რატომ ვფიქრობ, რომ განქორწინება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც კი ოდესმე მიმიღია

0
1842

 

  1. მე აღმოვაჩინე რომ არაფრის მეშინია

თავით გადავეშვი რაღაც გაურკვევლობაში თეთრი კაბითა და საქორწინო მარშით. ეს ურთიერთობა იმაზე გაცილებით ადრე ძალიან ბევრჯერ უნდა დამთავრებულიყო, ვიდრე დამთავრდა, მაგრამ მე ამის დანახვა არ მსურდა. მე მეშინოდა და ეს შიში მაიძულებდა მეცხოვრა საზღვრებში, რომელშიც სული მეხუთებოდა მანამ, სანამ ამ ციხიდან გაქცევის გარდა ყველა შესაძლებლობა არ მომესპო.

როცა ვთქვი : ,,თანახმა ვარ“  არ ვიცოდი ვინ ვიქნებოდი 5 წლის განმავლობაში, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მნიშვნელობა არ აქვს არც იმას ერთი თქვე გაგრძელდა ჩემი ქორწინება თუ 12 წელიწადი, არასწორი არჩევანი გავაკეთე დაქორწინებისას, თუ შემდეგ იქცა არასწორად, კიდევ დავუშვებ ამ შეცდომას, თუ არა, მთავარია უკვე აღარ მეშინია. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეტკინა, ამ ტკივილმა უშიშარი გამხადა. ჩემი გული კი არ დაიმსხვრა, პირიქით გაძლიერდა ამ გამოცდილებით და ისევ მზად არის სიყვარულისთვის.

  1. მე უკეთესი ადამიანი გავხდი

ჩემი ქორწინება არ იყო ჯანსაღი არც ემოციური და არც ფიზიკური თვალსაზრისით. წლები დავკარგე იმ ადამიანად გახდომაში, როგორიც ჩემი აზრით უნდა ვყოფილიყავი, სიყვარულის ღირსად რომ ჩავეთვალე მას. თუმცა ერთ დღეს გავიღვიძე და მივხვდი, რომ ის სიყვარული, როგორიც მსურდა არ მოითხოვდა ჩემგან რომ სხვა ადამიანი გავმხდარიყავი.

მე ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო, მე უნდა გავძღოლოდი სახლს და ფინანსებს დამოუკიდებლად. უნდა მეპოვა ახალი საქმე, ახალი სამეგობრო წრე და ახლებურად უნდა დამეწყო ყველაფრის კეთება. საკუთარი ნაგვისთვის თვალი უნდა გამესწორებინა და ეს ადვილი არ იყო. უამრავი ღამე გავათენე ქვითინში. არ მჯეროდა რომ ამ ყველაფერს მარტო მოვახერხებდი.

მაგრამ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს, ეს ყველაფერი დამეხმარა მეპოვა საკუთარი თავი, გამეგო ვინ ვარ სინამდვილეში და გადამეწყვიტა ვინ მინდოდა ვყოფილიყავი.

მე ახლა განქორწინებული ვარ და არაფერი მაქვს საერთო იმ გოგოსთან, რომელიც დაბნეული იდგა ცრემლიანი თვალებით იმ რაღაცის დასასრულთან, რომლის დასრულებაც ვერ წარმოედგინა. მე მივხვდი რომ სადღაც გულის სიღრმეში ყველა ჩვენგანში ცხოვრობს ფენიქსი, რომელიც ნებისმიერი დაცემის შემდეგ თავიდან იბადება.

  1. მე უკვე ვიცი რა მინდა

ადრე ვცდილობდი ყველას მოვრგებოდი, მზად ვიყავი გავმხდარიყავი ის, რაც სხვებს სურდათ ოღონდაც მათი სიყვარული და მოწონება დამემსახურებინა, მაგრამ ამ მოგზაურობამ საკუთარ თავთან მიმიყვანა. ახლა უკვე ვიცი რა კომპრომისზე ვარ წამსვლელი და რას არ დავთმობ არავითარ შემთხვევაში. მე ვიცი როგორი ცხოვრება მსურს თავად და არ მაინტერესებს სხვისი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ცხოვრება უნდა მქონდეს. ვისწავლე ბოდიშების გარეშე ვიცხოვრო ისე, როგორც მსურს. დავიწყე იმათი დაფასება, ვისაც უპირობოდ ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ. როცა ადამიანს უყვარხარ, უყვარხარ ყველანაირი! მაშინაც როცა ძალიან კარგი ხარ და მაშინაც, როცა შეცდომებს უშვებ, მაშინაც როცა ძალიან კარგად ხარ და მაშინაც როცა გაქცევა გინდა. გიყვარდე მთლიანად, ან სულ ნუ გეყვარები. მე აღარ მაქვს დრო სანახევრო გრძნობებისთვის, ან იმისთვის რომ გარწმუნო თუ რა კარგი ვარ და როგორი ძვირფასი, რადგან უკვე ვიცი, რომ ამას ვიმსახურებ!

მე არ ვარ არც ჩემი თმის ფერი, არც ღიმილი, არც ჩემი ჯინსის ზომა და ჩემი ღირებულება ჩემი ბიუსტჰალტერის ზომით არ განისაზღვრება. ის რაც მე ინდივიდად მაქცევს, ის რაც მე იმად მხდის რაც ვარ, თავისუფლების სულია, რომლითაც სხვებს შთავაგონებ! მე ვისწავლე რომ არ უნდა მოვიბოდიშო იმისთვის, რომ ხანდახან უაზროდ ვიქცევი. მე შეიძლება დავდიოდე იოგაზე,  თუმცა ხანდახან, როცა მომეგუნებება, შეიძლება მოვწიო კიდეც. მე მივხვდი რომ საუკეთესო რამეები წინააღმდეგობებით არის სავსე და არ მაქვს სურვილი ვითხოვო პატიება საკუთარი წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო.

 4. მივიღე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ

ბევრი რამ გადავლახე განქორწინების შემდეგ, თუმცა ყველაზე მეტად საკუთარი თავისთვის თვალის გასწორება გამიჭირდა. მე არ ვცხოვრობდი ჩემი ცხოვრებით, მე საკუთარ თავს ვატყუებდი. მე მივხვდი რომ ცოტა ველური ვარ და რომ ცოტა გიჟური რამეები მომწონს. გავიაზრე,  რომ ცხოვრება ჩემთვის ექსტრიმია, მოულოდნელობებით სავსე ქაოსი, თავბრუდამხვევი ვნებები და სურვილები. გავაცნობიერე, რომ მთავარი ჩემი საკუთარი ბედნიერებაა და აღარასოდეს ვიცხოვრებ ისე, როგორც სხვების აზრით უნდა ვცხოვრობდე და სხვანაირად ახლა ვერც წარმომიდგენია.

კიდევ რა ვისწავლე? ვისწავლე, რომ როგორ ძალიანაც არ უნდა ვუყვარდე ადამიანს, ის მთლიანად ჩემი საკუთრება არ არის, არც მე ვარ სხვისი საკუთრება.

განშორების შემდეგ ცხოვრება შევიყვარე, სიგიჟემდე შევიყვარე… მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ მაქვს რა არის ის, მაინც ძალიან მხიბლავს და არასოდეს, არასოდეს მოვეშვები ვიჯდე ღია ცის ქვეშ და ვუდარაჯო ვარსკვლავის ჩამოვარდნას სურვილების ჩასაფიქრებლად, რადგან მჯერა რომ სასწაულებით არის სავსე ცხოვრება და… სიყვარული…