7 განსხვავება კარგ მეგობარსა და საუკეთესო მეგობარს შორის

0
1943

1.კარგი მეგობარი ნივთებს რამდენიმე დღეში გიბრუნებთ და მადლობას გეუბნებათ, საუკეთესო მეგობარი რამდენიმე თვის შემდეგ თქვენს ჯემპრში გამოწყობილი გეწვევათ და გეტყვით: დღეს შემთხვევით ვიპოვე და ძალიან გამეხარდა, მე უფრო მიხდება, არა?

2. კარგი მეგობარი წინასწარ გითანხმდებათ სანამ მოვა, საუკეთესო მეგობარი კი დაუპატიჟებლად შემოგეჭრებათ ხოლმე ყვირილით: ძვირფასო, უკვე სახლში ვარ!

3. კარგი მეგობარი გთხოვთ ყავის მოდუღებას, საუკეთესო მეგობარმა თქვენზე უკეთ იცის რა სად გიდევთ და აქეთ გთავაზობთ ყავას, ან თუ ყავა არ გაქვთ გეჩხუბებათ

4. კარგი მეგობარი გთავაზობთ ხაჭაპურის უკანასკნელ ნაჭერს, საუკეთესო მეგობარი უკანასკნელ ნაჭერს ცხვირწინ გაცლით  და თან მაგრად დაგცინით

5. კარგი მეგობარი ფეთდება, როცა თქვენ ფეხს წამოიკრავთ და მაშინვე წამოგაყენებთ და გამშვიდებთ, საუკეთესო მეგობარი ჯერ ფოტოს გიღებთ წაქცეულს, მერე სიცილით კვდება და ბოლოს გამშვიდებთ… მასზე გაბრაზებულს.

6. კარგი მეგობარი არ გაძლევთ სისულელეების ჩადენის უფლებას, საუკეთესო მეგობარი არ გაძლევთ სისულეების ჩადენის უფლებას… მარტოდ!

7. კარგი მეგობრისთვის მოყოლილი გაქვთ ყველაფერი, ან თითქმის ყველაფერი, საუკეთესო მეგობარს კი ეს ყველაფერი თქვენთან ერთად აქვს გადატანილი!

წაიკითხეთ ასევე: ზოდიაქოს ნიშნის დაქალები

Dare.ge  საუკეთესო მეგობრებს გისურვებთ!