ჩაძინება 60 წამში – სწრაფად დაძინების უნიკალური მეთოდი

0
2589

ზოგჯერ, როდესაც ფიზიკურად ძალიან დაღლილი ვართ, თავი ბალიშზე დადებული არ გვაქვს, რომ მაშინვე გვეძინება. მაგრამ ფიზიკური დაღლა ფსიქიკური დაღლისგან განსხვავდება – ნერვული გადატვირთულობით გათანგული ფსიქიკა ჯანსაღ ძილსა და სწრაფად ჩაძინებაში ხელს გვიშლის. გადაღლილობის ფონზე ადვილად აღგზნებადი ნერვული სისტემის მქონე ადამიანს ჩაძინება უჭირს, განსაკუთრებით, თუ მეორე დღეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.

იმისთვის, რომ მშვიდად დაგეძინოთ გულისცემის რითმი უნდა მოაწესრიგოთ. შენელებული გულისცემა სისხლში ადრენალინის დონეს დაწევს და ტვინიც აღიქვამს, რომ ჩაძინება უკვე შესაძლებელია. ამის მიღწევა რამდენიმე პრაქტიკით შეგიძლიათ – მედიტაცია ძილის წინ, დამამშვიდებელი აბაზანა, ან მსუბუქი მასაჟი დადებით ეფექტს იძლევა. თუმცა არსებობს გაცილებით მარტივი მეთოდი – ის ინდოელი იოგებისთვის უკვე საუკუნეებია ცნობილია და მას “4-7-8ეწოდება. ციფრების ამ კომბინაციის დამახსოვრება ადვილია და ის უპრობლემოდ ჩაძინების მთავარი გასაღებია.

იმისთვის, რომ სწრაფად დაიძინოთ შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ:

  1. მშვიდად შეისუნთქეთ ცხვირით 4 წამის განმავლობაში
  2. შემდეგ შეიკავე სუნთქვა 7 წამის განმავლობაში
  3. ბოლოს აუჩქარებლად გამოისუნთქეთ პირით 8 წამის განმავლობაში

გააზრებასაც ვერ მოასწრებ, როგორ ჩაგეძინებათ. ეს მეთოდი არა მხოლოდ სწრაფად ჩაძინებაში დაგეხმარებათ, არამედ აზრებისა და ემოციების მოწესრიგებაშიც.

ტკბილ ძილს გისურვებთ!