ჩვენ ორი ცხოვრებით ვცხოვრობთ – რეალური და ირეალური ცხოვრებით. ოცნებებს არ ვგულისხმობთ, 24 საათიდან 8 საათი ცნობიერს ვეთიშებით და ქვეცნობიერ სამყაროში ვმოგზაურობთ.
ცხოვრების ერთ მესამედს ვატარებთ ძილში, ჰოდა, გასაკვირიც არ არის რომ ამდენს ვლაპარაკობთ მასზე, ამდენს რომ ვიკვლევთ. იმის მიხედვით, თუ როგორ სძინავს, ადამიანზე ბევრის გაგებაა შესაძლებელი. როდესაც ფხიზლად ვართ, ჩვენ ვახერხებთ ასე თუ ისე ვმართოთ ჩვენი ქცევა, აი, მძინარე კი მართლაც ისა ვართ, რაც ვართ. ადამიანის ძილის პოზით შეგიძლიათ მიხვდეთ თუ რა ტიპის შეყვარებულია იგი, რა პრობლემები აქვს ურთიერთობებში და რა სჭირდება მისგან. მკვლევარები საინტერესო დასკვნებამდე მივიდნენ.
ემბრიონის პოზა – მაგარ ტიპს თამაშობ, მაგრამ სინამდვილეში მზრუნველობა გაკლია
ეს ყველაზე გავრცელებული პოზიციაა და ასევე გავრცელებული ქცევა ურთიერთობებში. ისინი, ვისაც ემბრიონის პოზაში სძინავთ, ცდილობენ გარეგნულად არ შეიმჩნიონ რა მგრძნობიარეები არიან შინაგანად და როგორ სჭირდებათ მზრუნველობა და სითბო.
მათ უჭირთ ურთიერთობებში გახსნა, დრო სჭირდებათ იმისთვის რომ დაგიახლოვდნენ და გითხრან ,,მიყვარხარ“, თუმცა ეს იმიტომ კი არა, რომ არაფერს გრძნობენ, ეგებ ძალიან მაგრადაც გრძნობდნენ, უბრალოდ ამის გამომჟღავნებას მარტივად ვერ ახერხებენ. სამაგიეროდ როცა გაიხსნებიან, ნდობით და სიყვარულით სავსე ურთიერთობას გაჩუქებენ.
ძელი: შენ ზედმეტად ენდობი ხალხს და ამიტომ შეუფერებელი ადამიანები გიყვარდება ხშირად
ძელივით გასწორებული მდგომარეობაში გვერდზე მძინარე ადამიანები სერიული შეყვარებულები არიან, პარტნიორებს პარტნიორებზე რომ იცვლიან, ხან ერთს ხვდებიან ხან მეორეს, ხან მესამეს და სულ რომ იმედი უცრუვდებათ.
მათ უყვართ ადამიანები, მოსწონთ რომანტიკა და სჯერათ ლამაზი სიტყვების. ყველაზე ლამაზად მოსაუბრეები კი, როგორც წესი, მატყუარები არიან. თქვენ კარგი ადამიანი ხართ, თუმცა ძალიან ადვილად ბრიყვდებით და სანამ ჩვენ არ გეტყვით, ვერ უნდა მიხვდეთ რომ ამდენი ნდობა საჭირო არ არის?
მოწადინებული: შენ გეშინია, რომ ოდესმე ყველაფერი დამთავრდება და თავად ანგრევ
ეს ,,ძელის“ მოდიფიკაციაა. ოდნავ მოხრილი და რაღაცას მოწადინებული წინგაწვდილი ხელებით.
ასე იმ ადამიანებს სძინავთ, რომლებიც ურთიერთობებში მიღებულმა ტრავმებმა ცინიკური გახადეს. მას ოდესღაც ალბათ ატკინეს გული და ახლა ეჭვიან ბუნებას ირონიით ფარავს.
თქვენ გეშინიათ, რომ რაღაც კარგი ოდესმე აუცილებლად დამთავრდება და ისევ გეტკინებათ გული, ამიტომ თავადვე ცდილობთ ყველაფრის გაფუჭებას – არ ენდობით პარტნიორს და იქამდე არ ეშვებით თხრას, სანამ დანას არ გამოთხრით ხოლმე. ფსიქოლოგთან დარეკეთ აუცილებლად, ჩემი ძილის პოზა არ მომწონსთქო!
ზღვის ვარსკვლავი: შენ გინდა იმდენივე სიყვარული გასცე, რამდენსაც იღებ
ზურგზე თუ წევხართ ორივე მკლავით ბალიშს შემოვლებული, ესე იგი ძალიან სიყვარულის ნიცშეანური იდეალი ბრძანდებით -მეგობრული შეყვარებული.
თქვენ ძალიან ერთგული და გულწრფელი ადამიანი ხართ და ცხოვრებასაც მარტივად უყურებთ; ფიქრობთ, რომ პატარა წვრილმანებისგან ტრაგედიებს შექმნა არ ღირს და განშორებებიც ადვილად, ყოველგვარი შრამების, ბზარების და ტრავმების გარეშე გადაგაქვთ, დასახიჩრების გარეშე და ესეც ისევ იდეალისტობის გამო. როდესაც ურთიერთობა ვერ შედგება, ფიქრობთ, რომ ნამდვილი სიყვარული ჯერ კიდევ წინ არის.
მოაზროვნე: თქვენ იქამდე გეპარებათ ეჭვი ვინმეს სიყვარულში, სანამ …
ეს პოზიცია ემბრიონს ჰგავს, ისიც შიგნიდან უფრო რბილია ვიდრე გარედან, განსხვავება ისაა, რომ მოაზროვნეებს ეშინიათ გულისტკენის, ეშინიათ ვინმე ისეთს არ ანდონ თავიანთ, გული, რომელიც სათანადოდ ვერ მოუფრთხილდება მას, სათანადოდ ვერ დააფასებს და ამიტომ თითქოს კრიჭაში არიან ჩამჯდარი – გამუდმებით აყენებენ ეჭვქვეშ ადამიანებს და ურთიერთობებს, გამუდმებით ყველას და ყველაფრის ანალიზს აკეთებენ და თავს იტანჯავენ. ეს ის ხალხია უფრო მეტი რომ უფიქრიათ გრძნობებზე, ვიდრე უგრძვნიათ.
წაქცეული: თქვენ არ შეგიძლიათ იბრძოლოთ ურთიერთობის გადარჩენისთვის
თქვენ სტრესთან გამკლავება გიჭირთ და ადეკვატურ რეაგირებას და ბრძოლას ვერ ახერხებთ, იმიტომ კი არა რომ სუსტი ხართ, უბრალოდ სიყვარული, რომლისთვისაც ბრძოლაა საჭირო, თქვენ ნამდვილ სიყვარულად არ მიგაჩნიათ.
თქვენ ვერ უძლებთ დაძაბულ სიტუაციებს და ამიტომ როგორც კი პატარა ბზარი ჩნდება, მაშინვე მზად ხართ ხელი ჩაიქნიოთ ყველაფერზე, მიტრიალდეთ და წახვიდეთ, დარჩენის და სიტუაციის მოგვარების მაგივრად. ასე, ერთი ხელის მოსმით შეგიძლიათ წლობის ნაშენების გაცამტვერება და მიტოვება იმ ადამიანის, ვინც გიყვართ.
ბალიშთან ჩახუტებული: შენ გიყვარს შეყვარებული ყოფნა და ადამიანებსაც უყვართ შენი შეყვარებულობა
ისინი აფასებენ ნებისმიერ ურთიერთობას, ნებისმიერ გრძნობას და ნებისმიერ ადამიანს, ვინც კი მის ცხოვრებაში არსებულა. რომანტიკულები და საყვარლები ადვილად უახლოვდებიან ხალხს.
მზრუნველები, არიან თბილები, მოსიყვარულეები. სულ სიყვარულს დაეძებენ სულ… მერეც კი, როცა ნამდვილ სიყვარულს იპოვნიან… თუმცა იმდენი სიყვარული აქვთ, ყველას ყოფნით.
Dare.ge-ს გუნდს უყვარხართ <3