ ვიცილებთ ზედმეტ თმას, ვუვლით თავს და თვალებში ვუყურებთ ქალს თანხმობის მისაღებად გავუღოთ თუ არა კარი მას.
მამაკაცები ,,იდეალურები“ გახდნენ. ისეთები, როგორებზეც ქალები ოცნებობდნენ, თუმცა განქორწინებების რიცხვი დღითიდღე იზრდება და ამ განქორწინების ინიციატორი ძირითად შემთხვევაში ისევ ქალები არიან (ამერიკაში და ინგლისში ინიციატორების დაახლოებით 70 % ქალია ).
ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი რენდი გუნტერი, რომელიც ურთიერთობების სპეციალისტია, ამბობს რომ უამრავი უბედური მამაკაცი მიდის მასთან, რომლებიც შესანიშნავი ქმრები იყვნენ: ძალიან ღირსეული, ერთგული, მზრუნველი, პატიოსანი, ყველაფერში რომ მხარში ედგნენ საკუთარ ცოლებს და ხელისგულზე ატარებდნენ მათ და ცოლებმა ისინი სხვანაირი მამაკაცის გამო მიატოვეს.
ვინ არის ეს ,,სხვანაირი მამაკაცი?“ როგორია? რატომ ტოვებენ ქმრებს მისი გულისთვის ქალები?
,,ქალებს, რომლებიც ქმრებს უფრო ,,მასკულანური“ კაცების გამო ტოვებდნენ, სჯეროდათ რომ ეს მამაკაცი ორივეს შესძლებდა – მის ემოციური აგზნებასაც და მასზე ზრუნვასაც.“ – ამბობს გუნტერი, – თუმცა ისინი ცდებოდნენ. შეუძლებელია ერთდროულად იყო მეომარი და მზრუნველი. ილუზიები მალე დაიმსხვრა. ბევრი მათგანი უკან დაბრუნებასაც შეეცადა და ვინც დაბრუნდა, აღარც აპირებს სადმე წასვლას.“
როგორც ჩანს, ეს ,,სხვანაირი მამაკაცი“ ძალიან მამაკაცურია, ცხოველური, ძლიერი. იგი საინტერესოა, ამაღელვებელი. მას აქვს რაღაც, რაც ,,იდეალურ“ ქმარს არ აქვს. ,,იდეალური“ ქმარი – მზრუნველი, ყურადღებიანი, მგრძნობიარე და ცოლზე თან გადაყოლილი გამოდის რომ …. მოსაწყენია.
მამაკაცების უმეტესობამ მასკულანური თვისებები დაკარგა და ამ თვისებებს არაფერი აქვს საერთო დომინანტობის სურვილთან და მტვერსასრუტებზე უარის თქმასთან. ეს თვისებები მყარი ღირებულებების და ხასიათის სიმტკიცის შედეგია.
ერთი ჩემი ნაცნობი წყვილის ისტორიას მოგიყვებით. როცა ისინი გავიცანი, ცოლს თავისი ქმრის არაფერი მოსწონდა. აღიზიანებდა მისი საუბრის მანერა, უკმაყოფილო იყო მისი უამბიციობით, ვერ იტანდა, როცა სხვენში ადიოდა მისგან მალულად რომ მოეწია და რაც მთავარია ზიზღს გვრიდა მისი ქცევები. ქმარს არ სურდა ამ რეალობის მიღება და მთელი არსებით ცდილობდა ესიამოვნებინა ცოლისთვის, თუმცა ამ მცდელობას საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდა. მისი ეს მცდელობა ქალს აღიზიანებდა. ნანობდა, რომ ამ საცოდავ იმპოტენტს გაჰყვა.
ეს ყოველთვის ასე არ იყო. ურთიერთობის საწყის ეტაპზე ქალი მოიხიბლა კაცის მხიარული და გულღია ხასიათით. იგი მოტივირებული ადამიანი გახლდათ, რომელიც ცდილობდა სიხარული მიენიჭებინა ქალისთვის. გარდა ამისა სამსახურშიც ყველაფერი რიგზე ჰქონდა და ქირასაც დროულად იხდიდა. ქალს მოეწონა იგი ხასიათის ამ თვისებების გამო.
მერე დრო გავიდა, კაცი უკვე აღარ იყო ისეთი სიცოცხლით სავსე და მკვეთრად გამოხატული ხასიათების მქონე, როგორც თავიდან და მოწყენილმა ცოლმა გადაწყვიტა კამათით და ჩხუბით გამოეფხიზლებინა. ქმარი წინააღმდეგობას არ უწევდა და ცდილობდა მორგებოდა. ამან კიდევ უფრო გააშმაგა.
კაცმა ჩემთან რამდენჯერმე დაიწუწუნა რომ ვერაფრით იგებდა მის გულს, ვერაფრით ახერხებდა ესიამოვნებინა ცოლისთვის. იგი ვერ ხვდებოდა რომ ზუსტად ეს მისი მცდელობა იყო უკმაყოფილების ჯაჭვის მიზეზი.
ჩემი აზრით, მას მტკიცე ღირებულებათა სისტემა არ ჰქონდა. არ იცოდა, რა იყო მისთვის მნიშვნელოვანი. ჰქონდა მოტივაცია, მაგრამ არ ჰქონდა მიმართულება. ნიავს მინდობილი ნავივით დაცურავდა აქეთ იქეთ სხვა ადამიანების სურვილების მიხედვით. ამის გამო, არც საკუთარი აზრების დაცვა შეეძლო, არც კონსტრუქციული დიალოგი და ვერც საჭირო სიტყვების პოვნას ახერხებდა. საჭირო სიტყვები კი ქორწინებაში აუცილებელია. მისი ცოლი ძლიერი ქალი იყო და აცოფებდა აზრი რომ ჩამოუყალიბებელ, თავის ჭკუაზე მოსიარულე დაუცველ მამაკაცზე დაქორწინდა.
ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა კაცმა საკუთარ თავში ჩაღრმავება და თვითანალიზი დაიწყო. მან მოახერხა ჩამოყალიბებულიყო საკუთარ ღირებულებსა და ამბიციებში. ნელ-ნელა გაერკვა რა უხაროდა და რა არ სიამოვნებდა. იგი გამოძვრა სხვენიდან, დაისახა პროფესიონალური წინსვლის რეალური გეგმები და დაიფიცა რომ აუცილებლად გამოასწორებდა ურთიერთობას ცოლთან, ოღონდაც სულ სხვა მეთოდებით. ერთხელაც, როცა ცოლმა ნათლობაში გაყოლა სთხოვა, მან უპასუხა – არა გმადლობთ, გოლფის სათამაშოდ მივდივარ. მომიკითხე დედა.“
მათთან ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. ცოლს მოეწონა, რომ ქმარს გაუჩნდა ამბიციები, გაუჩნდა მიზნები, პოზიციები და ეს ურო მეტად ღირებული იყო, ვიდრე ბავშვის ნათლობები.
აღმოჩნდა რომ პრობლემა იყო კაცის შიში, რომ ქალს რაღაც არ მოეწონებოდა და ამიტომ მორჩილი და დამჯერი გახდა. რომელ ჯანმრთელ ადამიანს მოეწონება ასეთი ადამიანის გვერდით ცხოვრება გინდ ქალს და გინდ კაცს?
კაცის დნმ-ში ჩადებულია დრაივი, რომელიც მას აიძულებს შთაბეჭდილება მოახდინოს ქალზე, ემსახუროს, ასიამოვნოს მას და ხშირად ეს დრაივი ისე მახინჯდება იქცევა ქალის დაწუნების შიშად. უამრავ მამაკაცს აქვს ეს პრობლემა, მათ ერევათ ჯანსაღი თანხმობა, წარუმატებელ სამსახურში. ისინი არაეფექტურად მიიჩნევენ ხოლმე თავს და უკან იხევენ.
ურთიერთობაში უკანდახევა მამაკაცებს სჩვევიათ, მაგრამ უკანასკნელ ხანებში ეს უკანდახევა მასობრივი ხდება. მათ კომპლექსი გაუჩნდათ, რომ რასაც არ უნდა აკეთებდნენ საკმარისი არ არის და ყველა ქალი უბედური იქნება მათთან. ისინი იმართებიან ამ კომპლექსით და ამ შიშით, როგორც ჩემი ნაცნობი. ნიავი უკვე ქარად იქცა და კიდევ უფრო შორს გაიტაცა ნავები.
არ ვამბობ, რომ გუნტერის კაცებმა დაიმსახურეს ასე მოქცევა ქალებისგან და რომ მათ არ აქვთ საჭე. მათ კარგი ზრახვები აქვთ და არ იმსახურებდნენ ამხელა ტკივილს, თუმცა ეგებ სჯობს რეალურ მიზეზებს ჩავუღრმავდეთ და პრობლემის გადაჭრის რეალურ გზებზე ვიფიქროთ? ეგებ იმაზე წუწუნს მოვრჩეთ, რომ ქალებს არ მოსწონთ ასე მიმართულების გარეშე რომ ვართ? ჩვენ კაცები უნდა ვიყოთ, საუკეთესო კაცები და არა მსხვერპლი, რომელიც მოთქვამს რომ ცოლი იმ კაცთან გაექცა, რომელსაც საკუთარი გემის მართვა შეუძლია. მხოლოდ ასე დავიმსახურებთ საყვარელი ქალის სიყვარულს.
პირველ რიგში, ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ, ლექსიკონი უნდა გავზარდოთ. ამის გარეშე კომუნიკაციას ვერ მოვახერხებთ. ისტორიაში ყველაზე დიდებული მამაკაცების ყველაზე ძლიერი მხარე ორატორობა გახლდათ, მათ შეეძლოთ საკუთარი თავის გამოხატვა, შეეძლოთ სხვების დარწმუნება. ჩვენ ეს ნიჭი უნდა განვივითაროთ. საკუთარი ქცევების ახსნა შევძლოთ, საკუთარი მოტივების გამომჟღავნება, ჩვენ საკუთარი თავის გამოხატვა უნდა მოვახერხოთ.
ბევრი მამაკაცი ამ ყველაფერს გაურბის, რადგან ემოციური საკითხების განხილვის თავიდან არიდება სურს. ჩვენ ჩვენს სენსიტიურ მხარეებზე საუბარს ფემინინურად ვთვლით, მაგრამ დაფიქრდით, რა უფრო მასკულანურია პრობლემებზე თვალის დახუჭვა და სხვების დადანაშაულება იმაში, რომ დამარცხდი, თუ რომელიმე უნარის შეძენა, განვითარება და ბრძოლა გამარჯვებისთვის?
გარდა ამისა, ყველა მამაკაცს უნდა ჰქონდეს ღირებულებები და სწორედ ეს ღირებულებები უნდა განსაზღვრავდეს მის ქცევას. ამ ღირებულებათა სისტემას მას ვერავინ მისცემს, თავად უნდა განსაზღვროს, ჩამოაყალიბოს და დაიცვას, თუ უნდა რომ წარმატებას მიაღწიოს. ეს ნიშნავს რომ მამაკაცმა უთხრას ქალს: ქვეყნის დასალიერში წავალ, თუ შენთვის ამით ბედნიერების მოტანას შევძლებ, შევძლებ შევიცვალო, თუკი ამით ჩვენს სიყვარულს გადავარჩენ, მაგრამ მე ვერ ვუღალატებ საკუთარ კაცობას და მიზნებს!.
კაცები, რომელთაც არ აქვთ ღირებულებები და ეშინიათ იმის, რომ მის საქციელს დაიწუნებენ სულიერ ვაკუუმში ცხოვრობს. ასეთ პირობებში ურთიერთობას ვერ გაახარებ. ჩვენ ჯერ საკუთარი თავი უნდა ვიპოვოთ, ჩამოვყალიბდეთ, სრულფასოვანი ადამიანები გავხდეთ… მგრძნობიარე და მზრუნველ მამაკაცებსაც შეიძლება ჰქონდეს მყარი ფასეულობები, თავისი გზა და თავისი პრინციპები! დიახ, შესაძლებელია ერთდროულად იყო მეომარიც და ჯარისკაციც! აი, ეს არის ნამდვილი იდეალური მამაკაცი!
შონ სმიტი,
ფსიქოლოგი