ფიზიოგნომიკა უძველესი ოკულტური მეცნიერებაა, რომელიც ადამიანის სხეულის ნაწილებს, განსაკუთრებით კი სახის ნაკვთებს სწავლობს და მათი მოყვანილობის მიხედვით ადამიანის ხასიათის გამოცნობა შეუძლია. ერთ ყველაზე ცნობილ ფიზიოგნომიკს სოკრატესთანაც ჰქონდა შეხება. იგი კარგად დააკვირდა ფილოსოფოსის ნაკვთებს და თქვა – ,,იგი განუვითარებელი, შეზღუდული და მრუშია“. მოსწავლეებს სიცილი აუტყდათ, თუმცა სოკრატეს არ გასცინებია. მან თქვა რომ ასეთი იყო იგი ადრე.
რას ამბობს თქვენი ცხვირი თქვენზე?
პირველ რიგში, ყურადღება ფორმას უნდა მივაქციოთ.
გრძელი ცხვირი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს აქვთ. ისინი კარგად ერკვევიან ხელოვნებასა და მეცნიერებაში. ისწრაფვიან სულიერი თვითრეალიზაციისკენ და უნდა ერიდონ კომერციულ საქმიანობას და ბიზნესს, რადგან ამ სფეროში წარუმატებლობის შანსი მეტი აქვთ. ეს კი იმიტომ, რომ გრძელცხვირა ადამიანები ცოტა კონსერვატული დამოკიდებულებებით გამოირჩევიან, ეშინიათ რისკის და სიფრთხილით ხვდებიან ნებისმიერ სიახლეს. მათ მშვიდი და წინასწარ დაგეგმილი ცხოვრება მოსწონთ, ეს კიდევ ბიზნესში არც ისე სახარბიელოა.
მოკლე ცხვირი – შეზღუდულობის და ცხოვრებისადმი ცოტა ზედაპირული დამოკიდებულების ნიშანია. მათ არ უყვართ ვალდებულებებით თავის შეწუხება, საზოგადო მორალს უარყოფენ და ცოტა ეგოისტებიც არიან, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ.
ოდნავ აპრეხილი პატარა ცხვირი ადამიანის ცოტა თავქარიან ბუნებაზე გადაგვიკრავს სიტყვას, განსაკუთრებით კი საწინააღმდეგო ურთიერთობის ადამიანებთან ურთიერთობისას. ისინი თავისუფლების მოყვარული ხალხია, რომლებიც სერიოზული ურთიერთობისგან თავს იკავებენ, სწორედ ამ თავისუფლების დაკარგვის შიშის გამო. არც სამსახურში გამოირჩევიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით. მათ პირადი სივრცე და დამოუკიდებლობა სჭირდებათ.
,,კურნოსა” ცხვირი კეთილშობილ, დიდსულოვან ადამიანებს აქვთ, რომლებსაც არარაციონალური დამოკიდებულება აქვთ ფულთან. ისინი ჭრიჭინები გახლავან. დღევანდელი დღით ცხოვრობენ და მომავალზე ფიქრით თავის შეწუხება არ სურთ. მათ უყვართ სიცოცხლე და აფასებენ იმას, რაც აქვთ.
თხელი, ძვლოვანი და მაღალი ცხვირი საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე, ამაყ და ქედმაღალ ადამიანებს აქვთ. ისინი ძალაუფლებისმოყვარე ხალხია, რომელთაც გარშემომყოფების საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა სურთ. სულის სიღრმეში ნამდვილი ტირანები არიან.
კეხიანი ცხვირი ამბიციურობასა და აქტიურობაზე მეტყველებს. მათ არ უყვართ ფუჭი ოცნებების აგება და სულ რეალური გეგმები აქვთ. ისინი ისახავენ კონკრეტულ მიზნებს, ისწრაფვიან მათი რეალიზაციისკენ და როგორც წესი, ძალიან მალე აღწევენ წარმატებას კარიერულ ასპარეზზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასევე ცხვირის წვერი. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ორი ტიპის ცხვირი წვერი: ამოზნექილი, ერთიანი წვერი და გაყოფილი წვერი.
ამოზნექილი და ერთიანი წვერი სულიერად განვითარებულ, კეთილ ადამიანებს აქვთ, რომლებიც ღიები არიან ნებისმიერი ურთიერთობისთვის და მუდამ მზად გახლავთ რთულ წუთებში დახმარების ხელის გამოსაწვდენად.
გაყოფილი ცხვირის წვერი კი ეჭვიანი, მერყევი და ჩაკეტილი ინდივიდის მახასიათებელია. მათ, როგორც წესი, არც ის მარტივი ცხოვრება აქვთ. ერთი მხრივ ძალიან ჭკვიანები, ნიჭიერები არიან და დიდი შესაძლებლობებიც აქვთ, მეორე მხრივ კი თავიანთი ჩამოუყალიბებლობის და თავდაჯერების ნაკლებობის გამო საკუთარი თავის რეალიზაცია შეიძლება ვერ მოახერხონ.
კარიერულ ზრდაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ნესტოების მიხედვით.
დიდი და ფართო ნესტოები ამბიციურ და საკუთარი საქმით შეპყრობილ ადამიანებს აქვთ. ისინი პირდაპირ მიიწევენ საკუთარი მიზნებისკენ და მალე აღწევენ წარმატებას.
იღბლიანები გახლავთ ასევე საშუალო ნესტოების პატრონებიც.
აი, თხელი და პატარა ნესტოები კი სუსტი ენერგეტიკის მანიშნებელია. ისინი ძალიან არიან დამოკიდებულნი სხვა ადამიანების აზრზე და გარემოებებზე, ეს კი კარიერულ წინსვლასა და ფულის შოვნაში ხელს უშლით.
Dare.ge გისურვებთ რაც შეიძლება ნაკლებ ცხვირს თქვენს საქმეში! <3