ჩვენ განვსხვავდებით აღქმებით, რეაქციებით, ქცევის ფორმებით. დიდი ხნის მანძილზე ამ ყველაფერს ჰორმონებს და აღზრდას აბრალებდნენ. თუმცა დღესდღეობით მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ განსხვავების მიზეზი მდგომარეობს ქალის და კაცის ტვინის განსაკუთრებულობაში.
ძირითადი იდეები:
- ჩვენ გენეტიკურად განვსხვავდებით, ხოლო ტვინს აქვს მამრობითი და მდედრობითი სქესი
- ხშირად გვხვდება ქალები კაცის ტიპის ტვინით და პირიქით.
- ჩვენი განსაკუთრებულობის მხოლოდ მცირე ნაწილია თანდაყოლილი, დანარჩენი ყველაფერი შევიძინეთ. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული აღქმასა და იმ გარემოზე, სადაც გავიზარდეთ.
– ჩვენ კიდევ ორი გზაჯვარედინი უნდა გავიაროთ და შემდეგ მარჯვნივ და ვნახავთ მერიას. — მეუბნება ანდრეი, რომელიც ყურადღებით აკვირდება ტურისტულ რუკას.
– კი მახსოვს, მანდ კუთხეში საკონდიტრო იყო. — ვპასუხობ მე.
უმრავლესობა აღმოჩენილა ასეთ სიტუაციაში. ქალები და კაცები ხომ ასე განსხვავებულად აღვიქვამთ სამყაროს ირგვლივ, სხვადასხვაგვარად ვაზროვნებთ, ერთი და იგივე სიტუაცია ჩვენში ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქციებს იწვევს, სულ ცოტა ხნის წინ ამას ხსნიდნენ ჰორმონებითა და გოგოების და ბიჭების აღზრდის განსხვავებული წესით — ბავშვებს იმთავითვე უნერგავენ მოიქცნენ ისე, როგორც ბიჭს ან გოგოს ,,შეეფერება”. დღეს კი სწავლულები თვლიან, რომ გენდერული განსაკუთრებულობები — აღქმა, აზროვნება, ქმედება, ტვინის აგებულების და მისი მუშაობის ფორმით განისაზღვრება.
ვცადოთ ამ ყველაფერში გარკვევა:
თანდაყოლილი განსხვავებულობა.
2005 წლის იანვარში ჰარვარდის უნივერსიტეტის რექტორმა, ლორენს სამერსმა გამოაცხადა, რომ ქალებთან შედარებით, მამაკაცები უფრო წარმატებულნი არიან მეცნიერებაში და ეს შეიძლება აიხსნას მათი ტვინის ანატომიური განსაკუთრებულობითო.
,, ამ რეპლიკამ განაახლა ერთი საუკუნის წინ წამოჭრილი სამეცნიერო დავა, რომელიც მოჰყვა აღმოჩენას, რომ კაცის ტვინი უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე ქალის და ამ ფაქტის გამოყენებას ცდილობდნენ მამაკაცის გონებრივი შესაძლებლობების აღმატებულების დასამტკიცებლად”– განაცხადა კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგმა ლარი კაჰილმა.
დღესდღეობით უკვე აღარ ამტკიცებენ იმას, რომ ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები დამოკიდებული მხოლოდ ტვინის სტრუქტურაზე, მაგრამ ცხადია სხვა რამ: მამაკაცის და ქალის ტვინი ვითარდება და ფუნქციონირებს განსხვავებულად. ,, ისინი არა მხოლოდ სტრუქტურით განსხვავდება, არამედ ნეირონების ჯაჭვის აგებულებით და ქიმიური შეერთებებით, რომელთაც გადააქვთ შეტყობინება ნეირონიდან ნეირონზე” — ამბობს ბიოლოგიური მეცნიერებების დოქტორი მარინა ბუტოვსკაია. ამასთან ეს განსხვავება ფორმირდება ჯერ კიდევ ჩვენს დაბადებამდე, ისინი ჩადებულია გენეტიკაში, ორსულობის 18-26 კვირას შორის ბავშვის სათესლეების ჩამოყალიბებისას იწყება სასქესო ჰორმონის ტესტოსტერონის გამომუშავება, რომელიც ტვინის ქსოვილთან ურთიერთქმედებს და სახეს უცვლის მას. ულტრაბგერითი გამოკვლევა უკვე 26 კვირაზე იძლევა შესაძლებლობას გამოვარჩიოთ გოგონას ტვინი ბიჭისაგან.
ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების სულ რაღაც მეათედია თანდაყოლილი, დანარჩენს ვიძენთ. ისინი ფორმირდება გარე სამყაროსთან კონტაქტის დროს.
ღირსებების შედარება.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებული სამეცნიერო კვლევები უფლებას გვაძლევს გამოვყოთ ორი ტიპის ტვინი — მამაკაცური და ქალური.
,,მთავრი განსხვავება სხვადასხვაგვარად განვითარებული ლიმბური სისტემა და ქერქია” — გვიხსნის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი სერგეი საველიევი. ქერქი პასუხისმგებელია გაცნობიერებულ აღქმაზე, ანალიზზე, შედარებაზე, არჩევანზე. მამაკაცების ქერქი შეიცავს 11 მილიარდ ნერვულ უჯრედს, ქალის — დაახლოებით 9 მილიარდს, მაგრამ ქალის ტვინში დომინირებს ლიმბური სისტემა, რომელიც ტვინის ყველაზე ძველი ნაწილია და მართავს ფიზიოლოგიურ და ჰორმონალურ პროცესებს, ემოციურ და ინსტიქტურ ქცევებს.
ჩვენ ვსაუბრობთ ერთმანეთისათვის უცხო ენაზე.
მამაკაცები და ქალები არა მხოლოდ აღიქვამენ, არამედ საუბრობენს ერთმანეთისაგან განსხვავებული ლექსიკითა და მანერით.
ინტერესის სხვადასხვა თემა.
კაცები ხშირად საუბრობენ ავტომობილებზე, პოლიტიკაზე, სპორტზე. ქალები — ბავშვებზე, ურთიერთობებსა და მოდაზე. ყველაფერი, რაზეც ძლიერი სქესის წარმომადგენლები ლაპარაკობენ რატომღაც გაცილებით სერიოზულად ითვლება, ქალურის საუბრები კი ფასდება ტრივიალურად. სწორედ ასე იბადებიან სოციუმის სტერეოტიპები, რომლის თანახმადაც, ყველაფერი, რასაც მამაკაცი აკეთებს და ამბობს მნიშვნელოვანი და ღირებულია, ხოლო რასაც ამბობს და აკეთებს ქალი ნაკლებად არსებითია.
ქალები საუბრისას ხშირად მიმართავენ კნინობით სუფიქსებსა და ზედსართავ სახელებს, მამაკაცების საუბარში კი ბევრი ზმნა და არსებითი სახელია. ქალები ლიტერატურულ ფორმებით მეტყველებენ, კაცები მეტად იყენებ სასაუბრო ენას, ჟარგონს და გინებას.