6 ჩვევა, რომელიც მოწევაზე მეტად მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის

0
2759

იყო ერთხელ ასეთი შემთხვევა: ორი ნარკმანი მაღაზიაში შედის, ერთი მათგანი კოკა-კოლას ქილას იღებს, მეორე კიდევ ეუბნება: მაგას რა გასმევს?!  ქიმიაა!

ჩვენ ყველამ ვიცით სიგარეტის მავნებლობის შესახებ, თუმცა წარმოდგენა არ გვაქვს, რომ ჩვენს სხვა, ჩვენი აზრით უფრო ,,უწყინარ“ ჩვევებს ამაზე დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ჩვენი ჯანმრთელობისათვის.

1. მთელი დღე ჯდომა

კვლევებმა აჩვენეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც დიდხანს სხედან დღის განმავლობაში და განსაკუთრებით კი კომპიუტერთან, სიმსივნის რისკის გაცილებით უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე მწეველები. ასე, რომ თუკი ასეთ სამსახური გაქვთ, ხშირად ადექით ხოლმე და გაიარ-გამოიარეთ. გარეთ გადით… თუნდაც მოსაწევად 😀

2. ბევრი ხორცის ჭამა

ცხოველური პროდუქტები IGF-1-ს ზრდიან, რაც ხელს უწყობს კიბოს უჯრედების ზრდას. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, ხორცის მოხმარება 4-ჯერ ზრდის სიმსივნის რისკს. ჯანსაღი ცხოვრების წესი თუ გსურთ, ცხოველურ დიეტებს მოეშვით და გავეგანდით.

3. ბუნებრივ აირზე საკვების დამზადება

თუკი საჭმელს გაზქურაზე ამზადებთ, ჩათვალეთ, რომ სიგარეტით გაბუღულ ოთახში იმყოფებით, ფაქტობრივად, მეორადი მწეველი ხართ.

4. საკვები ზეთის გამოყენება

საკვები ზეთი ძალიან ბევრ ისეთ ნივთიერებას გამოყოფს, რასაც სიგარეტის კვამლი. უმჯობესია იგი ავოკადოს, ან ზეითუნის ზეთით ჩაანაცვლოთ.

5. სოლარიუმი

წლებია უკვე გვაფრთხილებენ ექსპერტები მისი მავნებლობის შესახებ. უკანასკნელ ხანებში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად  საშუალოდ 420 000 ადამიანი ავადდება სოლარიუმის რეგულარული მოხმარების შედეგად კიბოთი. მოწევით 226 000.

6. ძილის ნაკლებობა

ძილის რეჟიმის დარღვევა უამრავი დაავდების წყარო ხდება. მეცნიერები ამტკიცებენ რომ 6-7 საათზე ნაკლები ძილი იმაზე უფრო მეტად მავნებელია ვიდრე მოწევა და სიკვდილის რისკსაც გაცილებით ზრდის.

ასე, რომ სანამ ვინმეს ეტყოდეთ, მაგას რა გასმევს…. საკუთარი ცხოვრების სტილს გადახედეთ!

Dare to be healthy! (c) Dare.ge