3 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სულიერი გასხივოსნების პროცესი დაიწყო

0
3897

როცა სულიერ ცხოვრებას იწყებ, ყველაფერი იცვლება შენშიც და შენ გარშემოც, თუმცა საკუთარი თავის აღმოჩენის და რეალიზაციის საწყის ეტაპზე მაინც ყველაზე დიდი ძვრები ხდება ადამიანის ფსიქიკაში. იგი ნელ-ნელა ხვდება რომ ,,არსებობს კიდევ სხვა ცხოვრებაც ჭამის, ჩხუბის და  გუნდში პირველობისთვის ბრძოლის გარდა“ , რომ მისი მწირი ცოდნა, რაც მატერიალური სამყაროს შესახებ მიიღო ამ ყველაფრის გასააზრებლად საოცრად ცოტაა, რომ ის, რაც მან შეისწავლა მხოლოდ ერთი უჯრედია იმ უსასრულობის, რასაც სამყარო ჰქვია. ტრანსფორმაციისა და სულიერი გასხივოსნების პროცესი იწყება და:

  1. შენ წყვეტ დარდს და ნერვიულობას

ქრება შიში, მოწყენილობა და დარდი. შენ აღარ გადარდებს რას ფიქრობენ შენზე სხვები.  უმნიშვნელო ხდება სტატუსი, საზოგადოებრივი აზრი, იმიჯი და პოპულარობა, რადგან თვითიდენტიფიკაციას რაღაც ამაზე უფრო მნიშვნელოვანთან ახდენ. შენ იაზრებ, რომ სამყაროს ნაწილი ხარ, შენ ყველაფერში ხარ და შენშია ყველაფერი, შენ ეზიარები შენს უკვდავ ნაწილს და ქრება შიში, საიდანაც იღებს სათავეს ნებისმიერი შიში – სიკვდილის შიში.

შენ უკვე აღარ იღებ პრობლემებს, როგორც სასჯელს, შენ მათ იღებ როგორც გამოწვევას, გაკვეთილს, რომელიც უნდა ისწავლო და გამოცდაზე კი არ ნერვიულობ, სწავლის პროცესით ტკბები. შენ გიყვარს შენი ცხოვრება და ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოცდილება ფასეულია.

  1. იცვლება შენი ინტერესები და სურვილები

თქვენ უკვე აღარ ხარჯავთ დროს უსარგებლო აქტივობებსა და ადამიანებში. ვერავითარ აზრს ვერ ხედავთ ვიდეო-თამაშებში და იმგვარ გასართობებში, რომლითაც მხოლოდ დრო გაჰყავთ ადამიანებს. იცვლება თქვენი ცხოვრების წესი, კვება, ურთიერთობები, ჰობი, სამსახური… ყველაფერი თავდაყირა დგება. შენთვის მთავარი ხდება შენი საკუთარი ცხოვრება, შენი საკუთარი ბედნიერება. ბევრი ძველ მეგობრებსაც შორდება, რადგან ვეღარაფერს პოულობს საერთოს მათთან.

ამის ნაცვლად ადამიანს უჩნდება სურვილი ჰქონდეს კონტაქტი ბუნებასთან, ტკბება მარტო სეირნობით, ვარსკვლავების ყურებით, ახალ ახალი გამოცდილების მიღებით, თავგადასავლებით, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობით, კითხვით, მედიტაციით, იოგით ან რამე მსგავსი ენერგეტიკული ვარჯიშებით. ადამიანი იწყებს იმის კეთებას, რის კეთებაც ყველაზე მეტად სურს. იგი იწყებს ცხოვრებით ტკბობას.

 

  1. იწყებ საკუთარი გზის დაფასებას

იაზრებ, რომ ყველა მოვლენას, რაც კი შენს ცხოვრებაში მომხდარა და ხდება, თავისი მნიშვნელობა ჰქონია. შენ იწყებ სამყაროს ნიშნების წაკითხვას, ახერხებ მისი ენის გაგებას. შენი აზრები, ემოციები და ნება სამყაროს ნებასთან მოდის შესაბამისობაში და ისიც შენს სასარგებლოდ იწყებს მუშაობას. როცა წინააღმდეგობის გაწევას შეწყვეტ  და დინებას გაჰყვები, მიხვდები რომ მან უკეთ იცის საით წაგიღოს. მთავარია მისთვის მინდობა და ამ გზით ბედნიერების განცდა შესძლო.

როცა გააცნობიერებ ვინ ხარ, ის ვინც არ ხარ  – გაქრება, როცა გააცნობიერებ ვინ არ ხარ, იხსნება ის -ვინც რეალურად ხარ! უსმინე საკუთარ გულს, უსმინე შინაგან ხმას, შენი ინტუიცია სამყაროს ცოდნაა, სამყაროს ხმაა და შენი გულისცემა სამყაროს პულსია, გესმის როგორ ფეთქავს?