ჩვენი ბავშვობის გმირების ზოდიაქოს ნიშნები

0
4100

ვერძი – დონალდ დაკი

ან ძალიან მხიარული ან ძალიან აღშფოთებული, ძალიან ემოციური, ბრაზიანი, უშიშარი არსება, რომელიც მაშინაც კი, როდესაც ჩხუბობს, უსაყვარლესია (თუ, რა თქმა უნდა, შენ არ გეჩხუბება და იუმორის გრძნობაც გაქვს კარგად განვითარებული). თანაც გამოუსწორებელი ოპტიმისტი გახლავთ, ნებისმიერ სიტუაციაში პოულობს გამოსავალს და ბოლომდე იბრძვის. იგი ლიდერია, უნდა რომ სიტუაცია მართოს და არასოდეს იღლება ბრძოლით, მისი ერთადერთი სისუსტე გულუბრყვილობაა, მუდმივად შეთქმულების მსხვერპლი ხდება, თუმცა სანამ კაკალი არ მოხვდება თავში, იქამდე ვერაფერს გრძნობს.  ვინ არის იგი ეშმაკი, თუ ანგელოზი? ეს იმაზე დამოკიდებული რა ხასიათზე გახლავთ!

 

კურო – ვინი პუჰი

დიდი, კეთილი, მშვიდობისმოყვარე და მუცელა დათუნია. ამაზე დადებითი პერსონაჟი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ როდესაც შია, აზროვნების უნარს კარგავს (თუმცა მაძღარზეც დიდად არ უჭირს გონება). მას უყვარს ცხოვრება და მიწიერი სიამოვნებები. იცის კარგი ცხოვრების ფასი და საკუთარი თავით ხშირად არის კმაყოფილი. იგი ერთგულია და საყვარელი ადამიანებისთვის თავდადებული, მერე რა რომ შენთვის მოსატანი თაფლი გზაში შეიძლება შემოეჭამოს, ქილას მაინც ხომ მოგიტანთ საჩუქრად?

 

ტყუპები – პინოქიო

ახტაჯანა, მხიარული, ცელქი და ზე-ცნობისმოყვარე არსება, რომელსაც ყველაფერი ახლის გასინჯვა აინტერესებს და  საოცარი ტყუილების მოგონება შეუძლია. მას ადვილად ატყუებენ, რადგან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვს, თუმცა ყველა სიტუაციიდან პოულობს გამოსავალს და როცა ამ გამოცდილებას მიიღებს (სხვათაშორის ტყუპები ჩვეულებრივ სასკოლო რეჟიმზე მეტად, ადამიანებთან ორმხრივი კომუნიკაციით უფრო სწავლობენ) , შემდეგ შესანიშნავი ადამიანი დგება, რადგან როგორც ყველა ტყუპს მასაც ოქროს გული აქვს, რომელიც სიკეთით უძგერს.

 

კირჩხიბი – იოიო

მელანქოლიური, სენტიმენტალური, დეპრესიული და მუდამ მოწყენილი არსება. იგი ცოტათი უჟმურია, უხასიათო და ხანდახან გეგონებათ რომ ვერაფრისგან იღებს სიამოვნებას და არაფერი უხარია, რადგან ხშირად ბედნიერების მომენტებშიც კი ჩამოსტირის სახე. შებრალებას ნუ იჩქარებთ – მას უბრალოდ მსხვერპლის როლში უყვარს ყოფნა, თორემ საკმაოდ ძლიერი და მტკიცე ხასიათები აქვს. გახსოვთ, სულ რომ სახლი ენგევა და სულ რომ იშენებს? კუდსაც, ისე ჩამოყრის ყურებს, მეგობრები უპოვიან.  მოკლედ არც ისე საწყალია, როგორადაც თავს გვაჩვენებს და მშვენივრად აღწევს იმას, რაც სურს.  მას კირჩხიბის დადებითი თვისებებიც აქვს – თუ შეგეჩვია და შეგიყვარა, ხანდახან ცოტა არაბუნებრივად, მაგრამ მაინც გაგიღიმებთ, ბოლომდე ეყვარებით და ბოლომდე გიერთგულებთ, მაშინაც კი, როცა გგონიათ რომ თქვენთან აღარ არის.

 

ლომი – სიმბა

მხიარული და უკეთილშობილესი არსება, რომელიც, რაც არ უნდა სიმწარე გადაიტანოს, არასოდეს ბოროტდება და მუდამ ხალასი და ლაღი რჩება. სიმბაში ყველაზე კარგად სჩანს ლომების სწორედ ეს ორი ბუნება – გართობის  მოყვარული ბოკვერი და დაუნდობელი მეფე. ლომების ყველაზე დიდი ნაკლი – მიამიტობაც ახასიათებს მას. იმდენად კარგები არიან, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვინმემ შეიძლება უმუხთლოს და ენდობიან ადვილად, საკმარისია შეაქო, მაშინვე გაბრიყვდება, იმათ კი, ვინც ცდილობს მისი დიდი ამბიციები დააოკოს, ხშირად არ უჯერებენ და კისერს იტეხავენ. თუკი ამ ერთ სისუსტეს დაძლევენ, შემდეგ შესანიშნავი ლომები დგებიან!

 

ქალწული – ალისა (საოცრებათა ქვეყნიდან)

ქალწული როგორც იცით მეოცნებე და ფანტაზიორი თევზების ოპოზიციაა, საკმაოდ მიწიერი და რეალობის კარგად აღმქმელი ნიშანი, თუმცა ოპოზიციური ნიშნები ქვეცნობიერში საწინააღმდეგო ნიშანსაც მოიცავენ. სწორედ ეს არის ალაისა, ქვეცნობიერში თევზი, ცნობიერში ქალწული. მთელი ბავშვობა მოგზაურობს სხვა სამყაროებში, მაგრამ იმდენად არარეალურად ეჩვენება ეს სამყაროები, მათ სიზმრებად და საკუთარი ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნევს. იგი მოგზაურობს საოცრებათა ქვეყანაში და ჰგონია, რომ სძინავს და ყველაფერი ესიზმრება, ძალიან მკვეთრად მიჯნავს ქვეცნობიერს და ცნობიერს, ჰოდა, მთელ თავის თავგადასავალსაც მიწას დაბრუნებული თავის სიზმრად ჩათვლის საბოლოოდ. იგი ძალიან ცნობისმოყვარე, თავაზიანი, ზრდილი, პატიოსანი პერსონაჟია და ქალწულების სამარკო ნიშანიც აქვს – ცოტათი პედანტიც გახლავთ.

 

სასწორი – მარი

ნამდვილი არისტოკატა – ძალიან ქალური, ნაზი, დახვეწილი, უსაყვარლესი კნუტი და თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ ასე აწყობს. მან იცის, როგორ მოიქცეს საზოგადოებაში, იცის, როგორ დატოვოს კარგი შთაბეჭდილება და იცის ყველაზე დიდი რამ, რაც სხვა ზოდიაქოს ნიშნებმა არ იციან – ქალობა ძალიან მომგებიანია და შესანიშნავად შეიძლება მისი გამოყენება, თორემ თუ გაუჭირდა, ბევრ ვაჟკაცზე უკეთ მოახერხებს თავის გატანასაც, ბრძოლასაც და ომის მოგებასაც, უბრალოდ რა საჭიროა სისხლისღვრა, როცა ამ ყველაფრის მშვიდობიანად გადაჭრაც შეიძლება – ქალურობით!

 

მორიელი – ესმერალდა

იგი  femme fatale-ა როგორც ყველა მორიელი. ველური, მოუთვინიერებელი, მაცდური, სექსუალური და თავზეხელაღებული პერსონაჟი. ძლიერი ქალი, რომელიც არ საჭიროებს დაცვას. იგი იბრძვის სამართლიანობისთვის, იგი ნამდვილი ფემინინური გმირია. მას აქვს რაღაც შარმი, მაგია, რომლითაც თითქოს ყველას აჯადოებს. მას აქვს ფიზიკურს, მატერიალურს მიღმა დანახვის უნარი. იგი ადამიანებს შიგნიდან ხედავს და მათი დაჰიპნოზების უნდარი აქვს. იგი უყვართ, უყვართ ისე, რომ სძულთ კიდეც.  მის გარშემო სულ ექსტრემალური გრძნობებია, ტერიტორიების განაწილება, მძაფრი სიუჟეტი, ვნება და სიკვდილი.

 

მშვილდოსანი – მიკი მაუსი

ყველაზე ცნობილი და ყველა ბავშვისთვის ერთნაირად საყვარელი საკმაოდ ექსტრავაგანტული თაგუნია. იგი უსაშველოდ მხიარული და ოპტიმისტია, ცუდ ხასიათზე ფაქტობრივად არასდროს არის (ყოველ შემთხვევაში ამას არ შეიმჩნევს). ჰყავს უამრავი ნაცნობი, მეგობარი, ყოველდღე ახალ-ახალ თავგადასავლებს გეგმავს და ახალ-ახალ ისტორიაში ეხვევა. უამრავი ნიჭით დაჯილდოებული სულ რაღაცის სწავლის და ამ ნასწავლის გამომზეურების პროცესშია. თანაც როგორც ყველა მშვილდოსანი, საოცრად იღბლიანია

 

თხის რქა – კარლ ფრედრიქსენი

ეს პერსონაჟი თხის რქას და კირჩხიბს აერთიანებს იმ ნაწილით რა ნაწილითაც ეს ორი ნიშანი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. კარლი ცოტა მორცხვი და თავშეკავებული ბიჭუნაა, რომელსაც სიგიჟემდე შეუძლია სიყვარული და ერთგულება, საშინლად რომანტიკულიცაა, თუმცა ამის გამოხატვის რცხვენია. იგი ძალიან ჩაკეტილი ადამიანია და მის სამყაროშიც იშვიათად უშვებს ვინმეს. კარლი ძალიან მტკიცე,  და პრინციპული ადამიანია, გახსოვთ როგორ კბილებით იცავს საკუთარ სახლკარს? არსებობს რაღაც,  რაც ფულზე არ იყიდება!. სიბერეში ძალიან უჟმური მოხუცი დგება, ერთი შეხედვით გეგონება არავინ უყვარსო, მაგრამ თუ ამ მოჩვენებით სიცივეს გაუძლებ იმდენ დადებით თვისებას აღმოაჩენ მასში, მისი უხასიათობაც კი შეგიყვარდება. კარლს თხის რქისეული მიზანდასახულობაც აქვს, მთელი ცხოვრება შეუძლია  ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა დასახული მიზნისკენ იაროს და თხის რქებივით გვიან, მაგრამ მაინც წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიოს.

 

tumblr_lqvgbghdF01qedmglo4_250

 

მერწყული – დამბო

ყველასგან განსხვავებული, არაორდინალური, იმდენად გამორჩეული სპლიყვი, რომ სანამ თავის პოტენციალს ბოლომდე გამოავლენდეს, სწორედ ამ უნიკალურობის გამო მასისგან დაცინვის მსხვერპლი ხდება. იგი არ ჰგავს სხვებს და მიუხედავად იმისა, რომ ბოროტად ექცევიან, თავად თავშიც კი არ მოსდის ბოროტება. კეთილია, მხიარული, ცნობისმოყვარე… ცოტა ეს არის, რომ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, თავდაჯერება აკლია და ხანდახან საკუთარი ინდივიდუალურობის წარმოჩინება უჭირს, მაგრამ საბოლოოდ ახერხებს სწორედ იმას, რასაც ახერხებს ყველა მერწყული: სწორედ იმ განსხვავებულობის (რომელსაც ადრე სიმახინჯედ უთვლიდნენ და რისთვისაც დასცინოდნენ) წყალობით აღწევს წარმატებას. სპლიყვი, რომელსაც იმხელა ყურები აქვს – ფრინავს!

 

თევზები – პიტერ პენი

ბიჭუნა, რომელსაც ისე ძალიან არ უნდა გაზრდა და დიდების სამყაროსთან შეგუება, რომ გამოიგონა არარსებული კუნძული და ამ თავის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს ძალიან ბედნიერად თავისნაირებთან ერთად. რეალურ სამყაროში საკუთარი ჩრდილის დასაჭერად ბრუნდება მხოლოდ და როგორც კი ნამდვილ ხალხს გადაეყრება, მათაც თავის სამყაროში გაიტყუებს. თევზები პიტერ პენივით თავის ფანტაზიებში ცხოვრობენ და ამ ფანტაზიებში იხმობენ შეყვარებულებსაც, თუმცა სულ პირიქით ხდება, შეყვარებულები გამუდმებით რეალობაში დაბრუნებისკენ უბიძგებენ, ხოდა ისიც ბრუნდება ხოლმე ხათრით და ცხოვრობს ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრებით.

 

დოჩი გოგო