სიზმრების ტელეპატია და მეცნიერების ექსპერიმენტების საოცარი შედეგები

0
3677

სიზმრების ტელეპატია ადამიანებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს სიზმრების მეშვეობით ეკონტაქტონ. ეს უბრალო თეორია არ არის.  მეცნიერები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ სიზმრებს და ფსიქოანალიზის მამები კარგა ხანია დაინტერესებულები არიან ამ საკითხით. ფროიდი, მაგალითად, სწავლობდა სიზმრების ტელეპატიას, იუნგმა კი უფრო მეტი – ,,პარანორმალური“ მოვლენების ახსნის თავისი სისტემა შემოგვთავაზა.

ყველა გენიალური გონება არაფიზიკური ფენომენის შესწავლაზე იყო ორიენტირებული.

,,მაშინ, როდესაც მეცნიერება არაფიზიკური ფენომენის შესწავლას დაიწყებს, ათწლეულებში იმაზე დიდი პროგრესი გვექნება, ვიდრე საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა აქამდე კაცობრიობა.“ – ნიკოლა ტესლა.  ,,ისტორიული და კლინიკური შემთხვევების სიმრავლე ამტკიცებს, რომ სიზმრების ტელეპატიის თეორია სრულიად რეალური შეიძლება იყოს“  – ამბობდა სტენლი კრიპნერი, თუმცა ამ საკითხის ექსპერიმენტების დონეზე კვლევა სანამ ფსიქო-ბიოლოგიური ლაბორატორიები არ შეიქმნა შეუძლებელი გახლდათ. კვლევებმა ცხადყო, რომ ,,REM” -ის (Rapid eye movement – ძილის ყველაზე ღრმა ფაზა, როცა ადამიანი სიზმრებს ხედავს) პერიოდში გამოღვიძებულ მონაწილეებს შეეძლოთ სიზმრის ეპიზოდების გახსენება. ამან საშუალება მისცა მეცნიერებს ტელეპატიაზეც ჩაეტარებინათ ექსპერიმენტები.

სამოციან წლებში მონტეგ ულმანმა ნიუ იორკში, მაიმონდის სამედიცინო ცენტრში მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო. მას აინტერესებდა შესძლებდნენ თუ არა ადამიანები დასიზმრებოდათ წინასწარ შერჩეული საგნები. მაგალითად,  რომელიმე ფოტო, მხატვრული ნამუშევარი და ა.შ. მონტეგ ულმანს მალე კრიპნერიც შეუერთდა, სეიბრუკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, რომელსას სიზმრების მეცნიერული შესწავლის  და ზოგადად ფსიქოლოგიისა და პარაფსიქოლოგიის დიდი ბექგრაუნი ჰქონდა. მათ გადაწყვიტეს ტელეპატიაზე ჩაეტარებინათ ცდები.

ეს ექსპერიმენტები 10 წელიწადს გაგრძელდა და საოცარი შედეგები მივიღეთ.

ექსპერიმენტებში მონაწილეობდა ,,ტელეპატიური გადამცემი“ და ,,ტელეპატიური მიმღები“. ისინი ლაბორატორიაში ხვდებოდნენ ცოტა ხნით და შემდეგ, დაძინებამდე სრულიად განცალკევებულ ოთახებში თავსდებოდნენ . ,,გადამცემებს“ კონვერტი ხვდებოდათ ოთახში, სადაც უნდა დაეძინათ. ამ კონვერტში იდო ნახატი ან ფოტო, რომელიც მიმღებისთვის უნდა ,,გადაეგზავნათ”. მიმღებებს ,,REM”- ის ძილის ფაზაში აღვიძებდნენ და რეპორტს იწერდნენ.

degasერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სესია გახლდათ, როცა საექსპერიმენტო ნამუშევარს წარმოადგენდა დეგას ,,ცეკვის სკოლა“, რომელიც რამდენიმე ახალგაზრდა ქალისგან შემდგარ ცეკვის კლასს აღწერდა. მიმღებები დაახლოებით ასეთ რამეს აღწერდნენ – ,,ვიყავი დაახლოებით ნახევარი დუჟინი ადამიანებისგან შემდგარ კლასში, თავი სკოლაში მეგონა.“ ,,დამესიზმრა გოგონა, რომელსაც ცეკვა უნდოდა ჩემთან“.  სიზმრები საოცარი იყო.  ამან ცხადყო, რომ ერთ ადამიანს,  შეუძლია საოცარი ზეგავლენა მოახდინოს მეორე ადამიანის სიზმრებზე მაშინაც კი როცა ისინი ფიზიკურად ერთმანეთისგან დაშორებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ინფორმაციის გადაცემის პროცესს, შედეგები სახეზე გვაქვს, მეცნიერულად აუხსნელი მეცნიერული მტკიცებულებები. ეს პარაფსიქოლოგიური ფენომენის შესწავლის თანმდევი პროცესია. შენ ხედავ შედეგს – რეალურს, ცხადს, ექსპერიმენტებით დამტკიცებულს, შენ ხვდები რა ხდება, მაგრამ ვერ ხვდები როგორ!

კიდევ ერთი ძალიან გასაოცარი ექსპერიმენტი ჩატარდა 1970 წლის მარტში. კრიპნერმა და ულმანმა Holy Modal Rounders – ის როკ-კონცერტზე დამსწრებთაგან შეარჩიეს ,,ტელეპატიური გადამცემები“. გამნათებლების და ორგანიზატორების ხელშეწყობით, მაშინ როდესაც როკ-ჯგუფი ,,If you want to be a bird” -ს ასრულებდა, გადამცემები მუსიკის თანხლებით უზარმაზარ ეკრანზე ფერად დოკუმენტურ ფილმს უყურებდა ფრინველებს შესახებ. აღწერილი გახლდათ მათი ქცევები, ჩვევები, გამრავლება, კვება და ა.შ.ნ ფილმში უამრავი სხვადასხვა ჯიშის ფრინველი იყო – არწივებიდან დაწყებული მითიური ფენიქსით დამთავრებული.

ხუთ მოხალისე ,,ტელეპატიური მიმღებს“ ასეულობით მილის მოშორებით ეძინა. მათ იცოდნენ რომ კონცერტი ტარდებოდა და იცოდნენ, რომ აუცილებლად უნდა დაემახსოვრებინათ ის კადრები, რომელსაც ნახავდნენ. ერთმა მიმღებმა, ჰელენ ენდრიუსმა ფენიქსი ნახა სიზმრად, მეორემ მესამემ და მეოთხემ გველები და ჩანასახი, მეხუთემ კი თოლიები, რომლებიც წყლის ზედაპირზე ფრენდნენ.

ამგვარი უამრავი ექსპერიმენტი ჩატარდა საოცარი შედეგებით.

აი, ეს იყო ინსტრუქცია:

  1. შენ მონაწილეობას იღებ ექსტრასენსორიკულ ექსპერიმენტში
  2. შენ ცოტა ხანში დაინახავ ფოტოს
  3. ეცადე რომ ექსტრასენსორიკის მეშვეობით ეს ფოტო ,,გაუგზავნო“ მიმღებს.
  4. მიმღები ეცდება მიიღოს ეს ფოტო. ეცადე ,,გააგზავნო”

 

ამ ყველაფრის ახსნას მეცნიერები დღემდე ცდილობენ, თუმცა ყველაზე საინტერესო თეორია აინშტაინს ჰქონდა – როგორ ვახდენთ ჩვენ ერთმანეთზე ზეგავლენას მაშინაც, როდესაც კილომეტრები გვაშორებს ერთმანეთს? ამ კითხვაზე ყველაზე კარგად კვანტური ფიზიკა პასუხობს, რომლის შესახებ ჩვენ საკმაოდ ბევრი და ძალიან საინტერესო სტატია შემოგთავაზეთ. გპირდბით კიდევ უკეთესებს!

საუკეთესო სიზმრები!

Dare.ge-ს გუნდი!