ბედნიერება, სინამდვილეში, ყველას ცხვირწინ გვაქვს. ის მარტივ რამეებში ვლინდება, ზოგჯერ სულ წვრილმანებში. აი, მაგალითად, გამოდიხარ სამსახურიდან და მანქანაზე თოვლი გადაწმენდილი გხვდება – ესეც ბედნიერება დღის დარჩენილი ნაწილისა და მეტისთვისაც…
1. გაუნაწილე შენი ქოლგა წვიმაში გაჩერებაზე მდგომ უცნობს.
2. დაეხმარე ადამიანს ხურდის აკრეფაში, რომელიც საფულიდან დაუცვივდა.
3. მიაწოდე ერთჯერადი ცხვირსახოცი გაციებულ მეგობარს.
4. გაატარე ვინმე შენი სამგზავრო ბარათით მეტროში, როდესაც მატარებელი ეს ესაა მოვიდა.
5. მუდამ გახსოვდეს, რომელ კოლეგას როგორი ყავა უყვარს.
6. დაუთმე ადგილი სხვას გადაჭედილ ავტობუსში.
7. დაურეკე ვინმეს, უბრალოდ ამბის მოსაკითხად.
8. გაუწმინდე მეზობელს პარკირების ადგილი თოვლისგან.
9. გადაუშალე გული ვინმეს.
10. შეიქციე მეგობრების ბავშვი, რათა ისინი დაასვენო.
11. მოფხანე ვინმეს ზურგი.
12. გაუნაწილე სადილი მეგობარს, რომელსაც სახლიდან საკუთარის წამოღება დაავიწყდა.
13. მისწერე სასიყვარულო წერილი ხელით.
14. ჰკითხე უცნობს, სად შეიძინა ეს “საკაიფო” ფერადი შარვალი.
15. მიეცი ერთჯერადი პლასტირი მას, ვისაც ახალმა ფეხსაცმელმა ფეხი ატკინა.
16. მიუტანე ვინმეს საყვარელ საცხობში გამომცხვარი გემრიელი ორცხობილები.
17. დაწერე და აჩუქე ვინმეს ჰოკუ.
18. გაყევი დედას მისი საყვარელი მომღერლის კონცერტზე.
19. გაუმასპინძლდი მეგობარს ნაყინით.
20. დაეხმარე მშობელს ბავშვის ეტლის კიბეზე ჩატანაში.
21. შეახსენე მეგობრებს, რამდენად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ.
22. ნება მიეცი შენს მეორე ნახევარს ფილმი თავად შეარჩიოს.
23. დაულაგე მეგობარს სახლი, როცა ის ავადაა და საწოლში წევს.
24. გააღვიძე ოთახის მეზობელი, როცა მას მისთვის მნიშვნელოვან დღეს მაღვიძარა ვერ აღვიძებს.
25. ნება მიეცი მიკროავტობუსში თქვენს მხარზე ჩაძინებულ უცნობს იძინოს.
26. აჩუქე ვინმეს იშვიათი მუსიკალური ფირფიტა.
27. საშუალება მიეცი საუკეთესო მეგობარს გული დაიცალოს, თუნდაც სადმე გეჩქარებოდეს.
28. გაიყვანე კოლეგა სამსახურიდან სახლში, თუნდაც ერთი გზა არ გქონდეთ.
29. დაუტოვე წერილი მაგიდაზე საყვარელ ადამიანს.
30. გამოუცხვე მას მისი საყვარელი ორცხობილები.
31. დაჯავშნე მაგიდა საყვარელ კაფეში.
32. დაეხმარე უცნობ მძღოლს დაშვებული საბურავის გამოცვლაში.
33. მოიმზადე ჭიქა არომატული საყვარელი ჩაი.
34. შეაქე მისი ვარცხნილობა.
35. აჩუქე გოგონას (ბიჭს) საყვარელი წიგნი ლამაზი ყდით.
36. გაუმასპინძლდი კანფეტებით მთელ ოფისს.
37. გაავსე დის (ძმის) ოთახი ფერადი ბუშტებით მისი შვებულებიდან დაბრუნების დღეს.
38. მიუტანე საყვარელ ადამიანს ქილა თაფლი, ჟოლოს მურაბა და ვიტამინი C, როდესაც ის გაციებულია.
39. გაუმასპინძლდი მეგობარს ლუდის ბარში.
40. შეუკვეთე პიცა ყველასთვის.
იხილეთ ასევე: 40 გენიალური მოკლე პასუხი კითხვაზე რა არის ბედნიერება