ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – ვერძი

0
42296

ვერძი და ვერძიmr-and-mrs-smith-big-gun

ორივე ძალიან დამოუკიდებელი პიროვნებაა და ორივეს თავისი ცხოვრება აქვს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ორივეს თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია, ვერცერთი იტანს ჭკუის სწავლებას, შენიშვნებს, არცერთს არ უნდა კომპრომისზე წასვლა და ღმერთმა ქნას, რომელიმე მთლად ტიპური ვერძი არ იყოს და გონიერება ეყოს იქამდე გასაჩერებლად, ვიდრე ერთმანეთს გადაწვავდნენ. თუკი მოახერხებთ, საკუთარ ეგოზე მაღლა დადგეთ და პატივი სცეთ ერთმანეთს, მიიღოთ ერთმანეთის ისეთები როგორებიც ხართ, არასოდეს მოიწყენთ. მუდამ იქნება ექშენი, მფრინავი თეფშები ოჯახში და ამ ყველაფრის კულმინაცია – ნამსხვრევებში ფანტასტიური სექსი.

 

ვერძი და კურო

გაზი და ტორმუზი ერთად. ვერძს ყველაფერი ახლა უნდა, კურო ფიქრობს რომ სჯობს მოვიცადოთ. ვერძი მაინც აკეთებს და როცა კისერს იტეხს, კურო ამბობს: აი, ხომ გეუბნებოდი… ასე იწყება კატასტროფა. ძალიან განსხვავებული ტიპაჟები ხართ ერთმანეთისგან,  გაქვთ საერთოდ სულ სხვადასხვა ცხოვრების რიტმი… აი, მაგალითად ვერძმა შუა ფილმის ყურებისას შეიძლება გადაწყვიტოს რომ სასეირნოდ უნდა წასვლა, ან ვარჯიში, კურო კიდევ თუკი გემრიელად მოეწყო, უნდა ამოთხარო და წაიღო, თავისით არ ადგება. თუ მოახერხებთ გარკვეულ შემთხვევებში კომპრომისზე წასვლას და ოქროს შუალედის მოძებნას ძალიან კარგი წყვილი იქნებით, რადგან ერთმანეთს დააბალანსებთ – კუროსაც სჭირდება ცოტა გაზი და ვერძსაც სჭირდება ცოტა ტორმუზი.

 

ვერძი და ტყუპები

ორი შერეკილი ერთად. ორივე აქტიურია, მხიარული, გულღია, კონტაქტური, მოძრავი და ენერგიით სავსე. ისინი ერთნაირად მარტივად უყურებენ ცხოვრებას და ერთმანეთისთვის ფეხის აწყობა არ უჭირთ. ორივე აწმყოზეა ორიენტირებული, ადვილად ივიწყებს წყენას,  ორივე მარტივად ახერხებს პატიებას და არცერთი იტოვებს გულში რამეს. გარდა ამისა, არცერთი არაა დამოკიდებული ტიპი, ორივეს საკუთარი ინტერესები აქვს ცხოვრებაში და არ ახრჩობენ ერთმანეთს, ამიტომ საკმაოდ დიდხანს ძლებენ ერთად.  მოკლედ, ერთმანეთს მშვენივრად შეეწყობოდნენ რომ არა ერთი პრობლემა: ვერძს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს და ტყუპები კიდევ გელაპარაკება, გელაპარაკება, გელაპარაკება…. მერე ვერძს მოეშლება ნერვები და რამეს უტაქტოდ იტყვის, დააბრეხვებს… ტყუპებმა მისი გაგება უნდა მოახერხონ, უნდა მიხვდნენ რომ ყველა მასავით ორატორული და დიპლომატიური უნარებით არ არის დაბადებული და თუ ეს მოახერხეს, ყველაფერი იქნება სუპერ!

 

ვერძი  და კირჩხიბი 

verdzi qali lomi kaci

კირჩხიბი ალბათ ძალიან ხშირად იბუტება, ვერძი კი ვერაფრით იგებს რატომ. ვინ არის მართალი? ორივე მართალია. საქმე ისაა, რომ ძალიან განსხვავებული ტიპაჟები არიან, ძალიან სხვადასხვანაირად გამოხატავენ სიყვარულს, ერთგულებას, ერთმანეთზე ზრუნვას. კიბო ფიქრობს რომ თუკი მთელი დღე იტრიალებს სამზარეულოში და უგემრიელეს სადილს დაახვედრებს მეუღლეს სანთლის შუქზე, ვერძით სიხარულით მთელი ცხოვრება მადლიერი იქნება, ამ დროს კი ვერძმა შეიძლება სულ ვერ მოიცალოს, ან მოირბინოს, სულ ვერ შენიშნოს სანთლები, წაილუკმოს და გაიქცეს. მოკლედ, კირჩხიბს შეიძლება ეჩვენებოდეს რომ ვერძი არ უფასებს სიყვარულს, ვერძს კი ამაზე ნერვები ეშლებოდეს. კარგი იქნება თუ ვერძი ცოტათი მაინც ისწავლის კიბოსგან ემოციურ დონეზე მხარდაჭერას და კირჩხიბი კიდევ ვერძისგან ცოტათი დამოუკიდებლობას და რაღაცეების მარტო კეთებას. მოკლედ, მათ ძალიან უნდა მოინდომონ და გაიაზრონ რომ ძალიან სხვადასხვანაირები არიან, გაუგონ ერთმანეთს, ისწავლონ ერთმანეთი და ბედნიერ თანაცხოვრებასაც შესძლებენ.

 

ვერძი და ლომი 

lomi

ძალიან კარგი წვილია, ორივე დინამიური, აქტიური, დამოუკიდებელი, საკუთარ თავში დარმუნებული და თავდაჯერებული ტიპაჟი, თუმცა არის ერთ განსხვავებაც, ვერძს ხშირად ჰკიდია საზოგადოებრივი აზრი ფეხებზე, მაშინ როცა ლომისთვის ხალხის თვალში რა შთაბეჭდილებას ტოვებს – ყველაზე მნიშვნელოვანია.  პიროვნულ დონეზე ერთმანეთის გაგება მათ არ უჭირთ, ჰარმონიულ წყვილად მიიჩნევენ  ასტროლოგები. ისინი პატივს სცემენ ერთმანეთს, აფასებენ ერთმანეთს, თუმცა არის ერთი პრობლემაც, ორივე ძალიან ამაყი, ჯიუტი და თავისნათქვამაა და უკან დახევა არ უყვარს, ამიტომ თუკი ერთმანეთს შეასკდნენ, აუცილებლად გაიხსნება ცეცხლი და თუ ცეცხლი გაიხსნა კონფლიქტი მძაფრსიუჟეტიანი დრამის გარეშე არ ჩაივლის, თუმცა ამ დრამის და ემოციების ფეიერვერკების საწინააღმდეგო არცერთს არაფერი აქვს. ასე რომ წარმატებები, მე რაც ა რუნდა გირჩიოთ, მაინც თქვენს ჭკუაზე იზამთ ყველაფერს….

 

ვერძი და ქალწული

verdzi bichi

თქვენი ერთად ყოფნა პარადოქსია, წესით საერთოდ არ უნდა მოგწონდეთ ერთმანეთი, მაგრამ თუკი მოგეწონათ, ალბათ ვერ ხვდებით რატომ. ეს აუხსნელი სიყვარული იქნება. ვერძი ძალიან უდარდელი ტიპაჟია და ძალიან დარწმუნებული თავის თავში, მაშინ როცა  ქალწული მუდამ უკმაყოფილოა საკუთარი თავით და სულ რაღაცის გამო იტანჯება. ვერძი დეტალებს ყურადღებას არ აქცევს, ქალწული მეწვრილმანეა, ვერძი იმპულსებით მოქმედებს, ქალწულს კიდევ ყველაფრის გასაანალიზებლად დრო სჭირდება და რაციონალური მოქმედებებისკენ მოუწოდებს მას. მოკლედ, კონფლიქტისთვის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ და თუ ერთმანეთი გიყვართ, ერთმანეთის გაგებას, ერთმანეთისგან რაღაცეების სწავლას უნდა შეეცადოთ და კინკლაობაზე რომ ხარჯავთ ენერგიას, რამე უფრო ნაყოფიერზე დახარჯოთ. არსებობს რაღაცეები, რასაც ორივე აფასებთ და ორივე ფლობთ, ეს არის პატიოსნება და გულწრფელობა, თუმცა კრიტიკის მოსმენა არცერთს გსიამოვნებთ.  ისწავლეთ შენიშვნების მიღება და გათვალისწინება. თუმცა ეს უფრო ვერძს ეხება, რადგან თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე – ქალწული უფრო ხშირად იჩაგრება. როგორც წესი იგი უფრო მეტს გასცემს და ვიღებთ ბოსის (ვერძი) და ხელქვეითის (ქალწული) ურთიერთობის ტიპს. ვერძებო, ცოტა აზრზე მოდით და დაფასება ისწავლეთ!

 

ვერძი და სასწორი

ეს ოპოზიციური ნიშნებია, ორი უკიდურესობა, რომელთაც ერთმანეთისთვის ყველაზე მეტის სწავლება შეუძლიათ.  ვერძი ეგოისტია, უფრო მეტად საკუთარ თავზე ორიენტირებული და ფეხებზე ჰკიდია სხვების აზრი, მაშინ როცა სასწორს ეგო ქვეცნობიერში აქვს გატყორცნილი და მთლიანად სხვებზეა ორიენტირებული. იგი ცდილობს მაქსიმალურად ობიექტური იყოს და მაქსიმალურად გაითვალისწინოს სხვების რჩევები. ერთი პირდაპირ მიდის რქებით, მეორე სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, ძალიან ბევრს ფიქრობს და ყოყმანობს. ამ ურთიერთობაში როგორც წესი სასწორი უფრო მეტს თმობს, იმიტომ კი არა რომ ვერძი მართალია, იმიტომ რომ სასწორი უფრო გონიერია და ეს ორივემ უნდა გააცნობიეროს. ვერძმა სასწორისგან კომპრომისი უნდა ისწავლოს და სხვისი აზრის გათვალისწინება, სასწორმა კი ვერძისგან – ბრძოლა და თავისი აზრის გატანა. მათ ერთმანეთს უნდა გაუგონ, თორემ ერთ დღეს სასწორი იფიქრებს რომ ვერძი თავხედი ეგოისტია, ვერძი კი მას სუსტ და ჩამოუყალიბებელ პიროვნებად ჩათვლის. თუკი მოახერხეს საკუთარ სისუსტეებზე მაღლა დადგომა და გააცნობიერეს რომ  ერთმანეთი დასაბალნასებლად ორივეს სჭირდება, აქედან იდეალური წყვილი დადგება.

 

ვერძი და მორიელი 

თქვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ხართ და ჯანმრთელები? როგორ დაგემართათ, რომ ერთმანეთი არ დახოცეთ? ამ წყვილს შორის უზარმაზარი მიზიდულობაა, განსაკუთრებით კი სექსუალური ლტოლვა. ორივეს ძალიან მკვეთრად გამოხატული ხასიათი აქვს, თავისი ხასიათი, რომლის შეცვლაც არ სურს. ორივეს ძლიერი ემოციები და მძაფრი შეგრძნებების მოთხოვნილება აქვს. ორივეს მოსწონს ექშენი და მოქმედებაში ყოფნა. პრობლემას მხოლოდ ის ქმნის, რომ ორივე ჯიუტია და ორივეს უნდა რომ სხვებმა მის ჭკუაზე იარონ, ორივეს ადვილად სწყინს და როცა სწყინს იმ დროს მოწინააღმდეგის გასანადგურებლად მზად არის, თუნდაც გიჟდებოდეს ამ უკანასკნელზე. გარდა ამისა, მორიელი ძალიან მესაკუთრეა, პარტნიორისგან მარტო სხეულს კი არა ხანდახან სულსაც ითხოვს, ვერძი კი საკმაოდ უყურადღებოც შეიძლება იყოს ხანდახან და თან ვერაფრით შეეგუება მფლობელობაში ყოფნას. ამიტომ შეიძლება შეიქმნას კონფლიქტი – მორიელი ეცდება მის კონტროლს და ვერძი არ დაანებებს. ამ კონფლიქტის თავიდან არიდება შესაძლებელია, თუ მორიელი ჭკუას მოუხმობს (აბა ვერძს ჭკუა სად აქვს) და მიხვდება რომ ძალად ვერაფრით ატარებს ვერძს თავის ჭკუაზე.  მან სტრატეგია უნდა შეიმუშავოს, თუ სიტუაციის მართვა სურს. ვერძმა მორიელის აზრის გათვალისწინება უნდა ისწავლოს, მორიელმა კიდევ გულში წყენის ჩადებას დაანებოს თავი, რადგან ვერძი ხშირად სულ არ აკვირდება რას ამბობს და ამაზე გაბრაზება არ ღირს. თუკი ამას მოახერხებენ, ყველას გულზე გახეთქავენ შურით ისეთი მაგარი წყვილი იქნებიან.

 

ვერძი და მშვილდოსანი

verZi Txis rqaაი, ის წყვილი მსოფლიოს რომ მოივლის ერთად და ერთმანეთი არ მოსწყინდებათ. ძალიან ჰარმონიული წყვილია. ერთმანეთის გვერდით არცერთს უწევს თამაში. ორივე ის არის, რაც არის და თან შესანიშნავად გრძნობენ თავს ერთად. ორივე აქტიურია, ენერგიული, დინამიური, თავგადასავლების მოყვარული, დამოუკიდებელი, უსაშველოდ ოპტიმისტი და ორივე პატივს სცემს ერთმანეთის სხვა ინტერესებსა და საქმეებს. ისინი ერთმანეთს გვერდში უდგანან, შთააგონებენ, ახალისებენ და წინსვლისკენ უბიძგებენ. ვერძებს კი უყვართ შეჯიბრი და როგორც კი ძლიერ ხასიათს გრძნობენ, მაშინვე რქებით მიდიან შესასკდომად, მაგრამ მშვილდოსანს ამის არც ეშინია და სერიოზულადაც ვერ აღიქვამს – ანუ ადეკვატური რეაქცია აქვს, ზუსტად ის პოზიცია უჭირავს, როგორიც ვერძთან უნდა დაიჭირო. თქვენ ერთმანეთს აძლევთ ზუსტად იმას, რაც ასე ძალიან გჭირდებათ : პიროვნულ დამოუკიდებლობას და თავისუფალ სივრცეს. თქვე ბედნიერებო!

 

ვერძი და თხის რქა

verdzi mshvildi

ორივე ლიდერია, ორივეს ძლიერი ხასიათი და დიდი ამბიციები აქვს და მოთხოვნილება სხვები ატაროს თავის ჭკუაზე. იშვიათი წყვილია, რადგან ცოტა გაუგებრები რჩებიან ერთმანეთისთვის. ვერძი იმპულსურია, მხიარული და დაუფიქრებელი, თხის რქა ძალიან რაციონალური, სერიოზული და ცოტა დეპრესიულიც (თუმცა მას არ იჩნევს). ხდება ის რაც ხდება მიწის და ცეცხლის შეხვედრისას, ერთი ჩქარობს, მეორე კალთებს ქაჩავს, ერთი არ უჯერებს, მეორე კიდევ – აი, ხომ გეუბნებოდი, აწი მაინც დამიჯერე…. მოკლედ, თხის რქა ვერძისთვის ცოტა კონსერვატორია, ვერძი კი თხის რქისთვის – თავქარიანი. სხვადასხვანაირები არიან გრძნობების გამოხატვაშიც: თხის რქა თავშეკავებული და ფრთხილია, ვერძი კიდევ ემოციების ზღვა. გარდა ამისა, თხის რქა სიყვარულს გამოხატავს საყვარელი ადამიანისთვის ჭკუის დარიგებით, რაც ვერძისთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამან შეიძლება კონფლიქტი წარმოშვას., თუმცა თუ ერთმანეთის მიღებას ისწავლიან, რაც ასე ძალიან უჭირს ორივეს, აქედანაც გამოვა რაღაც.

 

ვერძი და მერწყული

tumblr_inline_nj3lgwwDAt1rn4u1r

ძალიან კარგი წყვილია, დინამიური და ცოცხალია. ორივე დამოუკიდებელი ტიპია, თავისუფალი და ორივეს ფეხებზე ჰკიდია რას იფიქრებს ხალხი მასზე.  ემოციურ დონეზეც კარგად ეწყობიან ერთმანეთს, რადგან არცერთი არ ცდილობს ერთმანეთს სულში უფათუროს ხელები. ისინი არ ზღუდავენ ერთმანეთს, პატივს სცემენ ერთმანეთის ინდივიდუალობას და თავისუფლებას. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ვერძი ნაკლებად არის ჩართული სოციალურ აქტივობებში და უფრო მეტად საკუთარ თავზეა ორიენტირებული, მაშინ როცა მერწყულს ძალიან მოსწონს ხალხში ყოფნა და მათ ნაწილად მოიაზრებს თავს. მერწყული გაცილებით უფრო ჰუმანური და კეთილია, ვიდრე ეგოისტი და ცოტა უხეში ვერძი და ამის გამო, შეიძლება რაღაც საკითხებში ვერ შეთანხმდნენ, რაც პრობლემად იშვიათად იქცევა. ისინი გაცილებით უკეთ სწავლობენ ერთმანეთისგან – ვერძი ნაკლებად ეგოისტი ხდება, მერწყული კი საკუთარი თავის პოზიციონირებას ახერხებს.

 

ვერძი და თევზები

verdzi tezvzi

სულიერი განვითარების თვალსაზრისით თევზები გაცილებით უფრო მაღლა დგას ვერძთან შედარებით. მას გაცილებით უფრო მეტი ესმის, იგი გაცილებით უფრო მეტს გრძნობს და ამის გამო შეიძლება დაიტანჯოს. ვერძის ზედაპირულობა მას ცოტათი ღლის, შეიძლება ეჩვენებოდეს რომ საკმარისს ვერ იღებს, ვერძს კი პირიქით თევზის სიღრმეებამდე ჩასვლა უჭირს და აზრიდან გადადის, რომ ვერ ხვდება რას აკლებს მას. ამ ურთიერთობაში თევზი უფრო მეტს გასცემს ვიდრე მიიღებს, იმიტომ კი არა რომ ვერძი ბოროტად ისარგებლებს მისი სიკეთით, იმიტომ რომ ვერძის ბუნებაა ასეთი.  გარდა ამისა თევზი ძალიან ადვილად მოწყვლადია, მგრძნობიარე, ხშირად სწყინს ვერძის უტაქტო გამოხდომები და უყურადღებობა. თუკი მოახერხებენ ერთმანეთის ბუნების შესწავლას, ისწავლიან კომპრომისს და მიიღებენ ერთმანეთს ისეთს, როგორებიც არიან,  ძალიან შეავსებენ ერთმანეთს. თევზებს ძლიერი და ცხოვრებაში გარკვეული ადამიანი ესაჭიროება გვერდით, ვერძს კი ცოტა რბილი და დამთმობი ტიპაჟი. მოკლედ, მთავარი მონდომებაა და ქადა ორივე ხელით იჭმევა!

დოჩი გოგო