ძველი ინდოელი ფილოსოფოსი ჩანაკია
კარგი ცოლი დილით ქმრისთვის უნდა იყოს დედა, შუადღისას– და, ხოლო ღამით–მეძავი.
ყველა მეგობრობის უკან პირადი ინტერესები დგას. არ არსებობს მეგობრობა პირადი ინტერესების გარეშე–ეს მწარე სიმართლეა.
ღმერთი არ არსებობს კერპებში. ღმერთია თქვენი გრძნობები, ხოლო სული, კი ტაძარი.
სანამ დაიწყებთ საქმის კეთებას, საკუთარ თავს დაუსვით 3 შეკითხვა: რატომ ვაკეთებ? რა შედეგს მივიღებ? მომიტანს ეს შედეგი წარმატებას? როცა ღრმად გაანალიზებთ ყოველივეს და მიიღებთ დამაკმაყოფილებელ პასუხებს, მერე ბოლომდე მიჰყევით!
იმ შემთხვევაშიც, კი თუ გველი არ არის შხამიანი, ისე უნდა მოაჩვენოს სხვებს თავი თითქოს შხამიანია.
უდიდესი მანტრა: არასოდეს გაანდოთ საიდუმლო სხვებს. ეს გაგანადგურებთ.
როგორც კი მოგიახლოვდებათ შიში, მაშინვე თავს დაესხით და გაანადგურეთ.
მსოფლიოს ყველაზე დიდი ძალა ახალგაზრდობასა და ქალის მშვენიერებაშია.
ყვავილების სურნელი ერთი მიმართულებით ვრცელდება–საითკენაც ქარი დაუბერავს, ხოლო ადამიანის სიკარგე–ყველა მხრიდან შესამჩნევია.
ადამიანი არ უნდა იყოს მეტისმეტად პატიოსანი. სწორ ხეებს პირველ რიგში ჭრიან და პატიოსან ხალხსაც პირველ რიგში იყენებენ