გაიხსენეთ რამდენად ხშირად გსმენიათ თანამოსაუბრესაგან — ნერვული უჯრებების აღდგენა შეუძლებელია. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეცდომაა, რომელიც დიდი ხანია უარყო მეცნიერებამ. კერძოდ, კვლევაში, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის თანამშრომლების, ჩარლზ გროსისა და ელიზაბეტ გოულდის მიერ 1999 წლის 15 ოქტომბერს ჟურნალში ,,Science” -ში გამოქვეყნდა, დემონსტრირებული იყო, რომ მაღალგანვითარებული პრიმატების ტვინი აწარმოებს რამდენიმე ათას ნეირონს დღეში, მთელი ცხოვრების მანძილზე. ამ პროცესს ეწოდება ნეიროგენეზისი.
ექსპერიმენტი ჩატარდა ზრდასრული მაიმუნის ტვინის ქერქზე სპეციალური ნივთიერება-ნიშანით BrdU -ს საშუალებით. მხოლოდ გაყოფად უჯრედებს შეუძლიან შეითვისონ ეს ნიშანი თავიანთ დნმ-ში და გადასცენ ის ,,მემკვიდრეებს”.
ეს შედეგები ადამიანის ტვინთან მიმართებაშიც BrdU -ს საშუალებით, არაპირდაპირი სახით დადასტურდა იმავე წელს.
თავად ნეიროგენეზისი იყო აღმოჩენილი გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 1965 წელს ჯორჯ ალტმანმა შეამჩნია ის ვირთხების ჰიპოკამპში (საფეთქლის წილის ფუძეში თავის ტვინის ნახევარსფეროს ხვეული). 15 წლის შემდეგ კი, როკფელერის უნივერსიტეტში ფერნანდო ნოტებომ აღმოაჩინა, რომ მგალობელი ჩიტების ტვინი ( კერძოდ, იადონის) ,,ვოკალურ ცენტრში” ახდენს ახალი ნერვული უჯრედების წარმოებას. იადონების რეპერტუარი ცხორებაში რამდენჯერმე იცვლება.
მაგრამ მიუხედავად ამისა აუცილებელია საკუთარ ნეირონებზე ზრუნვა — ისინი ხშირად იღუპებიან თანამედროვე ცხოვრების სტილის სტრესის გამო, ტრავმების დროს, მოწამვლის დროს (მათ შორის ნიკოტინით და ალკოჰოლით), ინსულტის დროს და ა.შ.
ამ შემთხვევაში გარდაცვლილი უჯრედების ფუნქციებს მისი მეზობლები ინაწილებენ. ერთ ჯანმრთელ უჯრედს შეუძლია შეასრულოს ცხრა დაღუპული უჯრედის ფუნქცია. რა თქმა უნდა არ ღირს ნეირონების ამ მდგომარეობამდე მიყვანა. საუკეთესო თერაპიული პროფილაქტიკა ტვინის უჯრედებისათვის გონებრივი მუშაობაა. აზროვნების მოყვარულთა ნეირონებს შორის კავშირების რაოდენობა მაღალია, გონებრივად ზარმაც ადამიანებთან შედარებით. თქვენ წარმოიდგინეთ, დაავადებების და დაზიანებების შემთხვევაში, მოაზროვნე ადამიანების ტვინს გაცილებით დიდი შანსი აქვს, რომ წარმატებით გადასცეს მკვდარი უჯრედების ფუნქცია ჯანმრთელ უჯრედებს.