სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ადამიანთა 100% არანორმალურია — კობო აბე

0
4052

თუ მამაკაცთა შორის ერთსქესოვანი სიყვარულით ერთი პროცენტია შეპყრობილი, ბუნებრივია, ქალთა შორისაც ასეთი სიყვარული ერთ პროცენტს უნდა ჰქონდეს და თუ ამგვარად გავყვებით — ერთი პროცენტი ცეცხლის წამკიდებლები, ერთი პროცენტი ლოთები, ერთი პროცენტი სქესობრივი მანიაკები, ერთი პროცენტი განდიდების მანიით შეპყრობილნი, ერთი პროცენტი გამოუსწორებელი თაღლითები, ერთი პროცენტი იმპოტენტები, ერთი პროცენტი ტერორისტები, ერთი პროცენტი შეშლილები, ამას დავუმატოთ სიმაღლის შიში, სიჩქარის შიში, ნარკომანია, ისტერია, მკვლელობის აზრით შეპყრობილნი, სიფილისიანები, გონნაკლულნი… ესენიც თითო პროცენტი ვიანგარიშოთ და მივიღებთ ოც პროცენტს… და თუ შეგვიძლია ამგვარად ჩამოვთვალოთ კიდევ ოთხმოცი ანომალია, ხოლო ეჭვი არაა ამის გაკეთება შეიძლება… მაშასადამე სრულიად ზუსტია, სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ადამიანთა 100% არანორმალურია.