7 განსხვავება სერიოზულ და არასერიოზულ ურთიერთობას შორის

0
1099
Husband and wife couple kissing in hammock

1. არასერიოზული ურთიერთობები უპასუხო შეკითხვებს აჩენენ

,,ვუყვარვარ?“ ,,რამდენი ხანი ვიქნებით ერთად?“ ,,ნდობა შეიძლება“ – სერიოზული ურთიერთობების დროს ასეთი შეკითხვები არ ჩნდება. პარტნიორებს ამ შეკითხვებზე პასუხი აქვთ. ისინი ერთმანეთს ენდობიან და ერთმანეთს გრძნობენ.

2. არასერიოზული ურთიერთობები იწყება ვულკანური ამოფრქვევით და მერე ინავლება

სერიოზულ ურთიერთობაში მყოფმა წყვილებმა იციან როგორ გაანაწილონ ენერგია, იციან რომ ცეცხლს სჭირდება მუდმივი მოფრთხილება და მუდმივი საწვავი. ზოგი გაუცხოებას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს, მაგრამ ეს არ არის ნორმალური. ურთიერთობაში საჭიროა სიახლოვე.

3.  არასერიოზულ ურთიერთობებში პარტნიორები ერთმანეთის შევსებას ცდილობენ

სერიოზულ ურთიერთობებში ორივე პარტნიორი ,,შევსებულია“, ეს არის ორი სრულფასოვანი ადამიანის ჯანსაღი ურთიერთობა, რომელთაც ერთმანეთთან ყოფნა კი არ სჭირდებათ, უბრალოდ მოსწონთ და უნდათ.

4. არასერიოზულ ურთიერთობებს არკვევენ ტელეფონით, ინტერნეტით და სხვა ადამიანების მეშვეობით

სერიოზული ურთიერთობები ირკვევა ერთი ერთზე პირადად. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება დაინახონ ერთმანეთის ემოციები, დაინახონ ერთმანეთის ტკივილი და სიხარული… რეალური გრძნობები და არა ნაწერი გრძნობები, ან გადმოცემული გრძნობები…

5. არასერიოზულ ურთიერთობებს გარეშე პრობლემები საფრთხეს უქმნის

სერიოზულ ურთიერთობებს ეს პირიქით აძლიერებს. სერიოზულ ურთიერთობაში წყვილი არის გუნდი, რომელიც ერთად მუშაობს ამ პრობლემების დასაძლევად.

6. არასერიოზულ ურთიერთობებს აქვს ვადები და განრიგები

სერიოზული ურთიერთობებში იმაზე ფიქრით მოცულები არ არიან,როდის გადავლენ ერთად საცხოვრებლად, როდის დაქორწინდებიან. სერიოზულ ურთიერთობებში ეს ყველაფერი ბუნებრივად და თავისთავად ხდება და როდის მოხდება მნიშვნელობა არ აქვს.

7. არასერიოზული ურთიერთობები კონცენტრირებულია წარსულზე

სერიოზული ურთიერთობის დროს პარტნიორებს არ ადარდებთ ერთმანეთის წარსული, მათ არ ადარდებს ვისთან იყავი ადრე, ვინ გიყვარდა, როგორი იყავი. სერიოზულ ურთიერთობაში მთავარი არის ახლა და აქ!