როცა ღმერთი შენ ხარ…

0
843

12 წლის ვიყავი, ველოსიპედის მართვა რომ ვისწავლე. დახმარება ჩემზე უფროს მეზობლის ბიჭს ვთხოვე, ველოსიპედიც მისი იყო. ველოსიპედის სკამი ცალი ხელით ეჭირა, თან ველაპარაკებოდი. ერთხელაც უკან მოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ დაახლოებით 10 მ დამოუკიდებლად გამევლო… მაშინვე წავიქეცი…

ცხოვრებაშიც ასეა… ცხოვრობ და ფიქრობ, რაღაცას მოელი, რაღაცისთვის იღწვი, ათასი რამ გინდა, ან ერთი… გინდა… გინდა… გინდა… გინდა, მაგრამ თან ეჭვობ და გეშინია… ყოველდღიურად გწამლავს შიში, შიში იმისა, რომ ისე არ იქნება, როგორც შენ გინდა… და ეს შიში ქვეცნობიერში ილექება… მერე შიშები რეალობად იქცევა…

თუ რაღაც არ გინდა მოხდეს, შეწყვიტე ამაზე ფიქრი და დარწმუნებული იყავი, რომ არც მოხდება… ამის დაჯერება იმის აღიარებაა, რომ სამყარო, რომელიც რაღაც შენგან დამოუკიდებლად არსებული რამ გგონია – სინამდვილეში შენ ხარ თავად…

მართალი ხარ – თავზარდამცემი და შემაძრწუნებელია იმის გააზრება და გაცნობიერება, რომ მთელ სამყაროს თავად ქმნი… ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა… იაზრებ, რომ ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებაში მომხდარა, შენი ფიქრების ნაყოფია… და ყველაფერი, რასაც ფიქრობ, რასაც ეჭვობ, რასაც შიშობ, ერთ მშვენიერ და არცთუ ისე შორეულ დღეს რეალობად იქცევა…

ველოსიპედს მართავ, თან მეზობლის ბიჭს ესაუბრები, უკან იხედები და ეცემი… მარტოდ მართვის შიში თავზარდამცემია… უბრალოდ არ იცი, ამხელა ძალაუფლებას რა უქნა… ყოველი წამი, ყოველი წუთი, მთელი დრო და დროის მიღმაც არსებული შენს ხელშია… შენ თავისუფალი ხარ, თავისუფალი ხარ შექმნა, აირჩიო…

velosipedi 2

ძალიან ბევრ ადამიანს რომ ჰკითხო, თითქოს სინამდვილეში ის სურს – თავისუფალი იყოს, თავად წარმართავდეს მთელ თავის ცხოვრებას. აი ისე არიან, როგორც პატარა ჯიუტი ბავშვები – ახალფეხადგმულები ხელის გაშვებას რომ მოითხოვენ, არადა რომ უშვებ, ეცემა… სინამდვილეში, ამ ადამიანებისთვის უფრო კომფორტულია სამყარო, ღმერთი, ბედი, ვინმე ან რამე სხვა იღებდეს მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებს, მერე ხომ ბრალიც სხვაზე იქნება… თავს დაიმშვიდებენ, ხელებს იმ სხვაზე შეიხოცავენ…

velosipedi 3დაიჯერე, რომ ყველაფერი შეგიძლია გქონდეს, უბრალოდ შეწყვიტე ამაში დაეჭვება… წინააღმდეგ შემთხვევაში – ეჭვები გამართლდება, შიშები კი რეალობად იქცევა…

აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ სამყაროზე… საკუთარ “ბედს” თავად წარმართავ… შენი სამყაროს შემოქმედი თავად ხარ… და არ არსებობს სხვა სამყარო შენი სამყაროს გარდა… ხდება ის, რისიც გწამს, რწმენა კი ისაა, რასთანაც გული გაკავშირებს… შენი სამყარო იქაა, სადაც გულია… იმაზე მილიარდჯერ ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია, უბრალოდ ახლა ეს შენც უნდა დაიჯერო… შენ ხარ ღმერთი…

(c) Dare.ge
Dare to be god, dare to create…

იხილეთ ასევე:  სამყარო შენი სავარჯიშო რვეულია – ნაწყვეტები მესიების უბის წიგნაკიდან

როგორ ვაიძულოთ ოცნებებს მატერიალიზება – მიზიდულობის კანონის 10 წესი

ადგილი, სადაც ოცნებებს ჰყიდიან, გაიგე რა ღირს შენი ოცნება?

თანამგზავრებს ეძებს შემოქმედი, არ ეძებს იგი ფარას და მორწმუნეებს