დიდი ეგო სულაც არ არის საკუთარი თავის სიყვარულის ნიშანი, პირიქით — ნილ დონალდ უოლში

0
5690

დიდი ეგო სულაც არ არის საკუთარი თავის სიყვარულის ნიშანი, პირიქით. თუ ადამიანი გადაჭარბებულად აქებს თავს, ჩნდება კითხვა — მაინც რა არ მოსწონს ასე ძალიან თავში, რომ ამ კომპლექსების ანაზღაურებას სხვებისათვის თავის მოწონებით ცდილობს?
სიყვარული ამცირებს ეგოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც მეტად გესმის ვინ ხარ შენ სინამდვილეში, მით უფრო პატარაა ეგო. ხოლო როდესაც ბოლომდე ამოხსნი საკუთარ თავს, იგი საერთოდ გაქრება.

შენი ეგოა ის, რაც თავი გგონია და არავითარი საერთო არ აქვს იმასთან, ვინც სინამდვილეში ხარ. ეგოს არსებობა კარგია, რადგან ის აუცილებელია იმ გამოცდილების მისაღებად, რომელსაც ახლა გადიხარ — ესაა შენი წარმოდგენა საკუთარ პიროვნებაზე როგორც ცალკე არსებაზე ამ ფარდობითობის სამყაროში, რომელსაც იმიტომ მოევლინე, რომ გამოგეცადა ის, რასაც აბსოლუტის სფეროში ვერ გამოცდიდი, მიისწრაფვი თავის შეცნობისაკენ. აბსოლუტის სფეროში იცი რას წარმოადგენ სინამდვილეში, მაგრამ ვერ შეიგრძნობ ამას. თქვენს სულს საკუთარი თავის ექსპერიმენტალური შეცნობა სურს.

აბსოლუტში საკუთარი ,,მეს” ასპექტების შეცნობა არ შეგვიძლია, რადგან ამ სფეროში არ არსებობს ასპექტი, რომელიც არ ვიყავით. აბსოლუტი არის ის, რაც არის — აბსოლუტი. ყველაფერი ყველაფერში. ალფა და ომეგა, რომელთა შორის არაფერია. აბსოლუტს არ აქვს განმასხვავებელი ხარისხები. ხარისხობრივი განსხვავება მხოლოდ ფარდობითობაშია.

შენ შეგიძლია გამოსცადო ერთობის სიდიადე ყველაფერში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს რაღაც ტიპის მდგომარეობა თუ პირობითობა, რომელშიც ეს ერთობა არ იქნება შესაძლებელი.  აბსოლუტის სფეროში კი , რომელიც საბოლოო რეალობას წარმოადგენს, ყველაფერი ერთიანია.
აქ კი არაა ერთი ყველაფერში და ყველაფერი ერთში, მხოლოდ გამოცალკავების ილუზია გვაქვს. სწორედ ამ ილუზიის გამო შეიქმნა ფარდობითობის სფერო და ეს სამყარო ჰგავს საოცრებათა ქვეყანას, რომელშიც ალისამ იმოგზაურა — მასში საგნები არ წარმოადგენენ იმას, რადაც ისინი გვეჩვენება და გვეჩვენება იმად, რასაც ისინი არ წარმოადგენენ.

თქვენი ეგო კი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია ამ ილუზიის შესაქმნელად. ის გაძლევთ საკუთარი თავის გამოცალკავებულად წარმოდგენის საშუალებას, ყველა დანარჩენი შენი ნაწილისაგან გამოყოფილად.

შენ არ ხარ ინდივიდუალური, მაგრამ უნდა მოახდინობა თავის ინდივიდუალიზება, რომ გაიგო და დააფასო მთლიანობის გამოცდილება. ამ აზრით ,,კარგია” ეგოს არსებობა, მაგრამ ძალიან დიდი ეგო ვერ იქნება კარგი, რადგან იგი საშუალებაა და არა მიზანი — გამოცალკავების ილუზიით იკვებები მთლიანობის არსის შესაცნობად.

როდესაც ეგო ხდება იმდენად დიდი, რომ შენ მხოლოდ საკუთარი გამოცალკევებული ,,მეს” დანახვა შეგიძლია, მთავარი მიზანი ქრება და იკარგები, პირდაპირი გაგებით იკარგები საკუთარ ილუზიებში და ასეთ მდგომარეობაში შეიძლება დარჩე მრავალი ცხოვრების განმავლობაში, ვიდრე იქედან თავს არ დააღწევ, ან ვიდრე ვინმე სხვა სული არ ეცდება თქვენს დახსნას. აი, რას ნიშნავს დაუბრუნდე საკუთარ თავს.

სწორედ ეს იდეა დევს ქრისტიანულ ეკლესიაში და მხსნელის კონცეფციაში. ერთადერთი შეცდომა, რომელიც ამ ეკლესიამ დაუშვა არის ის, რომ მათ თავი და თავისი რელიგია გამოაცხადეს ხსნის ერთადერთ საშუალებად. ასეთი სახით კიდევ ერთხელ მოახდინეს გამოცალკავების განმტკიცება — იმავე ილუზიის, რომლისაგანაც ჩვენი ხსნა სურთ.