ქალი, რომელმაც 40 კილო დაიკლო 3 უმნიშვნელო ცვლილებით

0
2433

მას ამანდა ჰქვია. 100 კილოზე მეტს იწონიდა გასულ წელს, ახლა კი უკვე 60 კილოს იწონის, თანაც ,,მკვლელი დიეტებისა” და ,,მკვლელი ვარჯიშების” გარეშე, საკუთარ ცხოვრებაში  მხოლოდ და მხოლოდ 3 ცვლილების განხორციელებით. ეს სამი ცვლილება მის გარეგნობაზე კი არა, ჯანმრთელობაზეც ძალიან დადებითად აისახა. ამანდამ თავისი საიდუმლო გაანდო საზოგადოებას:

1. აქციეთ დიეტა ცხოვრების წესად, 2 კვირიანი მკვლელი დიეტების ნაცვლად იკვებეთ ჯანსაღად, პროტეინებით მდიდარი საკვებით:  კვერცხი, უცხიმო რძის ნაწარმი, ზღვის პროდუქტები, პარკოსნები და ა.შ

2. გააკონტროლეთ საკვების პორციები: გამოიყენეთ უფრო პატარა თეფშები, ჯამები, შეამოწმეთ კალორიები, მიიღეთ მეტი სითხე და ჭამეთ ძალიან ნელა. თავიდან ცოტა გაგიჭირდებათ, ყოველდღე ეცადეთ თითო ლუკმით ნაკლები მაინც ჭამეთ, იქამდე, ვიდრე არ მიხვალთ იმხელა პორციამდე, რამხელაც გჭირდებათ.

3. დაკავდით ფიზიკური აქტივობით, მაინცდამანც 3 საათიანი ვარჯიშებიც არ არის საჭირო, დღეში ნახევარი საათი რომ გამოყოთ ამისთვის, ზედმეტ წონას ძალიან სწრაფად დაიკლებთ. ფიზიკური აქტივობის გარეშე, მხოლოდ დიეტებით, წონაში დაკლება კატასტროფულად საზიანოა და ძალიან არაფექტურიც.

ჩვენ ჯანმრთელობას გისურვებთ!