ჰიპნოთერაპია – 10 შეკითხვა, რომელიც დაგეხმარება გაერკვიო ვინ იყავი წინა ცხოვრებაში

0
4546

 

თუ გსურთ რომ მაქსიმალურად სწორი მინიშნებები მიიღოთ, თქვენი ყველაზე ყველაზე ადრეული მოგონებების სკივრი უნდა გამოათრიოთ დღის შუქზე და გახსნათ. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ბავშვობის მიდრეკილებები ყველაზე მეტად ამხელს წინა ცხოვრებას. სუფთა ფურცლად არავინ ვიბადებით და სანამ ამ კონკრეტულ ინკარნაციაში მივიღებდეთ გამოცდილებას, მანამდე სხვა ცხოვრებებიდან მიღებული გამოცდილებებით ვმოქმედებთ, თუმცა მიდრეკილებები ასე თუ ისე მაინც მთელი ცხოვრება გვრჩება.

ჰიპნოთერაპისტები 10 ძირითად შეკითხვას უსვამენ პაციენტებს და პასუხებს იწერენ. თქვენ შეგიძლიათ თავად ჩაიწეროთ. დაივიწყეთ რისთვის იხსენებთ ამ ინფორმაციას, ძალიან გულწრფელად უპასუხეთ, ეცადეთ რაც შეიძლება სიღრმიდან ამოიღოთ. როცა ყველაფერს ჩამოწერთ,  როცა ყველა შეკითხვას გასცემთ პასუხს, მერე წაიკითხეთ ახსნა.

  1. რა იყო ბავშვობაში შენი საყვარელი თამაში? ის რასაც მთელი ენთუზიაზმით თამშობდი? თვალები დახუჭე და გაიხსენე, რის კეთება განიჭებდა სიხარულს, რას თამშობდი ყველაზე ხშირად საკუთარი ინიციატივით?
  2. რომელი პროფესია გერომანტიულებათ ყველაზე მეტად.. ანუ ახლა რომ შეგეძლოთ ნებისმიერ სფეროში ნებისმიერი წარმატების მიღწევა, რომელ სფეროს აირჩევდით?
  3. რომელი ეპოქა გხიბლავთ ყველაზე მეტად?
  4. სად, რა სიტუაციებში განგიცდიათ დეჟა ვუ?
  5. ჩაცმულობის რომელ სტილში გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად? რა სახის ტანსაცმელში მოგწონთ ყველაზე მეტად საკუთარი თავი?
  6. რომელი ქვეყნის/ ქვეყნებისკენ გრძნობთ ლტოლვას? სად წასვლაზე ოცნებობთ?
  7. რა სახის ნიჭს ფლობთ?
  8. გაქვთ ნიშნები სხეულზე? შრამები, ხალები, ლაქები…
  9. რა შიშები, ფობიები გაქვთ? შიშები, რომელთაც არ აქვთ საფუძველი…
  10. რომელიმე ისტორიული დრო თუ დაგსიზმრებიათ?

 

ჩამოწეთ ყველაფერი? მაშ ასე, გადავდივართ ახსნაზე:

 

1. ბავშვობის საყვარელი თამაში

პატარებს ჯერ არ აქვთ მოგონებები დაგროვილი და ამიტომ წინა ცხოვრებაც ყველაზე მეტად ახსოვთ. ბევრი მშობლებს და ოჯახსაც კი იხსენებს, ახსოვს როგორ მოკვდა და ა.შ. ამის შესახებ ჩვენ სტატიაც შემოგთავაზეთ. განსაკუთრებით კი ემართებათ ეს იმ ბავშვებს, ვინც წინა ცხოვრებაში მოულოდნელად დაიღუპა.

თამაშები, რომელბიც ბავშვობაში გიტაცებს, ბევრს ამბობს შენს ძველ ჩვევებსა და ინტერესებზე. ძირითადად, გოგონები თოჯინებით თამაშობენ, ბიჭები თოფებით, მაგრამ განსხვავება აქაც არის, თუკი გოგონა ექიმობანას თამაშობს თოჯინებით, შესაძლოა იყო მკურნალი, თუ თოჯინების სახლებზე გიჟდება და დედობანას თამაშობს – წინა ცხოვრება მთლიანად ბავშვების აღზრდას მიუძღვნა, თუ როლებს ანაწილებს თოჯინებით და დგამს სცენარს, რეჟისორი, მწერალი… არსებობენ ბიჭები, რომლებსაც ფაზლები, ან სხვა გონებრივი აქტივობები იტაცებს ყველაზე მეტად, ბავშვები რომლებიც ატარებენ ცდებს, ექსპერიმენტებს – ასეთ ბავშვები შეიძლება წინა ცხოვრებაში იყვნენ მეცნიერები… ბავშვობაში ახტაჯანა, ბიჭური გოგოები, სავარაუდოდ კაცები იყვნენ წინა ცხოვრებაში და ნაზი, გოგოსავით ბიჭები ქალები.

2. საყვარელი პროფესია

 

თუკი რომელიმე პროფესია განსაკუთრებით გერომანტიულებათ, ეს წინა ცხოვრების ნოსტალგიაა. ზოგ შემთხვევაში ეს იმდენად ძლიერია, რომ ამ ცხოვრებაშიც იქეთკენ მიილტვის და სიხარულს ანიჭებს ამ საქმის კეთება. ეს თქვენი ოცნების სამსახურია, რადგან ძალიან გეკომფორტულებათ. არ არის სავლდებულო იდენტური იყოს. კომპიუტერი ადრე არ არსებობდა, მაგრამ ნებისმიერ საქმეს თავისი ხასიათი აქვს, ზოგი რუტინულ შრომას მოითხოვს, ზოგი შეშლილ იდეებს, კრეატივს… გაიხსენეთ, რომელი საქმის კეთებისას მიგიღიათ ყველაზე დიდი სიამოვნება, თქვენ ამ  საქმეს ადრეც აკეთებდით, ,,კარგად იცით” და ამიტომ მოგწონთ.

3. საყვარელი ეპოქა

თუკი თქვენ რომელიმე ეპოქა, ისტორიული პერიოდი განსაკუთრებით გხიბლავთ, ეს იმიტომ რომ ის გარემო თქვენთვის ნაცნობია. ესეც ერთგვარი ნოსტალგიაა ,,მშობლიური“ ხანის. ძალიან ნუ გაარომანტიულებთ ამას, ყველას გვინდა, რომ რომელიმე ცნობილი და ნიჭიერი ადამიანის რეინკარნაცია ვიყოთ, მაგრამ იმ პერიოდშიც არსებობდნენ გაუთლელი იდიოტები და ბოროტმოქმედები. ჰიპნოთერაპისტებმა აღმოაჩინეს, რომ რეგრესირებულ პაციენტთა შორის ძალიან ბევრს გილიოტინაზე ჰქონდა სიცოცხლე დამთავრებული. ნურც მარია ანტუანეტად წარმოიდგენთ თავს, ან ჟანა დარკად (ბევრი ამტკიცებს ამას). ფანტაზიებს და ეგოისტურ მოლოდინებს ძალიან შეუძლია თქვენი ინტუიციური მიხვედრილობის დაკნინება. ამისგან უნდა გათავისუფლდეთ და ისე გადავარდეთ რეგრესიაში.

4. დეჟავუ

დეჟავუ ხშირად გადაღლილობის შედეგიც კია, ტვინი ვერ ახერხებს ინფორმაციის სწრაფად გადამუშავებას და ეს გამეორების ეფექტს ქმნის, თუმცა ზოგჯერ დეჟავუ მართლაც წინა ინკარნაციული გამოძახილია. აი, მაგალითად, როდესაც პირველად ხართ სადმე და გაქვთ შეგრძნება რომ აქ ადრეც იყავით, ხშირად ადამიანებმა იციან გზები, შესასვლელები, გამოსასვლელელები… არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ერთმანეთს სცნობენ და გრძნობენ… მათ არაფერი იციან ამ ადამიანზე, მაგრამ მაინც ძალიან კარგად იცნობენ…

5. ჩაცმულობა

იმის მიხედვით, თუ რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას, შეგიძლიათ მიხვდეთ რომელ სოციალურ წრეს ეკუთვნოდით წინა ინკარნაციაში: თუ თქვენ პრაქტიკული და კომფორტული სამოსი გიყვართ, მაშინ სავარაუდოა რომ მუშათა კლასის წარმომადგენელი ბრძანდებოდით, თუკი გამუდმებით სეილებს ელოდებით და იაფი და ფერადი სამოსი გიტაცებთ, სავარაუდოდ წინა ცხოვრებაში არც ისე მდიდრულად ცხოვრობდით, თუკი უნიფორმები მოგწონთ, მაშინ რამე ასეთ სამსახურში მსახურობდით სავარაუდოდ… მაგალითად, თუ მოგწონთ ექიმების ფორმა, მეზღვაურების, სამხედროების და ა.შ. ექსტრავაგანტულად ყოფილი არტისტები იმოსებიან, მოდურად არისტოკრატული წარსულის მქონენი….

6. ქვეყნები, რომლებიც გიტაცებთ

ამით შეგიძლიათ თქვენს რასას ჩახვდეთ. გარდა ამისა, თუკი ადამიანს რომელიმე კულტურის, ან რასის მიმართ ზიზღი გააჩნია, მაშინ ამ კულტურასთან ან ამ ხალხთან სავარაუდოა, რომ რამე კონფლიქტი ჰქონდა, ან კიდევ აქ ცხოვრობდა, მაგრამ ძალიან ცუდად. ამიტომ ახლა ცუდად ,,ახსენდება“ და მათი დანახვაც აღარ უნდა.

ყოველგვარი ექსტრემალური რეაქცია რამის მიმართ თქვენს წარსულ ცხოვრებაზე მეტყველებს. თუკი თქვენ იყავით თეთრკანიანი, რომელიც ჩაგრავდა შავკანიანებს, შეიძლება დაიბადოთ შავკანიან ღარიბ ოჯახში. ასე ხშირად ხდება ისევ ჩვენივე განვითარებისთვის, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჰუმანურობა და გავხდეთ ტოლერანტულები, თუ არადა ვივლით და ვივლით ასე წრეზე. ხანდახან ისეც კი ხდება, რომ სულიერად მაღალგანვითარებული ადამიანებიც ჩნდებიან ამ მატერიალურ სამყაროში, რომ თავიანთი გამოცდილების გაზიარება შეძლონ ჩვენთვის.

7. თქვენი უნარები

თქვენი ტალანტი, აი, ხალას ნიჭს რომ უწოდებენ, თქვენი წარსული ცხოვრებიდან გამოყოლილი ცოდნაა. რეინკარნაციის თეორიის მიხედვით, ჩვენ ამ ცოდნის საპირისპირო ცოდნის აღება გევალება ამ ცხოვრებაში, რადგან ახალი უნდა ვისწავლოთ, ძველის გამეორებაში კი არ უნდა ვკარგოთ დრო. ამიტომ არსებობს გარკვეული უნარები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ამ ნიჭის რეალიზების საშუალებას არ გვაძლევს სამყარო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიგვიწევს გული მისკენ. შეიძლება არც გვქონდეს ნიჭი, მაგრამ მაინც ძალიან გვხიბლავდეს რამის კეთება – აი, მაგალითად, სერიოზულად გხიბლავთ ბანკის მძარცველები, თქვენ შესაძლოა ამით იყავით დაკავებული. ასე, რომ თუკი თქვენ სულაც არ გისწავლით რამე და მაინც ძალიან კარგად გამოგდით, ან რომელიმე საქმიანობის მიმართ განსაკუთრებულ ლტოლვას გრძნობთ, ძალიან გხიბლავთ, შეიძლება ეს წინა ცხოვრების გამოძახილი იყოს.

8. ნიშნები სხეულზე

უამრავი შემთხვევაა, როცა წარსულის ცხოვრების ტრავმების ,,გახსენებისას“ ამ ლაქების წარმომავლობის მიზეზი გარკვეულა. როცა ამ მოგონებებისგან ათავისუფლებენ ჰიპნოთერაპისტები ადამიანს, ეს ნიშნებიც ქრება. აი, მაგალითად, ერთი შემთხვევა: იყო კაცი, რომელსაც მთელს სხეულზე ჰქონდა სოკო, რომელსაც მთელი ცხოვრება მკურნალობდა და ვერ ირჩენდა. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ადრე დაწვეს ძელზე. როცა  რეგრესიის დროს მან ეს გაიხსენა და მიიღო, კვალიც გაქრა.

9. ფობიები და შიშები

ეს თქვენი უარყოფით გამოცდილებაა. სიმაღლის გეშინიათ? ძლიან მარტივად შეგიძიათ ახსნათ, თქვენ სიმაღლიდან ჩამოვარდით და მოკვდით, ან ვინმე ძალიან ახლობელი ადამიანი დაკარგეთ ასე. ეს ტრავმაა. ეს შეიძლება ამ ცხოვრების ტრავმაც იყოს, მაგრამ გაუცნობიერებელი შიშები და ფობიები, რომლის მიზეზებსაც ამ ცხოვრებაში ვერ პოულობთ, რომლებიც ბავშვობიდან მოგყვებათ, წარსულის გამოცდილებაა. რისი გეშინიათ ყველაზე მეტად? შესაძლოა თქვენ ამის შედეგად გარდაიცვალეთ.

10. თქვენი სიზმრები

სიზმრები სხვა ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღები საუკეთესო საშუალებაა. წარსული ცხოვრების სიზმრები ხშირად ისე ესიზმრება ადამიანებს, თითქოს პირდაპირი ჩართვა იყოს წინა ცხოვრებიდან. ზოგიერთ მათგანი ისეთ რამეებს იხსენებს საკუთარი სიზმრებიდან და ისეთ რამეებს სწავლობს, რომელიც შეუძლებელია იცოდეს იმდროინდელი ისტორიის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე.