გაგიგიათ სიყვარულის კილოგრამების ფენომენის შესახებ? მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სიყვარული თურმე წონის კლებაში ეხმარება ადამიანს.
საწყის ეტაპზე შეიძლება რამდენიმე კილოგრამი მოიმატოთ გაძლიერებული მადის გამო, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ორგანიზმში ისეთი ჰორმონები გამომუშავდება, რომ მთლიანად გეკარგებათ მადა და გახდომას იწყებთ.
კვლევა ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში ჩატარდა. ექსპერიმენტში მონაწილეებს ოქსიტოცინის მიღების პირველ ეტაპზე მადა გაუძლიერდათ, თუმცა განმეორებითი ექსპერიმენტის დროს, რომელიც 8 თვის შემდეგ ჩატარდა, აღმოჩნდა რომ მათ მეტაბოლიზმის პროცესიც გაუმჯობესებოდათ და ნაკლებსაც ჭამდნენ.
კვლევა ახალგაზრდა მამაკაცებზე ჩატარდა და ამიტომ თეორიაც, რა თქმა უნდა, ჯერ ისევ თეორიად რჩება, თუმცა სიყვარულს იმდენი სასარგებლო თვისება აქვს, მის დიეტაზე გადასვლა ნამდვილად ღირს!